x
მეტი
  • 28.11.2024
  • სტატია:138506
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512179
თმის სასწაულმოქმედი ნიღაბი ასპირინით - შედეგით გაოცდებით!
თმა წარმოადგენს სხეულის დამცავი სისტემის ნაწილს და შედგება- ძირითადად კერატინისგან. ადამიანის სხეული, მცირე გამონაკლისების გარდა (ტუჩები, ხელის გულები), მთლიანად დაფარულია თმით. ზრდასრულებს აქვთ ორი ტიპის თმა ღინღლი-მოკლე, თხელი, არაპიგმენტირებული, ე.წ. პირველადი თმა და ტერმინალური თმა, რომელიც უფრო უხეში, სქელი და ძირითადად პიგმენტირებულია. ტერმინალური თმის მაგალითია თმა წარბებზე და თავზე. ადამიანს თავზე 200 ათასი, ხოლო ტანზე 20 ათასი თმის ღერი აქვს. თხელი და სუსტი თმის ღერი – 100 გრამიან ტვირთს, ხოლო ქალის ნაწნავი 20 ტონიან სიმძიმესაც უძლებს. თმა ყველაზე სწრაფად ზაფხულში იზრდება, მისი სიგრძე წელიწადში საშუალოდ 10–15 სანტიმეტრს იმატებს. როგორც ამბობენ ჟღალი თმა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ქერა. ადამიანმა თმა რომ არ შეიჭრას, სიცოცხლის ბოლომდე, მისი სიგრძე 725 კმ–ს მიაღწევს.



image



ქალის ყველაზე ძვირფასი სამკაული იყო, არის და იქნება თმა, ამიტომ მისი ბზინვარება და სიჯანსაღე ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რატომღაც ბევრს მიაჩნია, რომ თმის ცვენა და სიუხეშე ასაკთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს მოსაზრება მცდარია. თმის ხარისხი ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზეა დამოკიდებული. გარდა ამისა კი თმის ცვენასა და უსიცოცხლო ვიზუალზე დიდ როლს არასწორი მოვლა თამაშობს. მაშ, როგორ მოვუაროთ, რათა ეს უკანასკნელი ჯანსაღი და თვალწარმტაცი გავხადოთ?





თმის სასწაულმოქმედი ნიღაბი ასპირინით - შედეგით გაოცდებით!





საცურაო აუზსა და მზეზე ხანგრძლივი ყოფნისას სხივების ზემოქმედების შემდეგ თმა კარგავს მდიდარ ფერს. ჩვენი ეფექტური ნიღაბი დაგეხმარებათ აღადგინოთ მისი ბზინვარება და ყოფილი სიჯანსაღე!





დაგვჭირდება:


5 ტაბლეტი ასპირინი;

120 მლ ადუღებული და ცოტა განელებული წყალი;

1 ს.კ თაფლი;

1 ს.კ ზეითუნის ზეთი.






მომზადების ტექნოლოგია:


შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ისე, რომ თაფლი მთლიანად გაიხსნას. შეიზილეთ ნიღაბი თავის სკალპში და გაიჩერეთ 15 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი გაზრდის თქვენი თმის მოცულობას და მისცემს მას მდიდარ ფერს.



image


ასპირინს ასევე იყენებენ ქერტლის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამისათვის ასპირინის 2 ტაბლეტი და კარგად დაფშხვენით და შეურიეთ შამპუნის იმ რაოდენობას, რომელსაც თმის დაბანისას იყენებთ. შეიზილეთ ნარევი თავის სკალპში და დაელოდეთ 10 წუთი, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ. შედეგი არ დააყოვნებს და ქერტლის რაოდენობა გაცილებით ნაკლები იქნება!



0
120
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0