x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ძველი ებრაული სიბრძნე - როგორ დააღწიოთ თავი ნებისმიერ განსაცდელს?

image

ერთ, ძველ ებრაულ იგავში ფერმერს ჭაში ჩაუვარდა ვირი. სანამ ფერმერი ფიქრობდა რა გაეკეთებინა, ცხოველი საათობით გამოსცემდა საცოდავ ყროყინებდა. საბოლოოდ, მიიღო გადაწყვეტილება. რადგან ვირი უკვე ბებერი იყო, ფერმას ვერ ადგებოდა და ჭაც, დიდი ხნის წინ დამშრალიყო, დაუძახა მეზობლებს დასახმარებლად და ერთდროულად ორი საკითხის გადაეჭრა სთხოვა: ამოევსოთ ჭა და ამავე დროს, ვირი დაემარხათ.
მეზობლებმა მოიმარჯვეს ნიჩბები. ვირი მაშინვე მიხვდა რაც ხდებოდა და ხმამაღლა დაიწყო ყვირილი. მერე, უცებ ყველას გასაკვირად გაჩუმდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ფერმერმა გადაწყვიტა, ჩაეხედა და ენახა რა ხდებოდა და ფრიად გაოცებული დარჩა ნანახით. ვირი წარმოუდგენელ რაღაცას აკეთებდა: თავზე და ზურგზე ჩამოვარდნილი ყოველი მიწის გროვას ვირი იბერტყავდა, ტკეპნიდა და ზედ დგებოდა.
სანამ ფერმერის მეზობლები აგრძელებდნენ ჭაში მიწის გადაყრას, ყოველ ჯერზე ცხოველი ზემოთ იწეოდა. ძალიან მალე ყველას გაუკვირდა, როცა დაინახეს, როგორ ამოძვრა ვირი, გადაახტა ჭის პირს და გიჟივით, თავქუდმოგლეჯილი გავარდა!
ცხოვრებაში უამრავ ჭუჭყს შეხვდებით და ყოველ ჯერზე ბედი სულ უფრო ახალს გამოგიგზავნით. ამიტომ ჩამოიბერტყეთთ მხრებიდან მიწა და ამოდით. ყოველი პრობლემა, რომელიც წარმოიქმნება, არის შესაძლებლობა აიწიოთ მაღლა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ გაჩერდებით და არ დანებდებით, შეგიძლიათ ამოხვიდეთ ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ღრმა ჭიდან.
0
438
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
438
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0