x
მეტი
  • 19.05.2024
  • სტატია:134745
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509087
ციხის ყველაზე ხანგრძლივი სასჯელები მსოფლიო ისტორიაში
image

384912 წელი-1972 წელს ესპანელ 22 წლის ფოსტალიონს გაბრიელ მარჩ გრანდოსს(Gabriel March Granados)პალმა-დე-მალიორკადან მიესაჯა სამასოთხმოცდაოთხი ათას ცხრაას თორმეტი წელი იმის გამო, რომ მან დანიშნულების ადგილას არ მიიტანა 42 768 წერილი.რატომ? იმიტომ რომ, უბრალოდ დაეზარა. ეს გახლავთ ყველაზე დიდი სასჯელი არა მარტო ესპანეთის, არამედ მთელს მსოფლიოს ისტორიაში.

image


თუმცა ოფიციალურად გინესის წიგნის რეკორდსმენად აღიარებულია ჩინელი ჩამოი ტიპიასო(Chamoy Thipyaso), რომელსაც თაღლითობისთვის 1989 წელს 141.078 წელი სასჯელი მიესაჯა.16 000 ჩინელ მოქალაქეს ჩამოიმ ე.წ. პირამიდის სქემით 204 მილიონი დოლარი დასცინცლა.


image


ოტმან ელ -გნაოუი, ჯამალ ზოუგანი, ემილიო სუარეს ტრაშორასი(Otman el-Gnaoui, Jamal Zougam, Emilio Suárez Trashorras)2007 წელს მიესაჯათ შესაბამისად 42.924, 42.922 და 34, 715 წელი მადრიდში მატარებლის აფეთქებისთვის, რა დროსაც დაიღუპა 191 ადამიანი, ხოლო 1247-მა მიიღო სხეულის დაზიანება.

image


ჩარლზ სკოტ რობინსონი-(Charles Scott Robinson) 1994 წლის 23 დეკემბერს ბავშვებზე მოძალადე მანიაკს ოკლაჰომოდან 30 000 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.ეს გახლავთ აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სასჯელი.

image

ალან უეინ მაკლაურენი(Allan Wayne McLaurin)-1994 წელს თავიდან 21.250 წელი მიუსაჯეს, გაასაჩივრა და 500 წელი მოაკლეს.ასეთი მკაცრი სასჯელი გაუპატიურებებისთვის, გატაცებებისთვის და შეიარაღებული ძარცვისთვის მიესაჯა.მის მწყვილეს დარონ ბელაფონ ანდერსონს(Darron Bennalford Anderson) 11.250 წელი მიესაჯა+ორმაგი სამუდამო პატიმრობა.

image

დადლი ვეინ კიზერმა(Dudley Wayne Kyzer) მოკლა თავისი ცოლი, სიდედრი და კოლეჯის სტუდენტი.1981 წელს მას მიესაჯა 10000 წელი და ორმაგი სამუდამო პატიმრობა.

image

მარტინ ბრიანტი(Martin Bryant), -ავტრალიელი სერიული მკვლელი, 1996 წელს მიესაჯა 35 გზის სამუდამო პატიმრობა და პლიუს 1.035 წელი.მოკლა 35 ადამიანი და დაჭრა 23.

image

ბობი ჯო ლონგი(Bobbie Joe Long), დააკავეს 1984 წელს, ამერიკელი მანიაკი და სერიული მკვლელი.გააუპატიურა 50 ქალი, მათგან ნახევარი მოკლა.ბობი ლონგს 28 გზის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

image

ალიფორნიის შტატში მაცხოვრებელმა მექსიკელმა ხუან კორონამ(Juan Corona) 25 მუშა მოკლა, რომლების მასთან მუშაობდნენ მინდორში.ეს სულ 1 წელიწადის განმავლობაში გააკეთა.1973 წელს მას ამის გამო 25-გზის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

image

0
282
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0