x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორ შეიქმნა შორეულ 70-იან წლებში საბჭოთა სატვირთო ელექტრომობილი
image

ავტოქარხანა ВАЗ-ის ისტორიაში ბევრი გვერდია - ისინი მოგვითხრობენ წარმატებაზე, აშკარა წარუმატებლობებზე და უბრალოდ დასამახსოვრებელ, საინტერესო ინოვაციურ მოვლენებზე. ერთ-ერთი ასეთი სფერო იყო მცირე ტონაჟიანი ელექტრო სატვირთო მანქანის შექმნა, რომელიც უნდა გამოყენებულიყო ქალაქის შიდა გადაზიდვებში.

დღეს, როცა ელექტრო მანქანები ხელშესახებ რეალობად იქცა, ძნელი დასაჯერებელია, რომ პირველი კვლევა ამ სფეროში დაიწყო წარმოუდგენლად შორეულ 1974 წელს. სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა პირველი იდეები ВАЗ-ის საწარმოში და გაკეთდა მომავალი ელექტრო მანქანების პირველი ესკიზები. ხუთი წლის შემდეგ, პირველი მოდელები მზად იყო, ძიების მიმართულება უფრო განსაზღვრული გახდა, ოდნავ წინ უსწრებდა პარტიის XXVI ყრილობის დირექტივებს, რომელიც ჩატარდა 1981 წელს და სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, ელექტრო სატვირთო ავტომობილების შექმნისა და წარმოების აუცილებლობის შესახებ.





ელექტრომობილის შექმნისას ცხადი იყო, რომ მომავლისკენ მიმართული ამ ტიპის ტექნოლოგია ფუნდამენტურად ახალ გადაწყვეტილებებს მოითხოვდა. მაგალითად, კორპუსის წარმოებისთვის ფოლადის ტრადიციული გამოყენება შესაძლებლობას არ იძლეოდა იმ წონის მახასიათებლების მიღებას, რაც "პონისთვის"(ასეთი სახელი მოუფიქრეს მინი ელექტრო სატვირთოს) იყო განკუთვნილი.. იმ დროს მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ მსუბუქი ბატარეების დამზადება, ბატარეები შეადგენდა მთელი სატვირთო მანქანის წონის მესამედს; ამიტომ მიიღეს ძალიან თამამი გადაწყვეტილება - ფოლადის კორპუსის ალუმინით შეცვლა.


ის ფაქტი, რომ ელექტრო მანქანა იყო ჩაფიქრებული, როგორც ტრადიციული ტრანსპორტის უფრო ეკონომიური ალტერნატივა, კონსტუქტორთა ბიუროს სპეციალისტები იძულებულები იყვნენ მოეძიათ ახალი გზები წარმოების ხარჯების შესამცირებლად. დიზაინერები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ახალი საავტომობილო ხაზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იყო ყველაფერი არაფუნქციურის აღმოფხვრა, რაც ზრდის ხარჯებს არა მხოლოდ წარმოებაში, არამედ მანქანის შემდგომ შენახვაში.



საბოლოოდ ახალი ელექტრომობილი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა: როგორც დიზაინში, ასევე კონსტრუქციის მხრივ.


ВДНХ-ს გამოფენაზე ამ სატვირთო მანქანამ მიიღო 14 ოქროს მედალი. მაგრამ იმ ფაქტმა, რომ დატენვის გარეშე და 450 კგ-იანი დატვირთვით მას შეეძლო მხოლოდ 78 კმ-ის გავლა მაქსიმალური სიჩქარით დაახლოებით 74 კმ/სთ-ში .არ გამოიწვია დადებითი გამოხმაურება . საბოლოოდ დიზაინერებსა და კონსტრუქტორებს შორის უთანხმოებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა მეორე "პონის" დასამარებაში.


ВАЗ-2802 პროექტზე დამოუკიდებლად მუშაობდა ორი განყოფილება - დიზაინერთა და კონსტრუქტორთა . როდესაც ორივე კონცეფცია მზად იყო, აღმოჩნდა, რომ დიზაინერები დაჟინებით მოითხოვდნენ მაქსიმალურ საინჟინრო გადაწყვეტილებებს, ხოლო კონსტრუქტორები მოითხოვდნენ ფუტურისტულ სტილს, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა შეექმნათ ორი მოდელი, ორივე კონცეფციის გამოყენებით.

image

ერთ-ერთი მათგანი, კონსტრუქტორთა ვერსია, რომელიც ორიენტირებული იყო დიზაინზე, გახდა სწორედ მოდელი 2802-01, მიუხედავად სატვირთო მანქანის ერთი შეხედვით ეფექტურობისა მას ჰქონდა წონის ისეთი ცუდი განაწილება ღერძებზე, რომ წამყვანი თვლები, უმნიშვნელო რაღაცაზეც კი, ხშირად ასფალტის ან ბეტონის გარდა სხვა ზედაპირზე ვერ გადაადგილდებოდა.

image

მოკლედ ზოგადად, იდეა პერსპექტიული იყო, მაგრამ დაუმუშავებელი. და ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა ელექტრო მანქანების მომავალი, რომ ВАЗ-ს არ შეეჩერებინა კვლევა ამ სფეროში ორი საყვარელი „პონის“ შექმნის შემდეგ...


image

0
60
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0