x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139019
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512558
რატომ განსაზღვრავდა ნივთის ფასს, მისი ფერი და სხვა საინტერესო ფაქტები ფერების შესახებ

image


1. ძველ დროში, ზოგიერთი ნივთის ფასს, მისი ფერი განსაზღვრავდაimage


მაგ., ძვირი ღირდა ულტრამარინის ცისფერი ფერის ნივთები, რადგან ამ ფერის მისაღებად, ნახევრად ძვირფასი ქვა — ლაზურიტი გამოიყენებოდა, რომელიც მხოლოდ ავღანეთის მთებში მოიპოვებოდა. იშვიათობის გამო, ამ ფერის საღებავს, XIX საუკუნის ბოლომდე, თითქმის ოქროს ფასი ჰქონდა. ამიტომ, მას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში იყენებდნენ და შესაბამისად, ის ნივთიც ძვირადღირებული ხდებოდა.


image


ცისფერის გარდა, კიდევ ერთი ფერი, რომელიც მისი მიღების ტექნოლოგიის გამო, ასევე ძალიან ძვირი ღირდა — იისფერი და მისი ყველა ტონალობა იყო. ეს ფერი მუცელფეხიანი მოლუსკების (Muricidae) სეკრეციიდან მიიღებოდა და ერთი გრამი საღებავის მისაღებად, 9000 მოლუსკი იყო საჭირო. შესაბამისად, იისფერი ნივთებიც ძალიან ძვირად ფასობდა.


2. ფერის წრეimage


ფერთა წრის შექმნა, ისევე როგორც მსოფლიო მიზიდულობის კანონის აღმოჩენა და მექანიკის საფუძვლების შექმნა, ნიუტონის სახელს უკავშირდება.

მეცნიერება ფერის შესახებ, ანუ ფერთა თეორია დიდი ხნის წინ გაჩნდა. მისი დაარსების თარიღად, შეიძლება, ი. ნიუტონის მიერ XVII საუკუნის შუა წლებში გაკეთებული აღმოჩენა ჩაითვალოს, იმის შესახებ, რომ მზის სხივი, ბუნებაში არსებულ ყველა ფერს შეიცავს. მზის სხივის უწყვეტ სპექტრში 130-მდე ფერის ტონალობას არჩევენ. რეალურ ცხოვრებაში, ამ ფერების ნახვა ცისარტყელაზე შეიძლება. ნიუტონმა სპექტრის საწყისი ფერი სპექტრის ბოლო ფერს დაუკავშირა და ფერთა წრე შექმნა, რომელზეც ფერის შერჩევა ძალიან ადვილია და რომლითაც დღემდე სარგებლობენ ისინი, ვისაც ფერებთან და საღებავებთან ოდნავი შეხება მაინც აქვთ.

მანვე გამოყო სპექტრში 7 ძირითადი ფერი: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი და იისფერი. ყველანაირი ფერი, სწორედ ამ 7 ფერის სხვადასხვა რაოდენობით შერევის გზით მიიღება.


3. Pantone ს სისტემაimage


Pantone — ეს არის ფართოდ გამოყენების გავრცელებული სტანდარტიზებული იდენტიფიკაციისა სისტემა. ის საერთაშორისო სტანდარტად არის აღიარებული, საგამომცემლო და ოფსეტურ ინდუსტრიაში. Pantone შემქმნელი ლორენსი ჰერბერტი (Lawrence Herbert) გასული საუკუნის 60–იან წლებში გამომცემლობაში მუშაობდა და მის მოვალეობაში, იმ ფერების შექმნა შედიოდა, რომელსაც დამკვეთები ეძებდნენ. ბრენდები დაინტერესებულები იყვნენ, რომ მათი ფერი უცვლელი დარჩენილიყო, რაც სისტემის არ არსებობის პირობებში, არც ისე მარტივი იყო. ამიტომ, ჰერბერტმა რიცხვების საშუალებით, ფერის იდენტიფიკაციის უნივერსალური სისტემა და ენა შექმნა, რომლითაც დღემდე ვსარგებლობთ.


4. მსოფლიოში ყველაზე მშვიდი ფერიimage


ბეიკერ–მილერის ვარდისფერი, ერთ-ერთი ყველაზე დამამშვიდებელი ფერია, ვარდისფერი ტონებს შორის. ხოლო, სახელი ოფიცრების, ჯინ ბეიკერის და რონ მილერის პატივსაცემად ეწოდა, რომლებმაც პირველებმა გამოიყენეს ის სიეტლის გამოსწორების ცენტრში. კვლევამ აჩვენა, რომ სწორედ ეს ფერი ამცირებს ადამიანებში აგრესიას და დადებითად მოქმედებს მათ გუნება–განწყობაზე. ვარდისფერ საკანში, სულ რაღაც, 15 წუთი საკმარისი იყო, აგრესიული ქცევის ალბათობის შესამცირებლად. ხოლო ეფექტი, საკნიდან გასვლის შემდეგ, ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ ფერს, შეერთებულ შტატებში, დაახლოებით, 1500 სავაჭრო ცენტრი შეიცავს.

ვარდისფერი — წლების მანძილზე, მეცნიერებისთვის ნამდვილი გამოცანა იყო. ის არ არსებობს ფერთა სპექტრში და შესაბამისად, მას ტალის არც ერთი სიგრძე არ შეესაბამება. როგორ შეიძლება არსებობდეს ფერი, რომელიც ცისარტყელაში არ არის? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ფერთა თეორიის საშუალებით შეიძლება. გაგრძელება >>>


5. პირველი რომელი იყო – ფერი, თუ ციტრუსი?image


XVI საუკუნემდე, ნარინჯისფერი, იმ სახით, როგორიც ის დღეს არის, ევროპაში არ არსებობდა. უფრო სწორედ, კი არსებობდა, მაგრამ მას სახელი არ ჰქონდა. ამ ფერს, უბრალოდ, მოწითალო–ყვითელს ეძახდნენ. ევროპაში, ფორთოხლის ხეები პორტუგალიელმა მოვაჭრეებმა, ახლო აღმოსავლეთიდან, XVI საუკუნის დასაწყისში შეიტანეს. ხოლო, სანსკრიტი სიტყვა "ნარანგა" — ესპანურად "ნარანჯა" (NARANGA) –ად გარდაიქმნა, ინგლისურად კი — "orange" გახდა. ასე რომ, ეს ფერი, ამ ხილთან ასოცირდა და სახელიც ასე მიიღო.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ბურუსით მოცული წინასწარმეტყველება, რომელიც უძლიერესი სამეფოს დაცემის მიზეზი გახდა

* წარმოუდგენელი ფოტოები, ფოტოშოპის გარეშე

* 15 უცნაური გამოგონება, რომლის ნახვა მხოლოდ იაპონიაში შეიძლება

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
103
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0