x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134557
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
ბულგარელ ტურისტს კოლიზეუმზე წარწერის დატოვებისათვის 5 წლიანი სასჯელი ემუქრება
image
რუსი ტურისტები თითქმის ნახევარ მსოფლიოში ცნობილი არიან ვანდალიზმით, ლოთობით და აღვირახსნილობით, მაგრამ ახლა რუსებზე არ ვაპირებ საუბარს. შესავალი კი იმისთვის გავაკეთე, რომ იტალიაში დაკავებული ტურისტის რუსულმა გვარმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ.


ბრიტანელმა ტურისტმა ივან დიმიტროვმა, რომელიც მეგობარ გოგოსთან ერთად იტალიაში, რომში იმყოფებოდა, გადაწყვიტა კოლიზეუმის კედელი საკუთარი და მეგობარი გოგოს "ავტოგრაფებით დაემშვენებინა". გადაწყვიტა და გააკეთა კიდეც, რისთვისაც დაუყოვნებლივ იქნა დაკავებული რომის პოლიციის მიერ.
დიმიტროვმა კოლიზეუმის კედელზე გასაღებით გააკეთა წარწერა ივანს+ჰეილი, ქვევით კი საკუთარი და მეგობარი გოგოს ავტოგრაფები დატოვა.



ისტორიული მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ძეგლები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშაა იტალიაში, სწორედ ამის შედეგი გახლდათ ივანის და ჰეილის უსწრაფესი დაკავება.



ახლა ივან დიმიტროვი მართალია ბოდიშს ბოდიშზე უხდის რომის პროკურირს, რომის მერს და ძეგლთა დაცვის დეპარტამენტს, არ ვიცოდი მეგობარი გოგოს სიყვარულის აღსანიშნავად გაკეთებული ნაჩხაპნი ასეთი სერიოზული კანონდარღვევა თუ იყო.



"მე არ ვიცოდი კოლიზეუნზი ასეთი დიდი ისტორიის ძეგლი თუ იყო, არც ის ვიცოდი მის კედელზე რაიმე სახის წარწერის დატოვება, რომ არ შეიძლებოდა. მე ვნანობ ჩემს საქციელს და ბოდიშს ვუხდი იტალიას, რომსის მერს, პროკურორს და ქალაქის მუნიციპალიტეტს მთლიანად უნებურად ჩადენილი ვანდალური ქმედების გამო"-განაცხადა დიმიტროვმა დაკითხვისას.



დიმიტროვმა კი მოიხადა ბოდიში, მაგრამ იტალიური კანონმდებლობა საკმაოდ მკაცრია ასეთ შემთხვევაში, დიმიტროვს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მისი მეგობარი გოგონას ბედს კი რომის პროკურატურა გადაწყვეტს, გოგონას ვანდალიზმში თანამონაწილეობა ედება ამ ეტაპზე ბრალად.

imageimage

0
138
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
138