x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
მოკრძალებული კაბა „პიკანტურ“ ჩაცმულობად იქცა: 5 შემთხვევა, როცა ვარსკვლავებმა მეტისმეტად ბევრი აჩვენეს

image


სელებრითების სურვილი ყოველთვის და ყველგან უზადოდ და თვალისმომჭრელად გამოიყურებოდნენ მარტივი საქმე როდია, უხერხულ სიტუაციებში მოხვედრა რიგითი მოკვდავების მსგავსად არც ვარსკვლავებისთვის არის უცხო, ყველაზე შეუფერებელ მომენტში მათ ხან კაბა ერღვევათ, ხანაც საცურაო კოსტიუმი უნამუსოდ ღალატობთ. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ჰოლივუდელ ლამაზმანებს, რომლებიც უხერხულ სიტუაციებში ყველაზე მოულოდნელ მომენტში აღმოჩნდნენ.





კიმ კარდაშიანი


image


როგორ ინარჩუნებს კიმი სიგამხდრეს? საიდუმლო საბოლოოდ გამჟღავნდა - საქმე მაკორექტირებელ თეთრეულშია, რომელსაც სკანდალური ტელესახე სისტემატურად იყენებს, თუმცა სამწუხაროა რომ მას მერლინ მონროს საუცხოო კაბის მორგებაში ამ თეთრეულმაც კი ვერ უშველა, რომელშიც ეპატაჟურ ვარსკვლავს გაბრწყინება "Met Gala 2022"-ზე სურდა.





ჰოლზი


image


ღონისძიებაზე მისული ექსტარვაგანტური ჩაცმულობის მოყვარული ჰოლზი ყურადღების ცენტრში სწორედ თავისი ზედმეტად თამამი კაბის წყალობით აღმოჩნდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დიზაინერებმა კაბის ჭრილის სიღრმეს აშკარად გადაამეტეს, ვინაიდან კაბის ჭრილი იმდენად ღრმა იყო რომ საზოგადოებამ სელებრითის საცვლის ფერიც კი დაინახა.





იგი აზალია


image


იგიმ ინციდენტის თავიდან აცილების მიზნით გადაწყვიტა თავისი თამამი კაბის ქვეშ სპეციალური საცვალი ჩაეცვა, თუმცა სელებრითმა საკუთარ ჩაცმულობას არა თუ ფერი, ფასონიც კი ვერ შეურჩია, საბოლოოდ, ტრუსმა ვერც ის დამალა, რაც უნდა დაემალა.





ბელა ჰადიდი


image


2017 წლის "Met Gala"-ს საღამომ ბელა ჰადიდი ღონისძიების მთავარ გმირად აქცია. მიუხედავად იმისა რომ, გოგონა თანამედროვე მოდელებს შორის ყველაზე მოდურ სტილის "ხატად" არის აღიარებული, ზოგჯერ უხერხული მომენტების მსხვერპლი ისიც კი ხდება. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა მის შავ გამჭვირვალე კომბინეზონს უკავშირდება, რომელშიც მოდელი არამარტო უცნაურად გამოიყურებოდა, არამედ მასში თავს უხერხულადაც გრძნობდა.





ჯერი ჰოლიუელი



image


პრესტიჟულ "BAFTA"-ს დაჯილდოების ცერემონიაზე ჯგუფ "Spice Girls"-ის ყოფილი სოლისტი თვალისმომჭრელი წითელი, მრავალფენიანი კაბით გამოცახდდა, თუმცა ვერავინ იფიქრებდა, რომ თავნება ქარი მომღერლის იმიჯს მოულოდნელად "პიკანტურ" აქცენტს შესძენდა.










0
342
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
342