სამოქალაქო როგორ არ დავუშვათ ოჯახში ძალადობა? 29 მარტი, 11:28 2 ოქტომბერს, გაეროს რეზოლუციის შესაბამისად, მსოფლიო აღნიშნავს არაძალადობის დღეს. სამწუხაროდ, ძალადობა იშვიათი ფაქტი არაა ჩვენს საზოგადოებაში და ოჯახებში და მისი შემთხვევები სულ უფრო ხშირად ხდება.
მიზეზები, რის გამოც ქალი დიდხანს იტანს ოჯახში ძალადობას, ქალის ფსიქოლოგიაშია. ბევრ ქალს ეშინია განქორწინების შემდგომი, მოსალოდნელი პრობლემების: არასტაბილურობა, საცხოვრებლის არ ქონა და ფინანსური სირთულეები. გარდა ამისა, ქალებს ეშინიათ, რომ ქმართან განშორება შვილების ფსიქიკაზე პირდაპირი დარტყმა იქნება. რა უნდა გააკეთოს ქალმა, როცა საკუთარ ოჯახში ძალადობას აწყდება? ამ საკითხში ფსიქოლოგები ერთხმად აცხადებენ: არავითარ შემთხვევაში არ მოითმინოთ ძალადობა და მიიღეთ ზომები თქვენი პიროვნების შესანარჩუნებლად. ექსპერტების რამდენიმე ეფექტური რჩევა, რომელსაც სტატიაში შემოგთავაზებთ, დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში. როგორ არ დავუშვათ ოჯახში ძალადობა?☞ ქმართან ურთიერთობისას იყავით საკუთარ თავში დარწმუნებული, შეინარჩუნეთ თავშეკავება და თვითკონტროლი. არ წამოეგოთ მის პროვოკაციებს. კონფლიქტის მწვავე მომენტებში, ჯობია დატოვოთ „ბრძოლის ველი“, რომ მისცეთ კაცს დრო და შესაძლებლობა „გაანეიტრალოს ბრაზი“. ☞ უთხარით თქვენს მეგობრებს და ოჯახის წევრებს ოჯახში არსებული პრობლემების შესახებ. შესაძლოა, მათ ჰქონდეთ საკმარისი გავლენა "შინაურ ტირანზე" და იქნებ მათმა ჩარევამ შეცვალოს სიტუაცია. ☞ დაუკავშირდით რომელიმე ორგანიზაციას, რომელიც ეხმარება ოჯახში ძალადობის მქონე ადამიანებს. ანონიმური ფსიქოლოგიური დახმარების ცხელ ხაზზე დარეკვით, მიიღებთ რჩევას გამოცდილი სპეციალისტებისგან, რომლებიც შეაფასებენ თქვენს მდგომარეობას და შემოგთავაზებენ მისგან გამოსავლის ხელსაყრელ გზებს. ☞ იპოვეთ საკუთარი თავის უზრუნველყოფის შესაძლებლობა, ასე თავიდან აიცილებთ "ტირანზე ფინანსურ დამოკიდებულებას". თუ საქმე განქორწინებამდე მივიდა, ბევრად უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს. ☞ და რაც მთავარია, ყოველთვის გჯეროდეთ, რომ თქვენი ცხოვრება აუცილებლად შეიცვლება უკეთესობისკენ. დარწმუნდით, რომ თქვენი ქმედებები/რეაგირება შეცვლის თქვენს ბედს და თქვენი შვილების ცხოვრებას. და ამისთვის - ნუ გაჩუმდებით, ნუ მოითმენთ, წინააღმდეგობა გაუწიეთ ძალადობის ნებისმიერ ფორმას. გამოსავალი ყოველთვის არსებობს! 37 3-ს მოსწონს |
ოფიციალური დაშორებაა ერთადერთი გამოსავალი, ბავშვებიც ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ არ გაიზრდებიან.