სხვა ცნობილების ველური გასართობები, რომლებიც გაგაღიზიანებთ 26 მარტი, 11:10 ალბათ ყველა ჩვენგანშია რაღაც განსაკუთრებული ჰობი - ვიყოთ კოლექციონერი, განსაკუთრებით მოვუფრთხილდეთ გარკვეულ საგნებს და ა.შ. ცნობილია, რომ ჯონი დეპს უყვარს თოჯინა ბარბების შეგროვება, რაც საზოგადოებისთვის გასაოცარი და სასაცილო აღმოჩნდა; ანჯელინა ჯოლი არწივების კლანჭების არსენალს ფლობდა; როდ სტიუარტი სათამაშო მატარებლებს აგროვებს და ა.შ. თუმცა, არსებობენ ცნობილები გარკვეული ჰობით, რომლებმაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვიეს და დღევანდელ სტატიაში სწორედ რამდენიმე მათგანზე ვისაუბრებთ.
ცნობილების ველური გასართობები, რომლებიც გაგაღიზიანებთ1. მარკ ცუკერბერგი. ფეისბუქის მოკრძალებულმა შემქმნელმა, რომელიც მზადაა უბრალო მაისურით გავიდეს სასეირნოდ და თავისი მილიარდები ქველმოქმედებებს მოახმაროს, დაამსხვრია მითი საკუთარ თავზე საზოგადოებას ჰქონდეს წარმოდგენა, რომ ის წმინდანია. მარკი დაინფიცირდა იდეით, რომ საკვები და მათ შორის ხორცი, რომელსაც მივირთმევთ, თავად უნდა მოვიპოვოთ. ის ხოცავს ქათმებს, თხებს, ღორებს, ბიზონს. სოციალურ ქსელში ის წერს: "ხორცი ორმაგად გემრიელია, როდესაც თავად მოიპოვებ მას. თან ეს საკმაოდ კარგი გასართობია, ამიტომ უყვარს ხალხს ნადირობა". (ამის შემდეგ მარკი სისხლიანი ფოტოების მსხვერპლი გახდა სოციალურ ქსელში) ყველაზე ცინიკური კი მისი აღიარებებიდან იყო შემდეგი ფრაზები - "ნადირობა ჩემთვის ბუნებასთან მჭიდრო კავშირია". რა თქმა უნდა, სოციალურ ქსელებში აღშფოთება გამოიწვია მისმა ქმედებებმა და აღიარებებმა, თუმცა გამოუჩნდნენ დამცველებიც, რომლებიც ამართლებენ მარკის სიყვარულს ნადირობის მიმართ - " ნადირობაა, როდესაც ნადავლს ჩაუსაფრდები და ბოლოს მოინადირებ კიდეც, მარკი სწორედ ამას აკეთებს. ხოლო, ვინც მსხვერპლს აწამებს, აიძულებს განიცადოს ტკივილი და ელოდება სისხლისგან დაიცალოს, აი ეს არის დაუნდობლობა". 2. ტიმატი. (რუსი მომღერალი) ის პოზირებდა ასე იარაღით ხელში და ესროდა არა ცოცხალ სამიზნეებს, ფაქტმა კი მისი მიმდევრების აღფრთოვანება გამოიწვია. მალევე გამოჩნდა მის Instagram - ზე ფოტო, სადაც მისი ქალიშვილი ალისაა გამოსახული მამის იარაღით ხელში წარწერით ფოტოზე "როდესაც თოჯინები და დათუნია სათამაშოები მეტად უინტერესოა, ვიდრე მამიკოს იარაღები". აი, ამ დროს კი გაჩნდა ნამდვილი ისტერიკა - ქსელში განიხილებოდა, რომ ტიმატი იყო ტერორისტი, რომ უნდა ჩამორთმეოდათ მშობლობის უფლება ბავშვთან და იარაღთან ასეთი დამოკიდებულების გამო; ჩნდებოდა კითხვა, იყო თუ არა იარაღი დატენილი და ა, შ. ბოლოს მედიისთვის მოუწია აეხსნა ტიმატის მეუღლეს, რომ იარაღი იყო სათამაშო, რომელიც მისმა ქალიშვილმა სათამაშოების მაღაზიაში აირჩია და უყიდეს. ალისა დაბადებიდან ფუფუნებაში იზრდება, ჯერ კიდევ წლინახევრის იყო, როდესაც მამამ მერსედესის ეს ავტომობილი უყიდა. 3. ანასტასია ვოლოჩკოვა.ბალერინას ერთ-ერთი საყვარელი ჰობი ფოტოების გადაღებაა, რომლებზეც ის სხვადასხვა პოზაში შიშველი პოზირებს. სწორედ ასე გაითქვა საქვეყნოდ სახელი და არა ცეკვით. ამასთან, საზოგადოების კიდევ მეტი აღშფოთება გამოწვია, მისი მოზარდი ქალიშვილის არიადნას ფოტოებმა, რომლებზეც ის დედის მსგავსად პიკანტურად პოზირებს. საზოგადოება მოთქვამს: "ნუთუ არ რცხვენია ანასტასიას, რომ მოზარდ ქალიშვილს შიშველას უღებს ფოტოებს, ინტერნეტი ხომ სავსეა პედოფილებით და არა კეთილიმსურველებით?" - ბრაზობენ სოციალურ ქსელში. 4. გლუკოზა. მომღერალი, სიშიშვლის კიდევ ერთი მოყვარულია. არც საჯარო და თააშეყრის ადგილებში აღარ ერიდება ის, რომ ნახევრადშიშველი გამოცხადდეს, რაზეც ბუნებრივია, რომ საზოგადოება ბობოქრობს - "იაფფასიანი სტრიპტიზიორის შემოსვლა ხალხში", სწორედ ასე მოიხსენიებენ მის გამოჩენას. მეტი კომენტარი სანაპიროზე გადაღებულ მის ფოტოებს აქვს - "ორი შვილის დედას არ გრცხვენია? "დღის ვარსკვლავი!" ქცევა მეძავის! და სხვა..." 591 4-ს მოსწონს
|