x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138972
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
მეგან მარკლის ყველაზე სამარცხვინო მოდური კონფუზი
პრინცი ჰარი და მსახიობი მეგან მარკლი ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი წყვილია. მათ დაანონსებულ ქორწინებას მსოფლიო მედიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა და ამ თემას არაერთი სტატია მიეძღვნა.



image



მეგან მარკლი ლოს-ანჯელესში, 1981 წლის 4 აგვისტოს დაიბადა. 18 წლის მარკლმა ილინოისის უნივერსიტეტში თეატრის და საერთაშორისო ურთიერთობების კურსზე ჩააბარა. კარიერის დაწყებამდე კი ბევრს შრომობდა და მიმტანადაც კი მუშაობდა. მსახიობი, მწერალი, საკუთარი ონლაინ-ჟურნალის The Tig -ის მთავარი რედაქტორი (ჟურნალი უკვე დაიხურა, მიზეზი პრინც ჰარისთან ქორწინებისთვის მზადება გახდა), საკუთარი ხელნაწერებითაც შოულობდა ფულს, განსხვავებული კალიგრაფიის წყალობით, მოსაწვევ და მისალოც ბარათებს აფორმებდა. ტელევიზიით პირველად 2002 წელს გამოჩნდა, როდესაც სამედიცინო დრამა General Hospital-ში გადაიღეს. მას შემდეგ, მან არაერთი კინოროლი შეასრულა, თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობა რეიჩელ ზეინის როლმა (ამერიკულ დრამა Suits-ში) მოუტანა.




მეგანმა პირველად 2011 წელს პროდიუსერ ტრევორ ენგელსონზე იქორწინა, თუმცა ორი წლის შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. დაშორების მიზეზი სერიალ Suits-ში გადაღება გახდა, რადგან მეგანს ტორონტოში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა.




სამეფო ქორწილის შემდეგ არ წყდება ჭორები და პაპარაცების მიერ გადაღებული ფოტოები, რომლებიც სწრაფი ტირაჟით ვრცელდება ინტერნეტ-სივრცეში. ხალხი იმასაც ამბობს, რომ მეგანის სტილი ქორწინებამდეც იყო მოდის მიმდევრებისთვის საინტერესო და არც მას შემდეგ მოდუნებულა მისი გემოვნება. მასის ყურადღებას ის აბსოლიტურად "ყველაფრით" იპყრობს: სტილი, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი და ა.შ, თუმცა დღევანდელ სტატიაში ვნახავთ მის მოდურ, რამდენიმე კონფუზს, რის გამოც ყველა გაოცდა.




მეგან მარკლის ყველაზე სამარცხვინო მოდური კონფუზი



imageimageimageimageimageimageimageimageimageimage


0
849
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
849
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0