სხვა რატომ ჩასვა მეფე ჰეროდემ ცოლი თაფლში და რას უკეთებდა მას ამის შემდეგ? 14 მარტი, 18:34 თავისი ხანგრძლივი მეფობის ბოლოს იუდეველთა მეფე ჰეროდე საკუთარი თავის აჩრდილადღა იქცა. ეჭვიანობითა და ტახტის დაკარგვის შიშით შეპყრობილმა ერთხელ მან თავის საყვარელ მეუღლეს მარიამნს ყველაზე "ჰუმანური" და "სამართლიანი" სასამართლო მოუწყო. დიდგვაროვნებმა საკუთარი მმართველის აზრები სწორად ამოიკითხეს და დედოფალს უმაღლესი სასჯელი მიუსაჯეს. ჰეროდეს სასჯელის აღსრულება ბოლო მომენტში უნდა შეეჩერებინა, თუმცა მან მორალური სიმტკიცე გამოიჩინა და პირადი ინტერესები სახელმწიფოს კეთილდღეობას შესწირა.თუმცა, საკუთარი მეუღლისადმი განცდილი სინანულისა და სიყვარულის გამო მან მისი მშვენიერი სხეული თაფლში მოათავსა, რომელიც იმ დროისთვის ერთ - ერთ ბუნებრივ კონსერვანტს წარმოადენდა. მის ოპონენტებს შორის ერთი საეჭვო ჭორი დადიოდა, რომლის თანახმადაც თითქოს დროდადრო ებრაელი ტირანი თავის საყვარელი მეუღლის ცხედარს ფარული სურვილების დასაკმაყოფილებლად იყენებდა, თუმცა მოდით ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ.ისრაელის სამხრეთით, სინას ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე, უძველესი დროიდან ედომელები ცხოვრობდნენ. ისინი მომთაბარე სემიტურ ხალხს წარმოადგენდნენ, რომლებიც საბოლოოდ იქვე დასახლდნენ. როდესაც სიონის შვილები ეგვიპტიდან გავიდნენ, მათ გზის გადაკეტვა განიზრახეს, თუმცა მაშინ საქმე პირდაპირ დაპირისპირებამდე არ მიულა, თუმცა ისრაელელებმა შემდგომში არაერთხელ აღმართეს ხმლები მეზობლების წინააღმდეგ. სოლომონ მეფის დროს კი ისინი არც თუ მცირე ხარკსაც კი იხდიდნენ, თუმცა ჩვენ წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეში ორივე ერი ასურეთის იმპერიის მიერ იქნა დაპყრობილი.თუმცა II საუკუნის შუა ხანებში ისრაელის ძველი სამეფოს სამხრეთ ნაწილმა, იუდეამ, ხანგრძლივი ომის შემდეგ დამოუკიდებლობა მოიპოვა. აღდგენილი სახელმწიფო იმდენად ძლიერი აღმოჩნდა რომ რამდენიმე მეზობლის მიწების დაპყრობაც კი შეძლო. მეფე იოანე ჰირკანმა ჰასმონელთა დინასტიდან რომელიც ჩვენ წელთაღრიცხვამდე 134-104 წლებში მეფობდა ედომელთა მიწები თავის საკუთრებას შეუერთა. მათ არ სურდათ სამშობლოს დატოვება, შედეგად უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღეს - წინადაცვეთის ტრადიცი მიიღეს და ებრაელებივით ცხოვრება დაიწყეს.იოანეს ერთ-ერთ შთამომავალს ჰყავდა სამეფო კარის წევრი, წარმოშობით ედომელი, სახელად ანტიპატერი, რომელსაც კონტროლის ქვეშ რამდენიმე პროვინცია ჰქონდა გადაცემული, რომელსაც ეფექტურადაც მართავდა. მისი ერთ-ერთი ვაჟი იერუსალიმის მმართველი გახდა, მეორე კი, რომელსაც ჰეროდე ერქვა, ჩრდილოეთით მდებარე ერთ- ერთი უდიდესი და მდიდარი რეგიონის გალილეის გამგებლად დაინიშნა.