პოლიტიკა 10 ყველაზე უცნაური და გაუგებარი კანონი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 16 მარტი, 17:24 ყოველი ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს შექმნას კანონები, რომლებიც მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებისკენ და მათი უფლებების დაცვისკენ არის მიმართული.თუმცა ზოგჯერ მიღებული კანონი იმდენად აბსურდულია, რომ მოქალაქეებში მხოლოდ სიცილის ემოციას იწვევს. 1-აშშ-აკრძალულია Kinder Surprise-ის შემოტანა და გაყიდვა.1972 წლიდან(ანუ როდესაც პირველი შოკოლადი დამზადდა)აშშ-ში აკრძალული იყო ეს შოკოლადი-სათამაშო, ითვლებოდა, რომ ბავშვს შესაძლოა ყვითელი კაფსულა, სადაც სათამაშო იდო, პოტენციურად საკვები ჰგონებოდა და გადაეყლაპა.მოთხოვნა ასეთი იყო:სათამაშო კაფსულია შიგნიდან ნაწილობრივ ან მთლიანად უნდა ჩანდეს(მაშინ რაღა "სიურპრიზი" იქნებოდა).აკრძალვა აშშ-მ მხოლოდ 2013 წლის 20 მარტს მოხსნა. 2-ფილიპინები:აკრძალულია ყველა ფილმის ჩვენება, სადაც კლერ დეინსი თამაშობს.ერთ-ერთ ინტერვიუში ამერიკელმა მსახიობმა ფილიპინების დედაქალაქი მანილა მწვავედ გააკრიტიკა, ამის შემდგომ შეურაცხყოფილმა მანილას ხელმძღვანელობამ მიიღო კანონი ყველა ფილმის აკრძალვის შესახებ, სადაც მსახიობი თამაშობს. 3-სინგაპური:საღეჭი რეზინის გაყიდვა და იმპორტი.-საღეჭი რეზინა ამ ქვეყანაში 1992 წლიდან აიკრძალა, საქმე იმაშია, რომ საღეჭმა რეზინამ გამოიწვია მეტროპოლიტენის მუშაობის შეფერხება(კარი იჭედებოდა მასზე მიკრული საღეჭი რეზინის გამო)..ამასთანავე ბინძურდებოდა ქუჩები(მოგეხსენებათ სინგაპური ერთ-ერთი ყველაზე სუფთა(თუ ყველაზე სუფთა არა) ქალაქია მსოფლიოში.2010 წლიდან საღეჭი რეზინის გაყიდვა ისევ დაიშვა ამ-ქალაქ-სახელმწიფოში, თუმცა მხოლოდ აფთიაქებში.მის ძირს დაგდებაზე კი მსხვილი ჯარიმის გადახდა მოგიწევთ. 4-მალაიზია: აკრძალულია ყვითელი ფერის სამოსის ტარება.საქმე იმაშია, რომ ოპოზიციის აქტივისტები არასამართლიან არჩევნებს ყვითელ სამოსში გამოწყობილები აპროტესტებდნენ, იმისთვის, რომ შორიდანვე ეცნოთ თანამოაზრეებს. 5-ავსტრალია:აკრძალულია იმ პორნო-ფილმის ჩვენება, სადაც პატარა მკერდიანი ქალი მონაწილეობს. კანონმდებლების აზრით პორნოფილმმა პატარა მკერდიანი ქალით შესაძლოა მამაკაცებში გამოიწვიოს პედოფილიისკენ მიდრეკილება, ანუ მას გაუჩნდეს მოზარდი გოგონას მიმართ მოთხოვნა, რომელსაც მკერდი ბოლომდე ჩამოყალიბებული არა აქვს. 6-კანადა: აკრძალულია ბავშვის ჭოჭიალების რეკლამა. მათი აზრით ჭოჭიალა მოქმედებს არა მარტო ბავშვის ორგანიზმზე, არამედ მის ფსიქოლოგიაზეც.ამასთანავე ამ ქვეყანაში დაფიქსირებული იყო უამრავი ტრავმა, რომელიც ჭოჭიალამ გამოიწვია. 7-დიდი ბრიტანეთი: აკრძალულია მოკვდე პარლამენტის შენობაში. საქმე იმაშია, რომ თუ შემთხვევით უესტმინსტერის სასახლეში ადამიანი მოკვდება, სახელმწიფო ვალდებულია გარდაცვლილი დიდი პატივით და თავის ხარჯებით დაასაფლაოს. 8-ჩინეთი: აკრძალულია რეინკარნაცია-ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა აკრძალოს ხელმეორედ მოვლინება ამ ქვეყნად.თუ თქვენ სასწრაფოდ გჭირდებათ სიკვდილს შემდეგ სააქაოს დაბრუნება, მაშინ ამისთვის სპეციალური ნებართვა უნდა აიღოთ ხელისუფლებისგან. 9-რუმინეთი:აკრძალული იყო სამაგიდო თამაში Scrabble-ი. 80 იანი წლების დასაწყისში რუმინეთის პრეზიდენტმა აკრძალა ეს თამაში, მიაჩნდა რა, რომ თამაში ანტისახელმწიფოებრივია და დამღუპველი.დღესღეობით აკრძალვა არა მარტო მოხსნილია, არამედ შექმნილია Scrabble-ის ფედერაციაც. 10-იაპონია:აკრძალულია ცეკვები ღამის კლუბებში. იაპონიის ხელმძღვანელობამ მიიჩნია, რომ საცეკვაო მოედნები პროსტიტუციის ბუდედ იყო ქცეული და ამ გზით უფრო ადვილად გააკონტროლებენ გასართობ დაწესებულებებს.დღესღეობით იაპონიაში არის ღამის კლუბები სადაც ცეკვები ნებადართულია, თუმცა მათ სპეციალური ლიცენზია აქვთ და ძალიან მცირე რაოდენობით არიან. 321 3-ს მოსწონს
|