x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138440
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512070
ვარსკვლავები, რომლებმაც ნეკნი ამოიღეს
სილამაზე ესთეტიკური კატეგორიაა, რომელიც აღნიშნავს სრულყოფილებას, ობიექტის ასპექტების ჰარმონიულ შეხამებას. ანტიკურ პერიოდში ცნება სილამაზე წარმოადგენდა ფილოსოფიის აღქმის უმნიშვნელოვანეს ყოფიერებას. ძველი ბერძენი ფილოსოფოსების მიერ სილამაზე აღიქმებოდა არსებითად ობიექტურად და ონტოლოგიური სახით, რომელიც დაკავშირებულია უნივერსუმის სრულყოფილებასთან. სოკრატეს დროს სილამაზე განიხილება არა მხოლოდ ონტოლოგიური გაგებით, არამედ როგორც გონის კატეგორია, აღქმა. სოკრატესთვის სილამაზე იყო სამყაროს მნიშვნელოვანი კატეგორია. პლატონის მიხედვით ადამიანი დაბადებამდე იმყოფება სილამაზის სფეროში და სუფთა აზრებში. აგრეთვე ფიქრობდა, რომ სილამაზის იდეა (ფორმა) სხვა დანარჩენ იდეებზე მაღლა დგას. არისტოტელემ დაინახა კავშირი სილამაზესა და სათნოებას შორის და ამტკიცებდა, რომ სათნოება მიმართულია სილამაზისკენ.




image




ქალები მზად არიან მეტად სახიფათო და მტკივნეული გზა გაიარონ სილამაზის გამო. მაგრამ, ყველაზე მწარე ინექციებიც კი ვერ შეედრება ტენდენციას, რომელიც წლების განმავლობაში არ კარგავს აქტუალობას და ეს არის ნეკნის ან რამდენიმე ნეკნის მოცილების პროცედურა ქირურგიული გზით.




ვიწრო წელის ქონის ტენდენცია მე-18 საუკუნეში გაჩნდა და მას მალევე მოჰყვა სპეციალური კორსეტები, რომლით სუნთქვაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო და ბევრი ქალბატონი ასფიქსიით გარდაიცვალა. საბედნიეროდ, ეს არაადამიანური კორსეტები წარსულს ჩაბარდა და შესანიშნავ სამუშაოს პრაქტიკული ქირურგები გვიწევენ, რომლებიც ქალბატონებს აცლიან რამდენიმე ნეკნს და მათი ფიგურა ქვიშის საათს ემსგავსება.





image



პროცედურა განსაკუთრებით პოპულარულია ვარსკვლავებში და დღევანდელ სტატიაში სწორედ იმ ვარსკვლავებს გაგაცნობთ, რომლებსაც ვიწრო წელის ქონის სურვილის გამო მოცილებული აქვთ რამდენიმე ნეკნი და იკვეხნიან (იკვეხნიდნენ) ქვიშის საათის ფორმის მსგავსი ფიგურით.






ვარსკვლავები, რომლებმაც ნეკნი ამოიღეს




1. ნორმა ჯინ მორტენსონი, ხოლო მოგვიანებით და უკვე ყველასთვის ცნობილი მერილინ მონრო.image

მსახიობს მრგვალი ფორმები ჰქონდა და ხშირად იყენებდა სპეციალურ კორსეტებს, თუმცა ბოლოს მოიცილა რამდენიმე ნეკნი და მის დროს ჰოლივუდის ყველაზე ვიწროწელიანი ვარსკვლავი გახდა.






2. შერი.image

მომღერალი არ ერიდება საჯარო აღიარებას, რომ ხშირად სტუმრობს პლასტიკურ ქირურგიას და ჯამში ასამდე პროცედურა აქვს გამოცდილი. 80-იან წლებში კი მან რამდენიმე ნეკნიც ამოიღო.







3. დემი მური. image

ამბობენ, რომ მსახიობს 200 000 $-ზე მეტი აქვს პლასტიკურ ქირურგიაში დახარჯული. მათ შორის მან გაიდიდა მკერდი; მიმართა ცხვირის კორექციას; აიჭიმა სახე; გაიკეთა ლიპოსაქცია თეძოებსა და ფეხების სხვა მიდამოებში; ხოლო ფილმი "სტრიპტიზი"-ს გადაღების წინ კი მოიცილა ნეკნები, რათა წელი უფრო ვიწრო გამოჩენილიყო, ხოლო ფეხები უფრო სავსე და მიმზიდველი.







4. დიტა ფონ ტიზი.image

დიტა ფონ ტიზი ყველაზე თხელი წელის მფლობელია (42 სმ). ბურლესკის დედოფალი არ მალავს, რომ მისი ვიწრო წელისკენ მიმავალი გზა პლასტიკური ქირურგის კაბინეტში გადიოდა, სადაც ლამაზმანს რამდენიმე ქვედა ნეკნი ამოუღეს. კორსეტის მუდმივი ტარება, მუცლის ვარჯიშები, სწორი კვება და ყოველთვიური დეტოქსი ეხმარება დიტას ფიგურის შენარჩუნებაში.







5. რაკელ უელჩი.image

70-იანი წლების სექს-სიმბოლო დღეს ეკრანზე ნაკლებად ჩნდება, თუმცა დღემდე საუბრობენ მის სექსუალურობაზე. პოპულარობა მას მისმა ლამაზმა სხეულმა მოუტანა, ეს კი სწორედ ნეკნების მოცილების პროცედურის გამო მოხდა, როგორც ამბობენ.







6. ჯანეტ ჯექსონი.image

პოპ-მუსიკის მეფის დაიკომ, როგორც ამბობენ, რამდენიმე ნეკნი მოიცილა. თავად ის კი ამ ფაქტს უარყოფს.







7. პიქსი ფოქსი. image

"ცოცხალმა თოჯინამ" ყველაზე შორს შეტოპა და ერთდროულად ექვსი ნეკნი მოიცილა. ახლა მისი წელის გარშემოწერილობა 40 სმ-ია.







8. სოფია ვოლერსჰაიმი.image

გერმანელი მოდელი და სატელევიზიო წამყვანი ბავშვობიდან მიიჩნევდა რომ იყო მსუქანი. რამაც უბიძგა მოეცილებინა ნეკნები, მოცილებულ ნეკნებს კი, ფიქრობს, რომ აუციონზე გაყიდის.







9. ვალერია ლუკიანოვა.image

"ბარბი ოდესიდან" უარყოფს ფაქტს, რომ ნეკნების აქვს "ამოცლილი", სხვა პლასტიკური ოპერაციების გათვალისწინებით, ცხადია, რომ მან ამ პროცედურას, ნამდვილად მიმართა.


1
523
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
523
  
6 აპრილი, 9:02
მესშვიდე და მერვე ფოტოზე რომ არიან ეგენი რამდენს იწველებიან????
0 1 1