x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138972
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
"ქმარი ყავს ნაციო... პროპაგანდა გამიგია, მაგრამ ასეთი სამარცხვინო, არაფერი"- ვისზე საუბრობს მერაბ მეტრეველი

image


ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ტელეკომპანია "რუსთავი 2" - ის ეთერში მოსამართლეებთან დაკავშირებით გასულ რეპორტაჟს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და ზემოაღიშნული არხის სიუჟეტს "სამარცხვინოს" უწოდებს:


"საოცარი რეპორტაჟი ვნახე რ2-ზე:


რამდენიმე მოსამართლემ გაბედა და კლანის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო პოზიცია გამოხატა ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით. ჰოდა, ხელისუფლება ორი დღეა ისტერიკაშია. პირდაპირ ემუქრებიან ამ მოსამართლეებს, სახელისუფლებო მედიებს, როგორც ჩანს, მათი გაშავება დაავალეს.


რ2-ზე გავიდა სამარცხვინო რეპორტაჟი, სადაც ყველა ეს მოსამართლე სათითაოდ ყავდათ მხილებული "ცოდვებში".


ერთზე თქვეს ბებიის გაუპატიურებაში ბრალდებული ყავს გამართლებულიო, მეორეზე - ქმარი ყავს ნაციო. ერთ მოსამართლეზე საერთოდ საოცარი კომპრომატი დადეს, მისი ქმარი გირგვლიანის საქმის მოსამართლე, გიორგი ჩემიააო. ანუ ქმარი ასეთი ყავს და თავად წესიერი როგორ იქნებაო.
გირგვლიანის საქმის კიდევ ერთი მოსამართლე, მურუსიძე საერთოდ სასამართლოს თავში რომ უზით, ეს რა თქმა უნდა, რ2-ს არც გახსენებია.


დასკვნა იყო კიდევ უფრო საოცარი: ეს მოსამართლეები საკუთარი კეთილსინდისიერების შემოწმებას ითხოვენ და გამოდის, თავადვე ეპარებათ ეჭვი საკუთარ თავშიო.


პროპაგანდა გამიგია, მაგრამ ასეთი სამარცხვინო, არაფერი."- წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.


0
458
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
458