ნიკოლა ტესლა-გენიოსი ფიზიკოსი, რომელსაც ადამიანთა გარკვეული კატეგორია აინშტაინზე დიდ გენიოსად მიიჩნევს
ნიკოლა ტესლა-(დაბადების თარიღი 1856 წლის 10 ივლისი). (გარდ. თარიღი 1943 წლის 7 იანვარი). დაიბადა ავსტრო-უნგრეთის ტერიტორიაზე, დღევანდელი ხორვატიის ტერიტორია. მუშაობდა ფიზიკის დარგში: მექანიკური ინჟინერია, ელექტრონული ინჟინერია.
ტესლამ დააპროექტა პირველი ჰიდროელექტროსადგური ნიაგარის ჩანჩქერთან. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ხელოვნური თანამგზავრ-ების განვითარების საკითხში. მის გამოგონებებზე და პროექტებზე დაყრდნობით დამყარდა უსადენო კავშირ-გაბმულობა. მან საზოგადოება შოკში ჩააგდო როდესაც ცვლადი დენის დემონსტრირება მოახდინა.
ტესლამ პირველმა ააგო ლაბორატორია
რომელიც რადიოკავშირის პირველი სამაუწყებლო გადამცემი გახდა. მასში მოთავსებული დანადგარი ყოველგვარი კაბელის გარეშე იღებდა და გასცემდა რადიოსიგნალებს დედამიწის ნებისმიერ კუთხეში.
ტესლას გამოგონებათა რიცხვს მიეკუთვნება: მარტივი რობოტები, დისტანციური კონტროლი, ტურბინები, ელექტრული ენერგიის უმავთულო გადაცემა, ვერტმფრენის ვერტიკალურად აფრენა, რადიოკომუნიკაციები, ლაზერული გამოსხივება და სხვა მრავალი.
ტესლამ საზოგადოება შოკში ჩააგდო როდესაც 200 ნათურა აანთო კაბელის გარეშე 200 კმ_ის დაშორებით. ტესლას გამოგონებათა რიცხვს კიდევ უამრავი რამ მიეკუთვნება თუმცა მე მოგაწოდეთ ძირითადი ინფორმაცია მისი გამოგონებების და პროექტების შესახებ, მისმა გამოგონებებმა და პროექტებმა თანამედროვე მეცნიერებს დიდი დახმარება გაუწია მეცნიერების ამ დარგში.