x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ტყე თვითმკვლელობისთვის და სხვა იაპონური უცნაურობა, რაც ჩვენთვის გაუგებარია

იაპონია, მთელ მსოფლიოში, ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებულ და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა. კუნძულოვანი სახელმწიფოს არახელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, რასაც მიწისძვრები და სხვა სტიქიურ უბედურებები ერთვის, იაპონელებს გამომგონებლობის და ტექნოლოგიების განვითარებისკენ უბიძგებს.

საუკუნეების მანძილზე, იაპონელები შემოქმედებით და უნიკალურ ერად ჩამოყალიბდნენ, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი რამ გამოჩნდა, რაც გაუგებარია დანარჩენი მსოფლიოსთვის და უმეტესობას, უცნაურადაც კი ეჩვენება.* მაგ.:


ბალიში მარტოხელებისთვის
image


ადგილობრივმა მწარმოებლებმა იმ იაპონელებზე იზრუნეს, რომლებმაც ჯერ კიდევ ვერ იპოვეს თავისი მეორე ნახევარი და გამოიგონეს ბალიშები, რომლებიც მარტოხელა ადამიანებს სევდაში გამკლავებაში ეხმარება. ბალიში ორი ფორმის არის: მამაკაცებისთვის ქალის ფეხების სახით, ხოლო ქალებისთვის – მამაკაცის მკერდი, ჩახუტებული ხელით.


image


ტუალეტის ჩუსტები
image


ამომავალი მზის ქვეყნის მაცხოვრებლებს ძალიან უყვართ სისუფთავე და განსაკუთრებით ზრუნავენ ჰიგიენაზე. ამიტომ, მათ სახლში აქვთ ჩუსტები, რომელსაც მხოლოდ ტუალეტში შესვლისას იცვამენ.

ამ გზით იაპონელები, ტუალეტის მიკრობების, მთელ სახლში გავრცელების, მინიმუმამდე დაყვანას ცდილობენ.


მაიონეზის გამოყენება
image


მაიონეზისთვის რეცეპტი იაპონიაში, თითქმის იგივეა, რაც დანარჩენ მსოფლიოში. მაგრამ, ისინი მას იმ კერძებში არ იყენებენ, რომლებშიც ჩვენ ვიყენებთ ტრადიციულად – სალათების და სოუსების ნაცვლად, ისინი მას ნაყინთან, ბლინებთან და ჩიფსებთან ერთადაც კი მიირთმევენ.


უცნაური ქოლგები
image


წვიმისგან დაცვის ჩვეულებრივი საშუალებების გარდა, რომელიც ამ ქვეყანაში ქოლგებისა და საწვიმრის სახით არის, მათ ცუდი ამინდისგან თავდაცვის, ძალიან ეფექტური საშუალება მოიგონეს, რომელიც მეტად უცნაურად გამოიყურება.

ახალი მოდელის ქოლგის საფუძველს, კლასიკური ქოლგა წარმოადგენს, რომელიც ადამიანის მხოლოდ თავს კი არა, მთელს სხეულს ფარავს და მას როგორც წვიმისგან, ისე ქარისგან იცავს.


ნიკაპის საყრდენი მეტროში
image


ნიკაპის საყრდენი, იაპონელი ინჟინრების კიდევ ერთი არაჩვეულებრივი გამოგონებაა. ადამიანებს, რომლებიც ბევრს მუშაობენ, მეტროში ძილი უყვართ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დასაჯდომი ადგილი არ არის.

ხოლო, ძილი უფრო კომფორტული რომ იყოს, მათ თან პატარა ბალიშები აქვთ, რომელიც მეტროში დამონტაჟებულ შტატივზე მაგრდება. ასე სძინავთ იაპონელებს ფეხზე მდგომებს, ვიდრე მატარებელი მათ სადგურს არ მიაღწევს.



«ჯადოსნური» ვაჭრობის აპარატებიimage


საკვების, სასმელის და საჭმლის გაყიდვის აპარატები, მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. მსგავსი სავაჭრო მოწყობილობები, რა თქმა უნდა, იაპონიაშიც არის. მაგრამ, ის რისი ყიდვაც მათ აპარატებში შეიძლება, ნებისმიერის გაოცება...

შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ, აპარატის მომხმარებელს შეუძლია ქათმის ახალი კვერცხი, ადგილობრივი რელიგიის თაყვანისმცემლობის საგნები, ბატარეები, ბლინები და გამოყენებული საცვლებიც კი შეიძინოს.


ყველაზე მოკლე ესკალატორი მსოფლიოში
image


ის ქ. კავასაკიში, More’s–ის სავაჭრო ცენტრშია. ესკალატორის სიმაღლე მხოლოდ 83 სმ–ია და მოძრავ კიბეზე 5 საფეხურია.

ესკალატორის მარჯვნივ კი, ჩვეულებრივი კიბეა, იგივე სიმაღლით და საფეხურების რაოდენობით.


შოკოლადი KitKat – ის არასტანდარტული გემოimage


იაპონიაში შოკოლადი KitKat–ი გემოვნებით იყიდება, რომელიც იქ ჩასულ ნებისმიერ ტურისტს, უცნაურად მოეჩვენება. მაგრამ, არა იაპონელს...

იქაურ მარკეტებში შეგიძლიათ შეიძინოთ KitKat–ი სოიას სოუსის, ვასაბის და გამომცხვარი კარტოფილის გემოთიც კი.


ხელოვნური ეშვებიimage


ადგილობრივ გოგონებს ძალიან მოსწონთ წვეტიანი კბილები. ამიტომ ისინი ხშირად მიმართავენ სტომატოლოგებს, რომ კბილებზე, სამკაულის სახით, ეშვები დაუმაგრონ.


კომპაქტური ორსართულიანი ავტოსადგომები
image


იაპონიაში დაახლოებით 125 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც ასეთი პატარა ტერიტორიისთვის, საკმაოდ ბევრია. ამიტომ, ისინი იძულებულნი არიან, გამოიგონონ მოწყობილობები, რომლებიც ადგილს დაზოგვაში დაეხმარებათ.


ძილი სამუშაო ადგილზეimage


ევროპაში, ან ამერიკაში, სამუშაოზე ვინმეს რომ ჩაეძინოს, დიდი ალბათობით, უფროსებისგან საყვედურს მიიღებს. იაპონიაში კი, სამუშაოზე ძილს, სულ სხვაგვარად უდგებიან. მათი ბიზნეს–კულტურა, სამუშაოზე ძილის მხოლოდ უფლებას კი არ იძლევა, მას მიესალმება კიდეც.

ზოგიერთი თანამშრომელი, ხანდახან, თავს იმძინარებს, რომ დამსაქმებელს თავი შრომისმოყვარე ადამიანად მოაჩვენოს.


თვითმკვლელობის ტყე
image


ფუძიამას მთის მახლობლად, აოკიგაჰარას ტყე მდებარეობს, რომელმაც «თვითმკვლელობის ტყის» სახელი მიიღო.

ამ ტყეში ხეები ისე მჭიდროდ იზრდება, რომ ნებისმიერი ქარის დაბლოკვას იწვევს, რის გამოც, ეს ადგილი ძალიან მშვიდია. სწორედ სრული სიჩუმისთვის მიდიან იქ ის ადამიანები, ვინც ცხოვრებამ დაიღალა...

სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად, დაახლოებით 100 იაპონელი, სიცოცხლეს თვითმკვლელობით, სწორედ ამ ტყეში ასრულებს.


* ის ვინც იაპონიაშია ყოფილა, ყოველთვის აღფრთოვანებით საუბრობს იქ ნანახი და განცდილის შესახებ... და რამდენადაც უნიკალური და თვალწარმტაცია ეს ქვეყანა, იმდენად არ ჰგავს ის, სხვა რომელიმე ქვეყანას. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* რატომ არ არის ბიბლიაში ნახსენები კატა? და პასუხები სხვა უცნაურ კითხვებზე

* სასაცილო საგზაო ნიშნები და აბრები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან

* მათ არ იციან, რამდენად დიდები არიან... 15 ძაღლი–გიგანტი

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
90
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0