x
მეტი
  • 29.12.2024
  • სტატია:139100
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512623
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის რვა პირი - 7 კაცი და 1 ქალი დააკავა


image



კრიმინალურმა პოლიციამ ნარკოდანაშაულზე თბილისსა და აჭარაში 8 ადამიანი, 7 კაცი და 1 ქალი დააკავა:


შინაგან საქმეთა სამნისტროს ინფორმაციით "დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და მათი უკანონო რეალიზაციის მომზადების, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის, ფაქტებზე დაკავებულები არიან:"


1. გ.ბ. 49 წლის (1975 წელს დაბადებული)

2. ქ.ჩ. 29 წლის (1995 წელს დაბადებული)

3. ჯ.კ. 23 წლის (2001 წელს დაბადებული)

4. ო.ს. 22 წლის (2002 წელს დაბადებული)

5. დ.გ. 25 წლის (1999 წელს დაბადებული)

6. მ.მ. 39 წლის ბელარუსის მოქალაქე (1985 წელს დაბადებული)

7. ნ.ზ. 43 წლის, წარსულში ნასამართლევები (1981 წელს დაბადებული)

8. გ.გ. 23 წლის (2001 წელს დაბადებული)





უწყების განმარტებით სამართალდამცავებამა ბრალდებულების სახცხორებელი სახლის, ავტომობილების ჩხრეკისას და მათ მიერ დასახელებული სამალავი ადგილებიდან, ამოიღეს დიდი რაოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები, ასევე ნარკოტიკების რეალიზებისთვის საჭირო ხელსაწყოები.






თბილისში დაკავებულები



ო.ს. - ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები:


. "კოკაინი",
. "მდმა",
. "მარიხუანა",
. "ექსტაზი"
. "ლსდ",
. "პსილოციბინი"
. ფსიქოტროპული ნივთიერება "კეტამინი"



გ.გ.-ს პირადი ჩხრეკისა და მის მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს:


. 12 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა


გამოძიებით, დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას სოციალური აპლიკაციის - „ტელეგრამის“ გამოყენებით ახდენდა.





ჯ.კ. - ს პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია:


. 34 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი"



რომლის განთავსებასაც ბრალდებული სხვადასხვა ლოკაციაზე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით გეგმავდა.





გ.ბ. - ს და ქ.ჩ. - ს დროებითი საცხოვრებელი ბინისა და ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს
სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები:

. "ალფა პვპ"
. "მეფედრონი"
. ფსიქოტროპული საშუალება „კეტამინის“ შემცველი ნივთიერება
. ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტროსასწორები




დ.გ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული:


. 26 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“
. მითითებული ლოკაციიდან კიდევ 9 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება




ნ.ზ.-ს პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია:


. 8 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“






აჭარაში დაკავებული

მ.მ. -ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ასევე მისმიერ მითითებული ლოკაციებიდან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება:
. "მეთადონი". მ.მ.
. ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტროსასწორები.

ამოღებული ნივთმტკიცებები

image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image
სქრინები შსს-ს ვიდეოდან
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260, 18-260-ე, 261-ე, 18-261-ე მუხლებით, ასევე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0