სხვა ოჰ, ეს უხერხული მომენტები: ცნობილი ადამიანების ყველაზე უცნაური და სასაცილო საქორწინო კონფუზები 15 მარტი, 10:10
ვინც რაც არ უნდა თქვას ქორწილის ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მომენტი მაინც ფოტოსესიაა, და სულ არ აქვს მნიშვნელობა როგორია ბანკეტი, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ სტუმრებს ისიც კი არ ემახსოვრებათ რა მიირთვეს თქვენს სადღესასწაულო სუფრაზე, მაგრამ აი, სამახსოვრო ფოტოები კი სამუდამოდ დარჩება, თუ არ გსურთ ისეთ სასაცილო სიტუაციებში საკუთარი თავის ხილვა როგორშიც ეს ცნობილი ადამიანები აღმოჩნდნენ, მაშინ წინასწარ გულდასმით შეარჩიეთ როგორც თქვენი საქორწინო სამოსი, ასევე პოზებიც! ფიქრობთ რომ მდიდარი და ცნობილი ადამიანების საქორწინო ცერემონიები კაზუსების გარეშე ტარდება? ძალიანაც ცდებით, ამის დასტურად კი, წარმოგიდგენთ ვარსკვლავური ქორწილების ყველაზე უცნაურ და სასაცილო ფოტოებს, რომლებიც კარგად გაგახალისებთ.
სელინ დიონი
1994 წელს სელინ დიონი მონრეალის ღვთისმშობლის ტაძარში ცოლად საკუთარ მენეჯერს, რენე ანჯელილის გაჰყვა. მომღერალმა გადაწყვიტა რომ მისთვის მხოლოდ ფატა საკმარისი არ იქნებოდა და საკუთარ ქორწილში სამკილოგრამიანი საქორწინო თავსაბურავით გამოცხადდა.
2000 წელს წყვილმა საქორწინო ცერემონია ლას-ვეგასის ეკლესიაში კვლავ გაიმეორა, რომელიც ლეგენდარული მომღერლისთვის საგანგებოდ მეჩეთად გადაკეთდა, რადგან სელინს სურდა "ათას ერთი ღამედან" არაბთა მეფის ცოლად ეგრძნო თავი, თუმცა რატომღაც ის კვლავ ჰელოუინის კოსტიუმში აღმოჩნდა.
პიტერ ანდრე
ცნობილი მომღერალი პიტერ ანდრე 2005 წლის ამ ფოტოსესიის დროს აშკარა უხერხულობას გრძნობდა, რაც ან საცოლის კაბის მოცულობით იყო გამოწვეული, რომლის წყალობითაც ის საკუთარ რჩეულს ახლოსაც კი ვერ ეკარებოდა, ან მას საკუთარი მეორე ნახევრის ტიარის რცხვენოდა.
კეილი კუოკო
მიუხედავად იმისა, რომ კეილი კუოკო რაიან სვიტინგს დიდი ხნის წინ დაშორდა, მსახიობის თაყვანისმცემლებს მოსვენებას არ აძლევს ის ფაქტი, თუ რას აკეთებს ჩოგბურთელი ამ 2013 წლის ფოტოზე. შესაძლოა პატარძლისთვის მას საქორწინო წვივსაკრავის მოხსნა სურდა, მაგრამ ვერ იპოვა და ამის გამო განაწყენდა? ვინ იცის.
კიმ კარდაშიანი
ალბათ, კიმ კარდაშიანი კრის ჰამფრისთან გადაღებული ამ ფოტოს გამო დღეს უკვე აშკარა უხერხულობას გრძნობს, რადგან რეალითი- შოუს ვარსკვლავის მზერა მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებს: "იეეეს, როგორც იქნა საკუთარ თავზე დავიქორწინე!". სამწუხაროა, რომ კიმი და კრისი ამ მხიარული წვეულებიდან ერთმანეთს მალევე ზუსტად 72 დღის შემდეგ დაშორდნენ.
კრისტინა აგილერა
როგორც ჩანს, კრისტინა აგილერა ერთ-ერთია იმ პატარძლებს შორის ვისთვისაც კადრში ეფექტურად გამოჩენა პრინციპულად მნიშვნელოვანია, ამიტომაც მომღერალი თავის რჩეულ ჯორდან ბრეტმანს ყურადღებასაც არ აქცევს, რომელიც მისი კაბის კალთებში გახვეული მის კოცნას ამოდ ლამობს.
ვიქტორია და დევიდ ბექჰემები
ვიქტორია ბექჰემის მზერაში ცხადად იკითხება: "ნეტა რას ვფიქრობდი, როცა ჩვეულებრივი თაიგულის ნაცვლად აი, ამ იკებანას ვარჩევდი?!"
ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი
სამეფო ოჯახი 2011 წლის ამ ფოტოს ინტერნეტსივრციდან გაქრობაზე ალბათ ყველაზე მეტად ოცნებობს. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რა დაუვარდა ქეით მიდლტონს ასეთი ძვირფასი ბუკინგემის სასახლის აივანზე, რომ მან საკუთარ თავს ათასობით ადამიანის წინაშე ჩაჯდომის უფლება მისცა, ისე ისიც საინტერესოა რატომ არ შეეცადა საცოლის დახმარებას თავად პრინცი უილიამი?
ოზი ოსბორნი
სოციალური ქსელის მომხმარებლები დღემდე კამათობენ ვინ გააფუჭა 1982 წელს გადაღებული ეს ფოტო, ან შერონმა, რომელმაც თვალები ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში დახუჭა, ან ოზი ოსბორნმა, რომელმაც სტილისტთან დროულად ვიზიტი ვერ მოახერხა.
შერილ კოული
შერილ კოულმა არა მხოლოდ საკუთარი გამომეტყველებით, არამედ მარცხენა ხელის საშუალებითაც ფეხბურთელ ეშლი კოულის თაყვანისმცემელ გოგონებს ცხადად მიანიშნა სპორტსმენი ახლა ვის ეკუთვნის. სავარაუდოდ, სწორედ ამას უკავშირდება პატარძლის ზოგიერთი მეგობრის სახეზე ნაძალადევი ღიმილი ან ისინი უბრალოდ "აღფრთოვანებულნი" არიან ლეოპარდის პრინტით გაწყობილი თავიანთი მარჯნისფერი კაბებით.
მელ ბი და ჯიმი გულზარი
არა, ეს 1920-იანი წლების სტილში "Spice Girls"-ის ვიდეო კლიპის გადაღება არ გეგონოთ, ეს გახლავთ ფოტო მელანი ბისა და ჯიმი გულზარის ქორწილიდან, რომელიც აშკარად უკმაყოფილოა იმით რომ პატარძალს მის ნაცვლად ემა ბანტონი ეხუტება.
|