ისტორია როგორ შეიქმნა შორეულ 70-იან წლებში საბჭოთა სატვირთო ელექტრომობილი 2024, 15 მარტი, 18:42 ![]() ელექტრომობილის შექმნისას ცხადი იყო, რომ მომავლისკენ მიმართული ამ ტიპის ტექნოლოგია ფუნდამენტურად ახალ გადაწყვეტილებებს მოითხოვდა. მაგალითად, კორპუსის წარმოებისთვის ფოლადის ტრადიციული გამოყენება შესაძლებლობას არ იძლეოდა იმ წონის მახასიათებლების მიღებას, რაც "პონისთვის"(ასეთი სახელი მოუფიქრეს მინი ელექტრო სატვირთოს) იყო განკუთვნილი.. იმ დროს მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ მსუბუქი ბატარეების დამზადება, ბატარეები შეადგენდა მთელი სატვირთო მანქანის წონის მესამედს; ამიტომ მიიღეს ძალიან თამამი გადაწყვეტილება - ფოლადის კორპუსის ალუმინით შეცვლა. ის ფაქტი, რომ ელექტრო მანქანა იყო ჩაფიქრებული, როგორც ტრადიციული ტრანსპორტის უფრო ეკონომიური ალტერნატივა, კონსტუქტორთა ბიუროს სპეციალისტები იძულებულები იყვნენ მოეძიათ ახალი გზები წარმოების ხარჯების შესამცირებლად. დიზაინერები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ახალი საავტომობილო ხაზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იყო ყველაფერი არაფუნქციურის აღმოფხვრა, რაც ზრდის ხარჯებს არა მხოლოდ წარმოებაში, არამედ მანქანის შემდგომ შენახვაში. საბოლოოდ ახალი ელექტრომობილი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა: როგორც დიზაინში, ასევე კონსტრუქციის მხრივ. ВДНХ-ს გამოფენაზე ამ სატვირთო მანქანამ მიიღო 14 ოქროს მედალი. მაგრამ იმ ფაქტმა, რომ დატენვის გარეშე და 450 კგ-იანი დატვირთვით მას შეეძლო მხოლოდ 78 კმ-ის გავლა მაქსიმალური სიჩქარით დაახლოებით 74 კმ/სთ-ში .არ გამოიწვია დადებითი გამოხმაურება . საბოლოოდ დიზაინერებსა და კონსტრუქტორებს შორის უთანხმოებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა მეორე "პონის" დასამარებაში. ВАЗ-2802 პროექტზე დამოუკიდებლად მუშაობდა ორი განყოფილება - დიზაინერთა და კონსტრუქტორთა . როდესაც ორივე კონცეფცია მზად იყო, აღმოჩნდა, რომ დიზაინერები დაჟინებით მოითხოვდნენ მაქსიმალურ საინჟინრო გადაწყვეტილებებს, ხოლო კონსტრუქტორები მოითხოვდნენ ფუტურისტულ სტილს, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა შეექმნათ ორი მოდელი, ორივე კონცეფციის გამოყენებით. ![]() ![]() ![]() 60 2-ს მოსწონს
|