x
მეტი
  • 27.12.2024
  • სტატია:139070
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
ნიანგისგან ნახევრადგადაყლაპული კაცი ცოლმა გადაარჩინა
image

სამხრეთ აფრიკაში ცოლმა ქმარი ოთხმეტრიანი ნიანგისგან იხსნა




სამხრეთ აფრიკაში ოთხმეტრიანი ნიანგი მეთევზეს თავს დაესხა და მისი ნახევრად გადაყლაპვა მოახერხა. მამაკაცი გადაარჩინეს მისმა უფროსმა და მისმა მეუღლემ, რომლებიც ხის მორით შეიარაღდნენ, იუწყება გამოცემა Daily Mirror-ი.


37 წლის ენტონი ჟუბერმა და მისმა უფროსმა 36 წლის იოჰან ვან დერ კოლფმა, უქმეებში, შაბათ-კვირას იქირავეს ფერმა, რათა სათევზაოდ წასულიყვნენ და თავიანთი ოჯახებისთვის პიკნიკი გაემართათ. სანამ ისინი თევზაობდნენ, ჟუბერის 12 წლის ვაჟმა მოახერხა ქორჭილას დაჭერა. ბიჭმა თევზის წყლიდან ამოყვანა სცადა, მაგრამ ის ხის ტოტებში გაიჭედა.



კაცმა შვილს უთხრა, რომ ნაპირზე დარჩენილიყო, თავად ის წყალში ჩავიდა, რათა ახლართული ანკესის ძუა გაეხსნა. ამ დროს მას მოულოდნელად თავს დაესხა ჩასაფრებული ნიანგი, რომელიც ხელსაყრელ მომენტს ელოდა.


"მე ვერ ვხედავდი საკუთარ ფეხებს, მხოლოდ მის კბილებს და ბოროტს თვალებს, - იხსენებს ჟუბერი. ”ისინი მიყურებდნენ, სანამ ნიანგი ცდილობდა, ჩემს სიღრმეში ჩათრევას.”


კაცს გაახსენდა, რომ ასეთ შემთხვევებში ურჩევენ ნიანგის თვალებზე თითების დაწოლას. ის ცდილობდა ამის გაკეთებას, მაგრამ ქვეწარმავალმა საპასუხოდ ნაჭრის თოჯინასავით შეათამაშა ჟურბერი. ამის შემდეგ ვან დერ კოლფი გამოემართა ჟუბერის დასახმარებლად: მან ქამარზე ჩაავლო ხელი და ნაპირისკენ დაიწყო მისი გაქაჩა. მალევე ჟუბერის ცოლიც მოვიდა ხის მორით ხელში.


"სრულიად შოკირებული ვიყავი. ქმარი ფეხებიდან უკვე ნახევრად გადაყლაპული იყო უზარმაზარი ნიანგისმიერ..მე ავიღე მორი […], მივვარდი წყალთან და ნიანგს თავში დავუწყე ცემა, სანამ არ გაუშვა."

image

დაზარალებული ტბიდან ამოიყვანეს, რის შემდეგაც უფროსის მეუღლემ ჭრილობების დეზინფექცია მოახდინა და ბინტი გადაახვია. შემდეგ მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. "გულწრფელად მეგონა, რომ ს ფეხებს მომაჭამდა, - აღიარებს ჟუბერი. -როცა ჭრილობებს ვუყურებ, ძნელად ვიჯერებ, რომ მე ისინი არ დავკარგე.”



0
339
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
339
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0