x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
10 წლის ბავშვმა ასობით ადამიანი გადაარჩინა... და სხვა ფაქტები, საინტერესო პიროვნებების შესახებ
10 წლის გოგონამ ასობით ადამიანი გადაარჩინაimage


10 წლის ტილი სმიტმა, 2004 წელს, ინდოეთის ოკეანის ცუნამის დროს, ასობით სიცოცხლე გადაარჩინა...

ვიდრე ეს საშინელი კატასტროფა მოხდებოდა, გოგონა ოკეანეს უყურებდა... მან დაინახა, რომ უეცრად, ოკეანემ ნაპირიდან დაიხია და წყალი გაქრა. ის მაშინვე მშობლებთან მივიდა და მათ უთხრა, რომ გეოგრაფიის გაკვეთილზე მასწავლებელმა ბავშვებს აუხსნა, რომ ცუნამის წინ, ოკეანის წყალი სანაპიროდან უეცრად ქრება... და რომ მან, ზუსტად ასეთი რამ ფანჯრიდან დაინახა. მშობლებმა მაშინვე სახლის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს და მოსალოდნელი მოვლენის შესახებ, მეზობლებსაც შეატყობინეს, ამ უკანასკნელებმა სხვა მეზობლებს და ასე შემდეგ... ისინი გარბოდნენ და მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ, ყველას აფრთხილებდნენ, ვინც გზაში ხვდებოდათ.

ტილი, ამ მოვლენებზე სასაუბროდ, გაეროში მიიწვიეს და მისი პატივსაცემად, ერთ–ერთ ასტეროიდს «20002 Tillysmith» დაარქვეს.


ადამიანს ტვინის 90 % არა აქვს და ნორმალურად ცხოვრობსimage

წარმოიდგინე, რომ ფეხი აგტკივდათ, ექიმთან მიდიხარ, გასინჯათ და უცებ, აღმოაჩენ, რომ... ტვინის 90% გაკლით. ამავდროულად, 44 წლის ხართ, ოჯახი და სამსახური გაქვს და თქვენი IQ, თითქმის, ნორმის ფარგლებშია (საშუალო დიაპაზონზე ოდნავ დაბალი).

სწორედ ასე დაემართა მამაკაცს საფრანგეთიდან, რომლის სახელიც, გასაგები მიზეზების გამო, არ სახელდება. ხოლო ამბავი, 2007 წელს მოხდა და ფსიქოლოგმა აქსელ კლირემანსმა, რომელიც კოგნიტურ ფუნქციებს იკვლევდა, ამ სამედიცინო ფენომენის კვლევა დაიწყო. «ის ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობდა», - თქვა შოკირებული კლირემანსმა, «მამაკაცი გონებამახვილობით არ გამოირჩეოდა, თუმცა... სოციალურად მორგებული იყო». რენტგენის მიხედვით, მას თავის ქალა თითქმის მთლიანად სითხით ჰქონდა სავსე და ტვინის ქსოვილის მხოლოდ თხელი ფენაა ჰქონდა. ეს მდგომარეობა მედიცინაში ჰიდროცეფალიის სახელით არის ცნობილი. თუმცა, როგორც ექიმი ამბობს, დაავადების ასეთი მასშტაბის პირობებში, ნორმალურად ცხოვრება, უბრალოდ წარმოუდგენელია. «ეს ტვინის ადაპტაციის განსაცვიფრებელი უნარია» – დასძინა კლირემანმა.


ციხეში საკუთარი ნებითimage


იაპონელი გენერალი ჰიტოში იმამურა, ციხის საკნის მსგავს ოთახში, 14 წელი ცხოვრობდა. ის 1947 წელს დააპატიმრეს, მეორე მსოფლიო ომის დროს, მის დაქვემდებარებაში მყოფი, სამხედროების მიერ ჩადენილი, ომის დანაშაულების გამო. რომელთა შორის იყო: ტყვეების წამება, გაუპატიურება და სიკვდილით დასჯა. დაპატიმრებამდე, იმამურამ ცოდვები მოინანია და სასამართლოს თხოვნით მიმართა, რომ მისთვის განაჩენი სასწრაფოდ გამოეტანა. ხოლო, როდესაც 1954 წელს, პატიმრობიდან გაათავისუფლეს, ჩათვალა, რომ სასჯელი ზედმეტად რბილი იყო და საკუთარ ბაღში, ოთახი ააშენა, რომელიც ციხის საკნისგან არაფრით განსხვავდებოდა. მან სიცოცხლის დარჩენილი წლები, იქ გაატარა.


