x
მეტი
  • 20.11.2024
  • სტატია:138344
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512018
7 ფაქტი ძველი რომის შესახებ, რასაც სკოლაში არ ასწავლიან

როგორც აღმოჩნდა, ძველი რომი, მხოლოდ ფილოსოფია, გლადიატორები და თეატრი არ არის, — რომაელებმა ბევრი საიდუმლო დატოვეს და ჩვენ, რა თქმა უნდა, მათი ზოგიერთი ტრადიციის შესახებ, ისტორიის სახელმძღვანელოებში ვერ წავიკითხავთ.

აქ 7 ფაქტს წარმოგიდგენთ, რომელიც ძველ რომში ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა, მაგრამ გარკვეული, თუ გაურკვეველი მიზეზების გამო, "დავიწყებას მიეცა".


1. რომაელები გლადიატორების სისხლს სვამდნენimageსასიკვდილო შერკინება. შემდეგ გარდაცვლილი გლადიატორის სისხლს ჭურჭელში ასხამდნენ და ტრადიციის თანახმად, სვამდნენ


ძველ რომში მოკლული გლადიატორების სისხლს სვამდნენ. ითვლებოდა, რომ ამ გზით, ადამიანში სიცოცხლის ძალა შემოდიოდა. რამდენიმე რომაელი ავტორი აღწერს, თუ როგორ აგროვებდნენ ბრძოლაში მოკლული გლადიატორების სისხლს და როგორც წამალს ყიდდნენ. რომაელებს სჯეროდათ, რომ გლადიატორის სისხლს ეპილეფსიის განკურნება შეეძლო.


2. რომაელები ახალგაზრდა ასაკში არ კვდებოდნენimageძველი რომაელები


ძველ რომში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობად 25 წელი ითვლება. თუმცა, ბევრმა რომაელმა სიბერემდე იცხოვრა. შესაძლოა, ისტორიკოსების მიერ, დადგენილ საშუალო ასაკზე, მშობიარობის დროს გარდაცვლილი ქალების მაღალმა მაჩვენებელმა მოახდინა გავლენა და ასევე, ბავშვების მაღალმა სიკვდილიანობამ. საშუალოდ კი, რომაელები, თითქმის იმდენ წელს ცოცხლობდნენ, რამდენსაც დღეს ჩვენ.


3. დრო პირობითი იყო
imageრომის დრო


ძველ რომში, 1 საათის ხანგრძლივობა, ზაფხულში 75 წუთი, ხოლო ზამთარში — 44 წთ. იყო. საქმე იმაშია, რომ რომაელები უმეტესწილად, მზეზე აკეთებდნენ ორიენტირებას. დღე 12 საათისგან შედგებოდა და დღის დროის ათვლა, მზის პირველი სხივებიდან იწყებოდა და მის ჩასვლასთან ერთად სრულდებოდა. ხოლო ღამე, დრო და საათი არავის აინტერესებდა.


4. იასამნისფერი მხოლოდ მდიდრებისთვის იყო
imageსიმდიდრის ფერი


რომაელები უცნობებს «სამოსის მიხედვით» ხვდებოდნენ, უფრო სწორედ, მისი ფერის მიხედვით. ადამიანის სტატუსის დასადგენად, სამოსის ორი ვარიანტი იყო: «ნატურალური» ფერი, იქნებოდა ეს ყავისფერ–ყვითელი, თუ ნაცრისფერი ან შავი — ცხვრის მატყლის ბუნებრივი ფერი იყო და აღიქმებოდა მოკრძალებული, ღარიბი მოქალაქეების ნიშნად. ხოლო, წითელი ფერის ყველა ტონი, იასამნისფერი და მწვანე და სხვა ფერები, რომლებიც ხელოვნურად, შორიდან ჩამოტანილი ძვირადღირებული საღებავების გამოყენებით იყო შექმნილი, სიმდიდრის და არისტოკრატულობის ნიშნად ითვლებოდა.


5. სარეცხის რეცხვა რომაულად
imageრეცხვის უჩვეულო მეთოდი


რომაელები ტანსაცმლის გასარეცხად, ადამიანის შარდს იყენებდნენ. იმ დროს სარეცხი ფხვნილები არ იყო და ისინი მიხვდნენ, ჭუჭყის და ოფლის სუნის ტანსაცმლიდან მოცილება ამიაკის გამოყენებით შეიძლებოდა. ამიაკის წყარო კი ადამიანის შარდი იყო, რომელსაც სამრეცხაო ფულონები ქალაქში აგროვებდნენ. მუშები ჩანს ტანსაცმლით ავსებდნენ. შემდეგ, მას შარდს ასხამდნენ და ერთი ადამიანი ზემოდან დგებოდა და თელავდა მას. გარეცხილ ტანსაცმელს სუფთა წყალში ავლებდნენ და აშრობდნენ.

ასეთი სამრეცხაოები ყველა ქალაქში იყო. ხოლო იქ მუშაობა, მომგებიანი და საკმაოდ პატივცემული იყო. ფულონს ყოველთვის ბევრი შეკვეთა ჰქონდა, მათ შორის, რომაული საზოგადოების ყველაზე გავლენიანი წევრებისგან.



6. რომაელები საპონს არ ხმარობდნენ
image აბანოს დღე


რომაელები ყოველდღე ბანაობდნენ. მაგრამ, საპონს არ იყენებდნენ. მის ნაცვლად ისინი, სხეულზე ზეთებს ისვამდნენ. ხოლო შემდეგ, სპეციალური საფხეკებით, ჭუჭყთან ერთად, იშორებდნენ.


7. ძველ რომში საწამლავის სმის ტრადიცია არსებობდაimageშხამის მოხმარება


I საუკუნის ბოლო წლებიდან, რომის იმპერატორები, იმუნიტეტის გამომუშავების მიზნით, ყოველდღიურად, იმ დროისთვის ცნობილი შხამების, გარკვეულ რაოდენობას იღებდნენ.


imageარხის სხვა სიახლეები:


* რატომ არ არის ბიბლიაში ნახსენები კატა? და პასუხები სხვა უცნაურ კითხვებზე

* სასაცილო საგზაო ნიშნები და აბრები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან

* მათ არ იციან, რამდენად დიდები არიან... 15 ძაღლი–გიგანტი

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
758
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
758
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0