
დისიდენტი, თეოლოგი და მკვლევარი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე ბოლო წლებია საპატრიარქოს ხელს ადებს რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში, მომხვეჭელობაში, პოლიტიკაში ღია ჩარევაში და მუდმივად ხელისუფლებისადმი ლოიალურ დამოკიდებულებაში სდებს ბრალს.
როგორც "publika.ge"-წერს, დეკანოზი საპატრიარქოს არცთუ კორექტულად მოიხსენიებს.

ამ პოსტის წაკითხვისთანავე პირველი, რაც მომივიდა გონებაში ეს ოყო: თუ დეკანოზი ცილს წამებს საპატრიარქოს რატომ არ შეაქვთ საჩივარი მის წინააღმდეგ?
თუ მართალია დეკანოზი, ჩათვალეთ, რომ საქართველოს საპატრიარქო ემსახურება მტრული სახელმწიფოს ინტერესებს.
საინტერესოა სად მიაქვს საპატრიაროს უზარმაზარი დაფინანსება? ცნობილი ფაქტია, საქართველოს პატრიარქი დაჯავშნული მსოფლიოში ცნობილი ბრენდის ლიმუზინით, რომ დაბრძანდება, უცხოურ კლინიკებში მკურნალობს და პირადი დაცვაც საკმაოდ სოლიდურად მომზადებული კონტიგენტისაგან შედგება (რამდენიმე მათგანი ჩემი ქვემდებარე იყო სამთავრობო დაცვის სამსახურში).
პატრიარქის პირადი დაცვის უფროსთან ერთად დაცვის რამდენიმე წევრი გაანთავისუფლეს, რადგან ასე ვთქვათ შეთქმულებაში დასდეს თავისი საქმის პროფესიონალ ხალხს ბრალი.
პატრიარქის მცველები რამდენიმე წლის წინ, ხალხი შეიცვალა რაოდენობა იგივე დარჩა.

დეკანოზს მე არ ვიცნობ პირადად, მაგრამ ადამიანი ან სულელი უნდა იყოს ან მართალი ადამიანი ამხელა ბრალი წაუყენოს პატრიარქს და საპატრიარქოს.

უფალმა განსაჯოს მტყუან-მართალი, მაგრამ ჩვენ-ქართველმა ერმა რა დავაშავეთ?