x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138972
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
8 ამაზრზენი და გარყვნილი ქმედება, რომელსაც რომის იმპერატორები სჩადიოდნენ

image


ისტორიული წყაროების თანახმად, რომის იმპერატორები საკმაოდ სამართლიანები, ბრძენები და კეთილები იყვნენ, თუმცა ამავე წყაროებში რატომღაც იმ ამაზრზენი ფაქტების შესახებ მოხსენიებული არ არის, რასაც ისინი სისტემატურად სჩადიოდნენ. დღევანდელ სტატიაში მსურს წარმოგიდგინოთ ის 8 ყველაზე ამორალური და გარყვნილი ქმედება, რომელიც ანტიკური სამყაროს მმართველებს მიეწერება.



1. ცხოველური თამაშები


image


ნერონი იმდენად გარყვნილი იყო, რომ თავისი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გამუდმებით სულ უფრო და უფრო ამაზრზენ გზებს იგონებდა. "საბოლოოდ, მან ერთგვარი თამაშიც კი მოიფიქრა, სადაც ის გალიიდან რომელიღაც გარეული ცხოველის ტყავში გახვეული მხეცივით გამოვარდებოდა და ბოძზე გაკრული ქალისა და მამაკაცის სასქესო ორგანოებს ემთხვეოდა, შემდეგ კი გიჟური ლტოლვით დორიფორისკენ მიემართებოდა".



2. ძმისშვილზე ქორწინება


image


იმპერატორმა კლავდიუსმა საკუთარ ძმისშვილ აგრიპინაზე (საბედნიეროდ, მისი ძმა ამ დროს უკვე გარდაცვლილი იყო) დაქორწინება გადაწყვიტა, ხოლო მას შემდეგ რაც მან მისი ამბორისა და მოფერების უფლება მოიპოვა, სენატის სხდომაზე ზოგიერთი წევრი დააჯერა, რომ ის იძულებული იყო მასზე მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე დაქორწინებულიყო. კლავდიუსი ასევე დაჟინებით ითხოვდა, რომ სხვებსაც მისცემოდათ ისეთი კავშირების დაკანონების უფლება, რომლებიც ინცესტურად ითვლებოდა.



3. საიმპერატორო ბორდელის დაარსება


image


კალიგულა ფულის ხარჯვაზე გიჟდებოდა, თუმცა მისი შოვნა არ იცოდა. ხაზინის ამოწურვის შემდეგ მან სასახლის ბორდელად ქცევა გადაწყვიტა, ამისთვის კი რომის იმპერატორმა რამდენიმე ოთახი გამოყო, სადაც შიშველი ქალები მოათავსა, შემდეგ კი ქალაქის ყველა კუთხეში მსახურები გაგზავნა, რათა მათ სიამოვნების მისაღებად კაცები და მოხუცები სასახლეში მიეწვიათ.



4. კაცისგან ქცეული ცოლი


image


და აქ საუბარი ერთსქესიანთა ქორწინებაზე არ არის, ნუ თითქმის არ არის... ნერონმა მამაკაცისგან ქალის შექმნა ყველაზე ცუდი გზით გადაწყვიტა. მან სპორუსი დაასაჭურისა და რეალურად მის ქალად ქცევას შეეცადა, რომელზეც ყველა ტრადიციის დაცვით იქორწინა. ნერონმა ის სასახლეში წაიყვანა და როგორც საკუთარ ცოლს ისე ექცეოდა.



5. მეძავობით დაკავებული იმპერატორი



image


ამ მხრივ იმპერატორმა ჰელიოგაბალუსმა კალიგულასაც კი აჯობა. მან ბორდელი არამარტო სასახლეში მოაწყო, არამედ იქ "მუშაობა" თავადაც მეძავად დაიწყო. "ის ფულს საკუთარი კლიენტებისგან აგროვებდა და შემოსავალზე ყოველთვის ღელავდა. ჰელიოგაბალუსი საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად ამ სამარცხვინო საქციელის გამო კამათობდა კიდეც, ამტკიცებდა რა, რომ მათზე მეტი საყვარელიც ჰყავდა და მეტ ფულსაც გამოიმუშავებდა".




6. ინცესტი


image


სექსუალური გარყვნილების თვალსაზრისით, ნერონს შეეძლო კალიგულაც კი გაეწითლებინა! რომის იმპერატორს საკუთარ დედასთან აგრიპინასთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა! "როგორც თანამედროვეები წერდნენ, როცა დედასთან ერთად ის პალანკინით გადადგილდებოდა, მასთან ამ დროს ინცესტუალური ურთიერთობა ჰქონდა, რაც მის ტანსაცმელზე არსებული ლაქებიდანაც ჩანდა". ნერონმა საბოლოოდ, დედის მოკვლა მის დაზიანებულ ნავში ჩასმით სცადა.




7. პედოფილია


image


იმპერატორ ტიბერიუსს სიამოვნების მიღების ორი გზა ჰქონდა: უყვარდა ცურვა და ბავშვების გარემოცვაში ყოფნა, ამიტომ მან გადაწყვიტა ეს ორი სიამოვნება ერთში გაეერთიანებინა: "ის, პატარა ბიჭებს, რომლებსაც "ტოდლერებს" უწოდებდა, ასწავლიდა როგორ უნდა ეხოხათ მის ფეხებს შუა და საბანაოდ მიმავალი ლოკვითა და კბენით გაეღიზიანებინათ. რა ამაზრზენია!



8. სექსს - გაჩერებები


image


იდეა, რომელიც ნერონს თავში მოუვიდა, რათა თავისი შორეული მოგზაურობები კიდევ უფრო სასიამოვნო გაეხადა გულისხმობდა - გზებზე მეძავებით სავსე "გაჩერების" პუნქტების შექმნას.








0
863
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
863