x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
სტალინის უკანასკნელი და ყველაზე უცნაური ბრძანება, რომელიც მკვლევარებს დღემდე არაერთ კითხვას უჩენს

image


მკვლევარებს დღემდე არაერთი კითხვა უჩნდებათ სტალინის იმ ბოლო ბრძანებასთან დაკავშირებით, რომელიც "ერის მამამ" სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე საკუთარი დაცვის წევრებს მისცა. ეს გახლდათ ატიპიური საქციელი ისეთი ლიდერისგან, რომელსაც ყველაფერში წესრიგი უყვარდა.


image


საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სტალინი თავის სამთავრობო აგარაკზე ცხოვრობდა, სადაც უსაფრთხოების დონე კრემლსაც კი შეშურდებოდა. გარდაცვალების წინა დღეს ბელადი თავს მშვენივრად გრძნობდა. თანამედროვეთა და პირადი ასისტენტის თქმით, ის მხიარული და ხალისიანიც კი იყო. იმ დღეს მის სანახავად მალენკოვი, ბერია, ხრუშჩოვი და ბულგანინი მივიდნენ. მათთვის საგანგებოდ ღვინოც კი იქნა შეკვეთილი.


image


სტალინის პირადი თანაშემწის ლოგაჩოვის თქმით, სტუმრები მხოლოდ დილისკენ დაიშალნენ. რეზიდენციაში ასევე იმყოფებოდა პირადი დაცვა და დიასახლისი ბუტუსოვა.


image


გვიან ღამემდე ბელადის მოსასვენებელ ოთახში არავინ შესულა. მოგვიანებით კი იოსებ ბესარიონის ძე საშინელ მდგომარეობაში იქნა ნაპოვნი. ექსპერტთა აზრით, სტალინი მოწამლეს. ის რომ ბელადი დაცვას უშვებდა ამის შესახებ მხოლოდ ხრუსტალიოვს ჰქონდა გაგებული, ამიტომ ბევრი ისტორიკოსი თვლის, რომ "ერის მამას" ასეთი სიტყვები საერთოდ არ უთქვამს.


image


ისტორიკოს კოსტინის წიგნში გადმოცემული ვერსიის თანახმად, ნელი მოქმედების შხამი წყლის ბოთლში ბერიას ბრძანებით სწორედ ხრუსტალიოვმა ჩაასხა, კიდევ ერთი არგუმენტი ამ ვერსიის სასარგებლოდ ხრუსტალიოვის უეცარი სიკვდილი გახლდათ. სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოს სრულიად ჯანმრთელი თანამშრომელი მოულოდნელად გაურკვეველი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.


image


სტუმრების გაცილების შემდეგ, სტალინმა თითქოსდა დაცვის წევრებს დასაძინებლად წასვლა უბრძანა, უთხრა რა რომ ისინი თავისუფლები იყვნენ, რადგან მათ საჭიროებას ვერ ხედავდა. მართალია დაცვის წევრებს სტალინის ბრძანება საკმაოდ უჩვეულოდ მოეჩვენათ, თუმცა ბელადის დაუმორჩილებლობა მაინც ვერ გაბედეს. სტალინი რამდენიმე საათის განმავლობაში დაცვის გარეშე სრულიად დაუცველი იყო დარჩენილი.


image


"ერის მამად" წოდებული, "დიდი ბელადის" იოსებ ბესარიონის ძე სტალინის გარდაცვალება დღემდე არაერთ კითხვას ბადებს და ისეთი შთაბეჭილება იქმნება რომ ამ კითხვას პასუხი კიდევ დიდხანს ვერ გაეცემა.







0
402
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
402