x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჯოშუა ხუტაგალუნგი, მეკუბოვე, რომელიც მეტეორიტის ნატეხის წყალობით მილიონერი გახდა

image
"გაიცანით, ეს ჯოშუა ხუტაგალუნგია-უბრალო მეკუბოვე და 3 შვილის მამა სუმატრიდან. როგორც ყოველთვის ჯოშუა საკუთარ ეზოში, სახელოსნოში მორიგ მიცვალებულის სასახლეს ამზადებდა, როცა ძალიან ხმამაღალი სტვენი ხმა მოესმა, რასაც სახელოსნოს სახურავზე ხის დაცემის ხმაური მოჰყვა, თან ისეთი ძლიერი, რომ მთელი სახელოსნო შეზანზარდა. ჯოშუამ დაინახა სახელოსნოს ჩანგრეული ჭერი, ხოლო სახელოსნოში კი მოზრდილი ქვა დაინახა, რომელსაც ვერანაირად ვერ ისვრიდა ადამიანი ისეთი ძალით, ამხელა ხმაური გამოეწვია.
ჯოშუამ მეუღლესთან ერთად ძლივს ამოთხარა მიწაში ღრმად ჩასული ქვა. ამ მომენტში არცერთმა არ იცოდა, რომ მეორე დღეს მილიონერებად გაიღვიძებდნენ"-წერს "The Sun"-ი.

imageimageimage
ქვა, რომელიც დაეხა ჯოშუას სახლზე მიდგმულ სახელოსნოს, წონით 2, 2 კილოგრამი აღმოჩნდა. ქვა იმდენად განსხვავებული იყო ადგილობრივი ქვებისგან, ყველამ ურჩია ექსპერტებისთვის ეჩვენებინა ქვა. ჯოშუას ქვის ნახვის და შესწავლის მერე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ჯოშუას ქვა არანაკლებ 4, 5 მილიარდი წლისაა და შესაძლოა ის შეიცავდეს საიდუმლოს, რომლის გაშიფვრა კიდევ ერთი ნაბიჯით დააახოვებს მეცნიერებს სიცოცხლის გაჩენის რეალური დასკვნა დადონ.

ქვას მაშინვე გამოუჩნდა მყიდველი, ის გახლავთ მეტეორიტების ექსპერტი ჯერედ კოლინზი, რომელმაც ჯოშუას ხელშეკრულების საფუძველზე მეტეორიტში გადაუხადა 1, 8 მილიონი დოლარი. თავის მხრივ კოლინზმა მეტეორიტი მიჰყიდა ბევრად ძვირად ამერიკელ კოლექციონერს ჯეუ პიატეკს, რომელმაც მეტეორიტი შენახვისა და გამოკვლევისათვის გადასცა არიზონას შტატის უნივერსიტეტს.

მეტეორიტი გამოდგა უიშვიათესი, აქამდე ნაპოვნე მეტეორიტებს შორის. 33 წლის ჩვეულებრივი მეკუბოვე კი მილიონერი გახდა მისი წყალობით, თუმცა, როგორც ჯოშუა აცხადებს, ჯერ არ აპირებს პენსიაში გასვლას, მით უფრო რომ მის გარდა სხვა მეკუბოვე არაა და ხალხს სასახლისათვის ძალიან შორს მოუწევს წასვლა.
"ჯოშუას თქმით, ეს იყო "უფლის ნიშანი", აქედან გამომდინარე მიღებული ფულის ნაწილი მან ჩარიცხა მშენებარე ეკლესიაში. ჯოშუას თქმით, როგორც კი გამოუჩნდება შემცვლელი, მეტ დროს დაუთმობს ოჯახს. ჯოშუამ ასევე განაცხადა, რომ მას აუცილებლად ეყოლება კიდევ ერთი შვილი და ის იქნება გოგონა.



0
374
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
374