x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
კაზანოვა ისვენებს: 7 სე#ს -გიგანტი, რომელსაც ცხოვრების განმავლობაში წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის პარტნიორი ჰყავდა
image


ესპანელი მომღერალი ხულიო იგლესიასი ლამაზი ქალების წინაშე ცდუნებას ვერასდროს უძლებდა. მამაკაცი, საკუთარ ქალთმოყვარეობას თავადაც არასდროს მალავდა და ყოველთვის ღიად აღიარებდა, რომ ურთიერთობა არც მეტი, არც ნაკლები 3 000 ქალთან ჰქონდა. როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ყველასთვის საყვარელი მომღერალი ხულიო იგლესიასი - არა 8 შვილის, როგორც აქამდე იყო ცნობილი, არამედ უკვე 9 შვილის მამაა. ჯიუტმა ხავიერ სანჩესმა, რომელიც სამყაროს მუსიკოსის ხანმოკლე სასიყვარულო კავშირის შედეგად მოევლინა, საკუთარი ნათესაური კავშირი ცნობილ მამასთან სასამრთლოს შედეგად დაამტკიცა.


image


ვინ იცის, შეიძლება მსოფლიოს რომელიმე წერტილში ქალების მოყვარული მომღერლის სხვა შვილებიც ამაყად დაიარებიან, ვინაიდან როგორც თავად ვარსკვლავი აღიარებს, მის ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი ქალი იყო.


image


მოდით ვნახოთ, კიდევ რომელ ცნობილ, ქალების გულთამპყრობელ მამაკაცს შეუძლია მსგავსი "მიღწევებით" ტრაბახი და რომელ მათგანს შესწევს უნარი ესპანელი "მაჩოსთვის" სათანადო კონკურენციის გაწევა.




უორენ ბიტი, 12 775 ქალი


image


ჰოლივუდელმა გულთამპყრობელმა უორენ ბიტმა ერთხელ განაცხადა, რომ "მარტივი არითმეტიკის გამოთვლით" მას 12 775 ქალთან ჰქონდა ურთიერთობა. თავისი ამ გატაცების გამო ამერიკული კინოს ცოცხალი ლეგენდა საკუთარ საცოლეს ჯოან კოლინზსაც კი დაშორდა, გოგონამ შეყვარებული ორგულობის გამო მიატოვა. ბიტის აღიარებით, ის შემთხვევითი კავშირებით გატაცებას მას შემდეგ შეეშვა, რაც მსახიობი ანეტ ბენინგი გაიცნო. ვარსკვლავური წყვილი უკვე 30 წელზე მეტია ერთად არის, მსახიობებს ოთხი შვილი ჰყავთ.




რასელ ბრენდი, 1000 + ქალი


image


რასელ ბრენდმა 2005 წელს სექსუალური დამოკიდებულებისგან განსაკურნებლად კლინიკასაც კი მიმართა. მსახიობის თქმით, მას 1000-ზე მეტ ქალთან ეძინა, ზოგჯერ ერთ ღამეში ცხრასთანაც კი. კეტი პერიმ რასელი ვერ გამოასწორა და ორწლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა, მაგრამ ახლა უკვე როგორც ჩანს ბრენდი საბოლოოდ დამშვიდდა. ყოველ შემთხვევაში, კომიკოსი ამბობს, რომ ის თავისი მეორე ცოლის ლაურა გალაჰერის გვერდით ახალ ადამიანად იქცა.




ტონი კერტისი, 1000 ქალი


image


ტონი კერტისმა, რომელიც ექვსჯერ იყო დაქორწინებული და თითქმის ყველა თავის პარტნიორთან მათ შორის მერლინ მონროსთანაც რომანი ჰქონდა, ერთხელ ყოველგვარი მორიდების გარეშე აღიარა, რომ ის სე#სზე იყო დამოკიდებული: გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, 2010 წელს მსახიობი თავისი ამ გატაცების შესახებ გაცილებით უფრო ფრთხილად და მოზომილად საუბრობდა: "მე მაქვს ქალებთან ინტიმური სიახლოვე. ეს ყოველთვის სიყვარული იყო – მე ყოველდღე მიყვარდებოდა".




ბილაიმანი, 1000+ ქალი



image


"Rolling Stones"-ის ყოფილმა ბას-გიტარისტმა ყოველგვარი მორიდების გარეშე გაამხილა, რომ მას ათასზე მეტ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა, 300 მათგანთან კი იმ ორ წელიწადში, როდესაც მისი კარიერა პიკში იყო. ბილი გოგონებს საკუთარი თაყვანისმცემლებისგან არჩევდა, რომლებიც "დაბანაკებული" მის სასტუმროებთან იყვნენ, და თან ნუ დაგავიწყდებათ რომ მაშინ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბენდის მუსიკოსი უკვე დაქორწინებული იყო! "მე მიჭირდა სახლში, მეუღლესთან დაბრუნება, რომელმაც აშკარად იცოდა რაც ხდებოდა", - აღიარა ერთ - ერთ ინტერვიუში მუსიკოსმა.




ბილ როუჩი, 1000+ ქალი


image


2012 წელს მსახიობმა ბილ როუჩმა მოულოდნელად თავისი ქალთმოყვარეობის შესახებ გულწრფელად აღიარა და განაცხადა რომ მის საწოლში ათასზე მეტ ქალს ეძინა. როუჩი ძალიან ნანობდა, რომ ის თავის პირველ მეუღლეს ღალატობდა და მათ საერთო შვილებსაც ტკივილს აყენებდა: "მე რეპეტიციები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მქონდა, ამიტომ იქ ამის შესაძლებლობაც იყო. მე ჩემს სექსუალურ ლტოლვაზე არანაირი კონტროლი არ მქონდა", - აღიარა ბილმა. მსახიობი მხოლოდ 1978 წელს შეიცვალა, როდესაც ის თავის მეორე მეუღლეს სარას შეხვდა.





ფიდელ კასტრო, 35 000 ქალი


image


და აი, გამარჯვებულიც! კუბელ დიქტატორს დღეში ორჯერ მაინც ჰქონდა ინტიმური კავშირი. ამის შესახებ 2008 წელს ფიდელ კასტროსთან დაახლოებულმა პირმა "New York Times"-ს გაუმხილა: "მას ორმოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში დღეში ორ სხვადასხვა ქალთან ჰქონდა ურთიერთობა. ერთთან - ლანჩის დროს, მეორესთან კი - ვახშმისას, ზოგჯერ ის ქალს საუზმეზეც კი "უკვეთავდა", - განაცხადა დიქტატორთან დაახლოებულმა პირმა. როგორც ამბობენ, ფიდელის დაცვა სანაპიროზე გადიოდა და თავისი ბოსისთვის კანდიდატებს სწორედ იქ არჩევდა. ოფიციალურად კასტროს 11 შვილი დარჩა. არაოფიციალურად კი მათი რაოდენობა შეიძლება ათასსაც კი აჭარბებდეს.











0
337
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
337