x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ჩინელ სამხედროებს სპეციალური გადარბენის გავლა უწევთ -35 გრადუსიან ყინვაში გამოსაცდელად
image
თითქმის ყველა ნორმალური ქვეყნის შეიარაღებული ძალების ახალწვეულები და სპეციალური ძალები გადიან მომზადების კურსს, სადაც საკმაოდ მძიმე პირობებში უწევთ სამხედრო მომზადების გავლა საბრძოლო მოქმედებებთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში.


საუბარი არა მაქვს ქართულ ჯარზე, სადაც სავალდებულო სამსახურს ისე გადიან ჯარისკაცები ავტომატის დაშლა-აწყობა არ იციან ხეირიანად (ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ, შემიძლია წარმოვადგინო მტკიცებულებები), სწავლების პროცესში კი მაქსიმუმ 1 მჭიდი დააცლევინონ სწავლების ფარგლებში.


როცა ჯარისკაცის ფუნქცია ყარაულის ფუნქციით შემოისაზღვრება, იქ ჯარის ყოლაზე საუბარიც კი ზედმეტია.


ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის არმიაში მარტო სპეციალური ძალების სამხედროები არ გადიან ექსტრემალურ პირობებში წვრთვნის კურსს, არამედ ნებისმიერი წვევამდელი გადის მომზადების ფარგლებში ზემძიმე პირობებში, კლიმატსა თუ რელიეფში წვრთვნების კურსს.

ამ სურათებზეც მოცემულია ჩინელი სამხედროების გრძელ დისტანციაზე გადარბენა ეკიპირებით, ძალიან ცუდ კლიმატურ პირობებში, ჯარისკაცები და მათი ინსტრუქტორები გადარბენაზე არიან -35 გრადუსი ყინვის პირობებში.
პროგრამას ეწოდება "ბრძოლა გადარჩენისათვის". მოგეხსენებათ ჩინელ და ინдოელ მესაზღვრეებს ბაზები აქვთ სადაო ტერიტორიასთან ახლოს ლადაკხში, რომელიც ადრე ინდოეთის ტერიტორია იყო ძველი რუქების მიხედვით.



2020 წელს სწორედ ლადაკხის მთაგორიან რეგიონში მოხდა შეიარაღებული შეტაკება ჩინეთ-ინდოეთის მესაზღვრეებს შორის, რომელიც მალევე გადაიზარდა უფრო ბრძოლისუნარიანი დანაყოფების ჩართვით, ორივე მხარეს დაიღუპბნენ სამხედროები, ინდოელებმა განაცხადეს 20 დაღუპულის შესახებ, ჩინელებმა 43 დაშავებულზე ისაუბრეს, დაღუპულებზე განცხადება არ გაუკეთებიათ.


მომხდარის შემდეგ კონფლიქტის ესკალაციის თავიდან ასარიდებლად მხარეებმა სამხედრო ძალები განარიდეს სადაო ტერიტორიას, თუმცა ტიბეტის ავტონომიის მთებში ორივე მხარეს ჯერ კიდევ ბაზირებენ ჩინელი და ინდოელი მესაზღვრეები.


სწორედ ამგვარი კონფლიქტების გათვალისწინებით ამზადებს ჩინეთის "განმათავისუფლებელი არმია" მძიმე კლიმატურ პირობებში სამხედრო დანაყოფებს, მოგეხსენებათ ტიბეტის მთიანეთი თოვლითაა დაფარული და მაღალი ყინვით გამოირჩევა, თან სიმაღლის გამო ჟანგბადის ნაკლებობაა რასაც მოუმზადებელი ჯარისკაცი ვერ აიტანს.

კადრები ჩინელი სამხედროების -35 გრადუსიან ყინვაში გადარბენიდან.

imageimageimageimage




0
204
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
204