რელიგია "ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა აბსოლუტური უვიცი და ტუპიაკია" - რა სქრინს ავრცელებს ილია ჭიღლაძე? 17 მარტი, 10:41
თეოლოგი, იურისტი, დისიდენტი მღვდელი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე მდუმარე ბერის, ნიკოლოზის სქირნს აზიარებს. სათაური იუწყება:"ვრცელდება მდუმარე ბერის მორიგი წერილი, რომელიც კარზე დატოვა", პოსტზე 700-ზე მეტი რეაქცია არის, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მოწონება და გულია:
"არაფერი არ ეშველება ამ უბედურ ქვეყანას და მიზეზი აქაა ასახული: ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა აბსოლუტური უვიცი და ტუპიაკია. 760-მდე ადამიანიდან მხოლოდ 50-ზე ნაკლებს აქვს ადეკვატური რეაქცია. ამიტომაცაა ამ ძღ*ენში საქართველო დღიდან დამოუკიდებლობის აღდგენისა (1991) და ვერც ამოვა ასეთი სულელი ხალხის სამოსახლო."-წერს ილია ჭიღლაძე. მაინც რა წერილი დატოვა მრველისთვის მდუმარე ბერმა ნიკოლოზმა? იგივე "მეფე ნარიმანმა", მას როგორც მრევლი უწოდებს? აი ისიც: შეგახსენებთ, ნარიმან მაქარაშვილი, იგივე მდუმარე ბერი ნიკოლოზი თითქმის 20 წელია მდუმარებაში ცხოვრობს, ყოველ შემთხვევაში ასე მიაჩნია მის მრევლს. ისინი ირწმუნებიან, რომ "ბერ ნიკოლოზს", იგივე "ღმერთ ნარიმანს", მძიმე დაავადებების განკურნება შეუძლია. სწორედ ამიტომ იკრიბებიან ისინი მის საცხოვრებელთან, ანთებენ სანთლებს, ლოცულობენ და მღერიან. ნიკოლოზ მაქარაშვილი ბერად 1992 წლის 5 ივნისს აღიკვეცა და სამი წლის განმავლობაში გაბრიელ სალოსის მორჩილებაში იყო. საქართველოს საპატრიარქომ ნარიმან მაქარაშვილის შესახებ სპეციალური განცხადება ჯერ კიდევ 2016 წელს გაავრცელა: “საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, განსაკუთრებით კი სამკურნალო დაწესებულებებში ეკლესიის სახელით ვრცელდება ბერი ნიკოლოზის (მაქარაშვილი) ფოტოები ასეთი ტექსტებით „მხსნელი”, ”გადამრჩენელი” და ა.შ. გვინდა განვმარტოთ, რომ ბერ ნიკოლოზს თითქმის 20 წელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული მიზეზების გამო შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება” 1241 1-ს მოსწონს
|