გოგონა, რომელმაც ბესტსელერი დაწერაimage


დეიზი ეშფორდმა (Daisy Ashford (1881 – 1972) მოთხრობა – «ახალგაზრდა სტუმრები» დაწერა, რომელშიც XIX საუკუნის ბოლო წლების ინგლისის მაღალ საზოგადოების შესახებ იყო. დეიზი მაშინ 9 წლის იყო. ხოლო, 13 წლის ასაკში, წერა მოჰბეზრდა და მას, არც მოგვიანებით დაუბრუნდა. გოგონა გაიზარდა, გათხოვდა და 4 შვილი შეეძინა.

«ახალგაზრდა სტუმრების» დაწერიდან, 28 წლის შემდეგ, ეშფორდმა და მისმა დებმა, გარდაცვლილი დედის ნივთების გადარჩევისას, მოთხრობის ხელნაწერი აღმოაჩინეს და მისი გამოქვეყნება გადაწყვიტეს. წიგნი მაშინვე ბესტსელერად იქცა. გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლით კი, ეშფორდმა ფერმა იყიდა და ბიზნესი "ააგორა".



როგორ გადაარჩინა სასოწარკვეთილი კაცი მუჰამედ ალიმimage


1981 წლის 19 იანვარს, 21 წლის მამაკაცმა, სახელად ჯომ, შენობის მე-9 სართულზე, ბარიკადები მოაწყო. ის ფანჯრის რაფაზე ავიდა და გამვლელებს გამოუცხადა, რომ თვითმკვლელობას აპირებდა. მან მოლაპარაკებაზეც უარი თქვა და მასთან მიახლოება ყველას აუკრძალა. ქვემოთ მაშინვე ხალხი შეიკრიბა. ერთ–ერთი თვითმხილველი მუჰამედ ალის მეგობარი აღმოჩნდა. მან ცნობილ მოკრივეს დაურეკა და მოუყვა, რაც იქ ხდებოდა. ხუთ წუთზეც არ იყო გასული, სპორტსმენის მანქანა კორპუსთან მივიდა. ალი მე–9 სართულზე ავიდა და გვერდით ფანჯრიდან გადაიხარა. «შენ ჩემი ძმა ხარ!» – დაიყვირა მან: «მიყვარხარ და არ მოგატყუებ! Მმისმინე. მინდა ჩემთან ერთად ჩამოხვიდე. არ ინერვიულო, მე არ მიგატოვებ». ახალგაზრდას, მისი გამოჩენა ისე გაუკვირდა, რომ კარი მაშინვე გააღო და მოკრივე შეუშვა. ნახევარი საათი უყვებოდა ჯო მოკრივეს, მას ოჯახში და სამსახურში არსებული პრობლემების შესახებ. შედეგად, ისინი დაბლა ერთად ჩავიდნენ და საავადმყოფოში წავიდნენ.


image

სხვა სიახლეები:


* მათ სჯეროდათ, რომ ქრისტიანობა კანიბალიზმის კულტის მსახურება იყო... და სხვა საინტერესო ფაქტები ძველი რომის შესახებ

* ბენქსის წყალობით, გასაყიდი სახლის ღირებულება, ერთ ღამეში, 17–ჯერ გაიზარდა...

* მეტროში შემჩნეული უცნაური მგზავრები (30 ფოტო)

* 5 ვარჯიში ხერხემლისთვის, რომელიც ტკივილისგან გაგათავისუფლებთ



0
194
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0