საზოგადოება ,,ნუ გაუშვებთ მოზარდებს მონასტრებში... ნუ შეუწყობთ ხელს მათ დაღუპვას და განადგურებას“ - პეტრე კოლხის მიმართვა მშობლებს 26 მარტი, 13:20 \ მამა პეტრე კოლხი, რომელსაც საპატრიარქო დასჯას უპირებს, საქართველოში რამდენიმე დღეა დაბრუნდა. ის სოციალურ ქსელში წერს: . “ნუ გაუშვებთ მოზარდებს მონასტრებში, ნუ მისცემთ უფლებას არასრულწლოვნებს, გადადგან საბედისწერო ნაბიჯი… ნუ შეუწყობთ ხელს მათ დაღუპვას და განადგურებას… ისინი მერე სხვებს გაანადგურებენ, ვითომ ლოცვა-კურთხევის და მორჩილების სახელით!..რა უნდა მასწავლოს 18 წლის არქიმანდრიტმა, თვითონ არაფერი იცის… სულიერებას თავი დავანებოთ, წერა-კითხვის უცოდინრები რომ ხდებიან მონასტრის წინამძღვრები და ანაფორის ფრიალით, მრისხანე გამოხედვით, ვითომ ასკეტური მოძღვრებით, სიცოცხლეს რომ გაძულებენ…აი, სად იჩენს თავს პედოფილია, პატარებზე სულიერ-ფსიქოლოგიური ძალადობა… ვითომხსნა, ვითომ გადარჩენა და საბოლოოდ წარწყმედა!…” - წერს პეტრე კოლხი. . როგორც ჩანს ის საპატრიარქოს სინოდალური კომისიის დამორჩილებას არ აპირებს და კრიტიკული განცხადებების გავრცელებას განაგრძობს. ის აეროპორტში ჩამოფრენისთანავე ამბობდა, რომ დასასჯელი არ არის და დასასჯელთა სიას სინოდს თავად მიაწვდიდა. . საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ბოლო ხანს პეტრე კოლხს მღვდელმსახურისთვის შეუსაბამო განცხადებებისა და საქმიანობის გამო მღვდელმოქმედება უნდა შეუჩEრდეს. ის არც სინოდალურ კომისიების სხდომებზე გამოცხადდა. 59 შეფასება არ არის
|