x
მეტი
  • 28.11.2024
  • სტატია:138526
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512195
თაკო ტაბატაძე, სავარაუდოდ, შეყვარებულს დაშორდა
imageინტერნეტში გავრცელდა ამბავი, რომ გია ბაღაშვილის ყოფილი ცოლი და 4 შვილის დედა, მსახიობი თაკო ტაბატაძე, საყვარელ მამაკაცს, ფეხბურთელ ნუგზარ სპანდერაშვილს, იგივე "სპანდერას" სავარაუდოდ, დაშორდა.


როგორც გაირკვა, თავად მსახიობს არ სურს ამაზე საუბარი, რაც ლაკონურ მოკლე პასუხში გამოიხატება:


„ჩემი ცხოვრებაა და არ მინდა ამაზე საუბარი“.


ყვითელი პრესა ყოველთვის აქტიურად აშუქებდა წყვილის ურთიერთობას, თუმცა კარგა ხანია მათ შესახებ არც არაფერი ისმის, მეტიც, თაკო ტაბატაძის ნუგზართან ერთად გადაღებული არც ერთი ფოტო თუ „სთორი“ მის სოციალურ ქსელში აღარ იძებნება. მსახიობს ყველა ფოტო წაშლილი აქვს.


image


მათი ბოლო საჯარო ერთობლივი პოსტი 2023 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა, მაშინ თაკო ტაბატაძე წერდა:


"2 საოცარი წელი შენთან ერთად... ბედნიერებითა და თავგადასავლებით სავსე... და ბევრი კარგი რამ გველოდება გზაზე. შენ მე გამხადე ყველაზე ბედნიერი ქალი პლანეტაზე... ძალიან მადლობელი ვარ... და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ოცნებები ახდება..."


შეგახსენებთ, თაკო ტაბატაძე 2009 წელს 17 წლის ასაკში გათხოვდა მუსიკოს გია ბაღაშვილზე, რომელიც მასზე 20 წლით უფროსი იყო, წყვილს შეეძინა 4 გოგონა. 2022 წლის თებერვალში კი ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ წყვილი უკვე კარგა ხანია ერთად აღარ ცხოვრობდა. თაკო ტაბატაძე ამ პერიოდში უკვე მასზე უმცროს ფეხბურთელს, ნუგზარ სპანდერაშვილს ხვდებოდა.

0
345
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
345
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0