შოუბიზნესი ვარსკვლავები, როგორებიც ჯერ არ გინახავთ 1 აპრილი, 9:54 მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ. როდესაც დამტვერილ არქივში ქექვას იწყებთ, ბედნიერი და საინტერესო წუთები ჯერ კიდევ წინ გაქვთ. ასე იყო უწინ, დღეს, იმისათვის, რომ გაიგოთ რაიმე წარსულის შესახებ, სახლიდან გასვლაც კი აღარ არის საჭირო, ამას თქვენი კომპიუტერი, ინტერნეტი და საძიებო პროგრამები ასრულებენ უნაკლოდ. ცნობილი ფოტოგრაფი მარკ აბრაჰამსი 1958 წელს კალიფორნიაში დაიბადა. ბავშვობაში მან დედისგან საჩუქრად ფოტოაპარატი მიიღო და დაახლოებით იმავე პერიოდში ის სერიოზულად მოეკიდა „კარგი სურათების“ გადაღების სწავლას. ერთხელ, უკვე მოზრდილმა ბიჭმა მოაწყო პერსონალური გამოფენა და თავისი საუკეთესო ნამუშევრები ერთ-ერთ გზისპირა კაფეში ჩამოკიდა. Warner Brothers-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა შემთხვევით შეიარა ამ კაფეში და სურათების ნახვის შემდეგ მარკს სამუშაო შესთავაზა კომპანიაში. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ მარკის ყველაზე ცნობილ ფოტოებს, რომლებიც მან გადაიღო თავისი შემოქმედებითი კარიერის პიკის დროს. 1. ჯარედ ლეტო. 2. ვაინონა რაიდერი. 3. ენ ჰეთეუეი. 4. დასტინ ჰოფმანი. 5. ევა ჰერციგოვა. 6. ევა მენდესი. 7. გვინეტ პელტროუ. 8. ჯულიანა მური. 9. ქეით უინსლეტი. 10. ლივ ტაილერი. 11. ქეით ბლანშეტი. 12. კატრინ დენევი. 13. შარლიზ ტერონი. 14. კრისტინა რიჩი. 15. სინდი კროუფორდი. 16. დრიუ ბერიმორი. 17. ჰიტ ლედჯერი. 18. ჰილარი სუონკი. 19. ჰიუ ჯეკმანი. 20. ჯეიკ ჯილენჰოლი. 21. ხოაკინ ფენიქსი. 22. ნატალი პორტმანი. 23. ტომ ჰენქსი. 747 4-ს მოსწონს
|