ქალი და მამაკაცი გაიცანით მამაკაცი, რომელიც რვა ქალთან ერთად ცხოვრობს: არტურ ურსოს უჩვეულო ყოფა 17 მარტი, 12:10 ბევრი მამაკაცისთვის მხოლოდ ერთ ქალთან ერთად ცხოვრებაც კი თავისთავად უკვე სირთულეებით სავსე უზარმაზარი გამოწვევაა, რასაც ყველა ვერ ართმევს თავს. თუმცა ბრაზილიელი არტურ ურსო, რომლის ისტორიასაც ახლა გიამბობთ, ერთდროულად რვა ქალთან ერთად ცხოვრობს. მას ბოლო დროს სურვილი გაუჩნდა, შვილი ჰყავდეს, მაგრამ საკითხავია, რვა ცოლიდან რომელი უნდა გახდეს დედა?
ეს ყოველივე ძალიან ჩვეულებრივად დაიწყო: არტური და მისი ცოლი სვინგერები იყვნენ და ერთად პერიოდულად სხვა ქალებს ხვდებოდნენ, თუმცა საქმე იმაშია, რომ ურსოს თანდათან შეუყვარდა მისი და მისი მეუღლის სხვა პარტნიორები. ბრაზილიაში პოლიგამია კანონით აკრძალულია. თუმცა ურსომ თავისი რვავე პარტნიორი არაოფიციალურად ცოლად მაინც შეირთო და მათთან ერთად ერთ ჭერქვეშ დაიწყო ცხოვრება. არადა, სულ ცოტა ხნის წინ ურსოს რვა კი არა, ერთბაშად ცხრა ცოლიც კი ჰყავდა. ეს მანამდე, სანამ პირველი ცოლი დაშორდებოდა. ბრაზილიელმა მამაკაცმა ვერ გაიგო ეს დაშორება. იმის მიუხედავად, რომ ქალები ერთმანეთზე ხანდახან ეჭვიანობენ და არც სექსუალურად რვა მათგანის დაკმაყოფილებაა იოლი, არტურ ურსოს დიდი ხნის მანძილზე გულწრფელად სწამდა, რომ “ყველაფერი რიგზე იყო.” “ყველა მათგანი ჩემგან ყურადღებას, სიმპათიას და ალერსს მოითხოვს, მე კი არ შემიძლია, რომელიმე მათგანს უპირატესობა მივანიჭო სხვებთან მიმართებით, ” — განუცხადა ურსომ JamPress-ს. ამჟამად ბრაზილიელი მამაკაცი თავისი ახალი მეცხრე სიყვარულის ძიების პროცესშია. მას სურს, მეცხრე ქალთანაც დაიწყოს ურთიერთობა. “მე არამხოლოდ წამიერად, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე სიყვარულით ვარ აღსავსე, ” — განუცხადა არტურ ურსომ ჟურნალისტებს. 540 შეფასება არ არის
|