იმ დროისთვის იუდეის სამეფო რომის ავტორიტეტს უკვე აღიარებდა, თუმცა დამოკიდებულება მხოლოდ ხარკის გადახდით შემოიფარგლებოდა. გასაკვირი არ არის, რომ როდესაც სამოქალაქო ომი დაიწყო, ებრაელთა სამოქალაქო დაპირისპირება არავის ახსოვდა. იბრძოდნენ როგორც მმართველი ოჯახის წარმომადგენლები, ისე ანტიპატერის გავლენიანი ვაჟებიც. მათი დაპირისპირება მხოლოდ პართიელთა შემოსევამ შეაჩერა, რაც ძვ.წ. 40 წელს მოხდა.ზოგიერთი ტახტის პრეტენდენტი შეთანხმებას ცდილობდა, ზოგმა თავი მთებს შეაფარა. ყველაზე ჭკვიანი ჰეროდე აღმოჩნდა, რომელიც ჯერ ეგვიპტეში კლეოპატრასთან გაიქცა, შემდეგ კი მის თაყვანისმცემელ მარკუს ანტონიუს რომში ეახლა, რომელიც იმ დროს პართიის წინააღმდეგ გასალაშქრად ემზადებოდა, ამიტომ ასეთი გამჭრიახი ადამიანის მხარდაჭერის მოპოვების წინააღმდეგი სულაც არ გახლდათ. ასე მიიღო ედომელი ხალხის წარმომადგენელმა იუდეველთა მეფის თანამდებობა, თუმცა ამას მისთვის დიდი ბედნიერება არ მოუტანია. ლეგიტიმური ჰასმონელთა დინასტიის წარმომადგენლები ცოცხლები დარჩნენ. ჰეროდე კი, რაც არ უნდა ნიჭიერი მმართველი ყოფილიყო ნებისმიერ მომენტში თავს უსაფრთხოდ მაინც არ გრძნობდა.მან ყველაზე უხუცესებისგან და ამპარტავნებისგან თავის დაღწევა გადაწყვიტა, დარჩენილებთან კი შეთანხმებას შეეცადა. საბოლოოდ, შედგა მისი შერიგებითი ქორწინება ქვეყნის პირველ ლამაზმანთან, მარიამნა ჰასმონელთან. (შეგახსენებთ, რომ სწორედ ჰასმონელები და მათი შთამომავლები მართავდნენ იუდეას 140-დან 37 წლამდე). როგორც ჩანს, ეს სამეფოსთვის ერთგვარი სასარგებლო და კეთილშობილური ჟესტი იყო, რომ არა ერთი "მაგრამ", ამ მრიცხანე და პირქუშმა ადამიანმა მარიამნას შეყვარება მოახერხა.როგორც ამბობენ, არც ერთ მეფეს არ შეუძლია სიყვარულით ქორწინება - და ეს სრული სიმართლეა, თუმცა ჰეროდეს მარიამნა რეალურად შეუყვარდა, რამაც ის საბოლოოდ დაღუპა კიდეც. ორჯერ, როცა ის ეგვიპტეში მარკუს ანტონიუსთან, შემდეგ კი კვიპროსზე ოქტავიანე ავგუსტუსთან გაემგზავრა, მან თავის მომხრეებს უბრძანა თავისი საყვარელი იაჰვესთან იმ შემთვევაში გაეგზავნათ თუ ის რომაელებთან შეთანხმებას ვერ მიაღწევდა. იუდეის მეფე მასზე წარმოუდგენლად ეჭვიანობდა, და იმ ფაქტს ვერც კი უშვებდა რომ შეიძლებოდა მას ვინმე სხვა დაპატრონებოდა.საბოლოოდ, მარიამნამ ყველაფერი გაიგო, რამაც სამეფო ოჯახში უთანხმოება გამოიწვია. როგორც ჩანს, რაღაც სახის შეთქმულება მართლაც არსებობდა, თუმცა ასაკოვან ჰეროდე დიდს ინტუიციამ არ უღალატა. ამის შემდეგ დაიწყო რეპრესიების ახალი ტალღა და საბოლოოდ, მარიამნე იმქვეყნად გაემგზავრა, რომელსაც მალევე მისი ვაჟებიც მიყვნენ, რომლებიც შურისძიებაზე ოცნებობდნენ. მეფე საკუთარ გადაწვეტილებას მართალია ნანობდა, თუმცა ყველაფერი უკვე ძალიან გვიანი იყო, მოგვიანებით იუდეველთა მეფემ ბრძანა რომ ცოლის ცხედარი თაფლში ჩაედოთ, რათა საშუალება ჰქონოდა მისი სილამაზით კვლავ დამტკბარიყო. ასე გაგრძელდა შვიდი წელი, რაც საფუძვლად არაერთ ურთიერთგამომრიცხავ ჭორს დაედო.394 შეფასება არ არის |