x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
მათ სჯეროდათ, რომ ქრისტიანობა კანიბალიზმის კულტის მსახურება იყო... და სხვა საინტერესო ფაქტები ძველი რომის შესახებ

ძველი ცივილიზაციების შესწავლისას, შეიძლება წარმოუდგენელ ფაქტებს წავაწყდეთ. არაერთწლიანი კვლევის შემდეგაც კი, ყოველთვის შეიძლება რაღაცის აღმოჩენა, რაც დაგვაფიქრებს, ან გაგვაოცებს. ასეა, ძველი რომის კულტურის შემთხვევაშიც. ეს იყო ცივილიზაცია, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს დღევანდელობაზე.* მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც რომაელები აკეთებდნენ, ლოგიკური და გასაგებია...

აქ 3 უცნაურ ფაქტებს გთავაზობთ, ძველი რომაელების შესახებ, რომელიც ნამდვილად რომ გასაკვირია:


image


რელიგიური წარმოდგენები. მასშტაბური ექსპანსიის მიუხედავად, რომაელები არც თუ ისე სასტიკნი იყვნენ. მაგ., ისინი პატივს სცემდნენ ადგილობრივი მოსახლეობის რელიგიურ შეხედულებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, სხვა ხალხების რელიგიურ გამოცდილებასაც იზიარებდნენ. სწორედ ამით აიხსნება, რომაულ და ბერძნულ პანთეონებს შორის მსგავსებაც.

და აქ ისმის კითხვა: მაშინ, რატომ უჭირდათ რომაელებს, საუკუნეების მანძილზე, ებრაელებთან და ადრეულ ქრისტიანებთან ურთიერთობა? როგორც ირკვევა, მიზეზი, ნაწილობრივ ის იყო, რომ ებრაელთა და ქრისტიანთა წეს–ჩვეულებები, რომაელებს შორის, წინააღმდეგობრივ გრძნობებს იწვევდა.

რომაელები აშკარად არ იწონებდნენ წინადაცვეთას ებრაულ რიტუალს – ამას სისასტიკედ და სასქესო ორგანოს დასახიჩრებად თვლიდნენ. ზოგადად, მათ, ღმერთის სახელით, არაერთი საშინელი საქციელი ჩაუდენიათ. თუმცა, კანის ეს პატარა ნაწილიც კი, საჭიროდ მიაჩნდათ.

ქრისტიანებს კი, ისინი თავიდან, როგორც სისხლისმსმელ და კანიბალ კულტის მსახურებად აღიქვამდნენ. რომაელები ვერ გებულობდნენ სიტყვების: "ქრისტეს ხორცის" და "ქრისტეს სისხლის" მეტაფორულ მნიშვნელობას, რომლებიც ქრისტიანულ რელიგიაში, ზიარების საფუძველს წარმოადგენს.


image


მეძავი ქერა უნდა ყოფილიყო. ეს წესი კი, რომაელების საზოგადოების კლასებად დაყოფის ფაქტზე და სოციალური სტატუსით "შეპყრობაზე" მიუთითებს. რომაელი ქალების უმეტესობას, ბუნებრივად, მუქი თმა ჰქონდა. ხოლო, ქერა თმა, გალებთან და ბარბაროსებთან ასოცირდებოდა.

ძველ რომში პროსტიტუცია სრულიად ლეგალური იყო და ამიტომ, მამაკაცებს, რომლებიც ამ სერვისით სარგებლობდნენ, არანაირი სოციალური შედეგი არ ემუქრებოდათ. თუმცა, თავად მეძავებს, განსაკუთრებით დაბალი კლასის წარმომადგენლებს, ზიზღით უყურებდნენ.

დაბნეულობის თავიდან აცილების მიზნით და პატიოსანი რომაელი ქალი მეძავში რომ არ შეშლოდათ, დაწესდა კანონი, რომლის მიხედვით, მეძავებს თმა ღია ფერებში უნდა შეეღებათ. ასე ისინი ბარბაროს გალებს დაემსგავსებოდნენ.


image


სასჯელის უმაღლესი ზომა. რომაელებს დამნაშავეების დასჯის მრავალი დახვეწილი მეთოდი ჰქონდათ. მათი სიკვდილით დასჯა, შეიძლებოდა თავის მოკვეთით, სიმაღლიდან გადაგდებით, ან გლადიატორთა ბრძოლებში და წარმოდგენებში მონაწილეობის იძულებით.

სიკვდილით დასჯის ყველაზე საშინელი ფორმა კი, მათთვის, ვინც ყველაზე მძიმე დანაშაულს ჩაიდენდა – პატრიციდი იყო. მამის მკვლელობაში ბრალდებულს ჯერ თვალებს უხვევდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ისინი, დღის სინათლის დანახვას აღარ იმსახურებდნენ. შემდეგ კი, დამნაშავე ქალაქიდან ყველაზე ახლოს მდებარე წყალსაცავთან მიჰყავდათ.

ადგილზე მისულები, მას მანამდე სცემდნენ ჯოხებით, ვიდრე სიკვდილის პირამდე არ მიიყვანდნენ. ხოლო, ამის შემდეგ, ბოჭავდნენ და ტყავის ტომარაში, გველთან, ძაღლთან, მაიმუნთან და მამალთან ერთად სვამდნენ... და ამ "ნაკრებს" წყალში აგდებდნენ, სადაც სიკვდილმისჯილი, ან იხრჩობოდა, ან ისტერიკაში ჩავარდნილი ცხოველების თავდასხმით იღუპებოდა.


* რომის იმპერიის დაარსების თარიღად ძვ. წ. აღრ. 27 წელი ითვლება, როდესაც ოქტავიანე ავგუსტუსი იმპერატორი გახდა, ხოლო რომი, შესაბამისად იმპერიად გადაიქცა. თუმცა, ეს მხოლოდ სახელის ცვლილება იყო და მანამდე, რომის რესპუბლიკა უკვე არსებობდა. დღეს ბევრს კამათობენ ევროპის რომაულ პერიოდზე, თუმცა ისტორიკოსების უმრავლესობა თანხმდება, რომ ის ძვ. წ. აღრ. 750 წ-ს დაიწყო და ახ. წ. აღრ. V საუკუნის 70-იან წლებამდე გაგრძელდა. ეს კი, დაახლოებით 1200 წელია, რაც კაცობრიობის ისტორიაში, ძალიან შთამბეჭდავი ხანგრძლივობის პერიოდია.

ასე, რომ, გასაკვირი არ არის, რომ რომაელებმა უდიდესი გავლენა მოახდინეს კაცობრიობის განვითარებაზე და ზოგიერთი რამ, იმ ეპოქიდან, დღემდე აქტუალურია: გაგრძელება >>>


image

სხვა სიახლეები:


* მატილდა ო`დონელი – მედდა, რომელმაც კატასტროფას გადარჩენილ უცხოპლანეტელთან კომუნიკაცია დაამყარა

* 8 კინოვარსკვლავი, რომლებმაც გმირული საქციელი რეალურ ცხოვრებაში ჩაიდინეს

* ეს საოცარი ცხოველები – ფოტოები კარგი განწყობისთვის

* 5 ვარჯიში ხერხემლისთვის, რომელიც ტკივილისგან გაგათავისუფლებთ



0
232
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0