სხვა მრავალჯერადი გამოყენების ტუალეტის ქაღალდი: 5 ფაქტი შორეული წარსულიდან, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ 15 მარტი, 15:29 ანტიკურმა კულტურებმა ჩვენს ცხოვრებაში ბევრი ისეთი რამ შემოიტანა, რის გარეშეც დღეს უკვე ჩვენი არსებობაც კი წარმოუდგენელია, თუმცა სასარგებლო გამოგონებების გარდა, ანტიკურ ხანაში ადამიანებს უცნაური თავისებურებებიც გააჩნდათ, რომლებიც დღეს თანამედროვე ადამიანში უდიდესს ინტერესსა და გაოცებას იწვევს. დღევანდელ სტატიაში შორეული წარსულის 5 გამაოგნებელი ფაქტის შესახებ მოგიყვებით, რომელიც თავისი სიველურით შოკში ჩაგაგდებთ.ძველ ეგვიპტეში ადამიანებმა ერთმანეთის რეალური სახელები არ იცოდნენძველი ეგვიპტის მცხოვრებლებს სჯეროდათ, რომ ადამიანის ნამდვილი სახელის ცოდნით მასზე შელოცვის ან ჯადოს გაკეთება შეიძლებოდა, ამიტომ ყველა მცხოვრები ერთმანეთს მეტსახელით მიმართავდა. ეგვიპტის მმართველებიც კი, ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად უცხო სახელებს იღებდნენ, რათა თავი მტრების მიერ სხვადასხვა სახის მაგიური მაქინაციებისგან დაეცვათ.ტოტალური დეპილაცია თურქულ ჰარემებშიაი, რაც შეეხება ძველ თურქულ ჰარემებს, მათ ტოტალური დეპილაციის საინტერესო ტრადიცია ჰქონდათ. სულთნის ხარჭები აბსოლუტურად გლუვი უნდა ყოფილიყო. მათ მთელი სხეულიდან არასასურველი თმის მოშორება ევალებოდათ, ხარჭები თმას მხოლოდ თავზე იტოვებდნენ, ასევე ინარჩუნებდნენ წამწამებსა და წარბებსაც.ძველ საბერძნეთში მოქანდაკეებს მოდელებად მხოლოდ მამაკაცები ჰყავდათძველ საბერძნეთში ქალებს მამაკაცის წინაშე გაშიშვლების უფლება არ ჰქონდათ, ამიტომ მოქანდაკეები ქალღმერთების ქანდაკებების შექმნისას მხოლოდ მამრობითი სქესის მოდელებს იყენებდნენ, შედეგად კი, ხშირად ქანდაკებებს მამაკაცური სხეულის პროპორციები და მახასიათებლები ჰქონდა.ძველ რომში ტუალეტის ღრუბელი საერთო და მრავალჯერადი გამოყენების იყომოდით, ცოტა ხნით ძველ რომში გადავინაცვლოდ და მათ ტუალეტის ჩვევებზე ვისაუბროთ, თურმე იმ დროს საზოგადოებრივი ტუალეტები სათლით იყო აღჭურვილი, რომელშიც ჯოხზე წამოცმული ღრუბელი იყო მოთავსებული. ადამიანები ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდეგ ღრუბელს კვლავ თავის ადგილზე ანუ სათლიში აბრუნებდნენ, რომელშიც წყლის, ძმრისა და მარილის ნარევი ესხა.ძველ საბერძნეთში მონო-წარბი სილამაზის ეტალონად ითვლებოდაროგორც ირკვევა ძველად გადაბმული წარბები სილამაზის სიმბოლო იყო, ხოლო მათ ვისაც წარბები ცხვირის ხიდზე არ უერთდებოდა, მას სახეზე სპეციალურად იხატავდა. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, საბერძნეთში მონო-წარბის მქონე გოგონები წარმოუდგენელ ლამაზმანებად ითვლებოდნენ.309 შეფასება არ არის |