x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134558
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
"ზუსტად ამისთანა უწიგნურებისთვის ვაქვეყნებ 4 წელია იმ ინფორმაციებს"-ამირან სალუქვაძე
image

"ვიღაც სიძულვილით სავსე ნაციონალმა თავის გვერდზე მომნიშნა. თურმე 1977 საწარმო სიცრუეა. ამდენი საწარმო რომ იყოს, ხალხი გაიქცეოდაო?! ბოლოში "ტკბილი" სიტყვებიც მომიძღვნა და შავნოდარას ფეიკებიც მოაყოლა.


ზუსტად ამისთანა უწიგნურებისთვის ვაქვეყნებ 4 წელია იმ ინფორმაციებს, რაც მოსახლეობას საკმარისი დოზით არ მიეწოდებოდა. თუმცა გამოსწორდება.


21-ე საუკუნეში ადამიანმა სმარტფონის გამოყენება თუ ისწავლა, ელემენტარული ინფორმაციის მოძიებაც უნდა შესძლოს. სანამ სისულელეებს დაწერს, ან გადაამოწმოს, ან მასზე მცოდნეს ჰკითხოს.



1977 საწარმო მხოლოდ პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გაიხსნა, თორემ რეალურად ქვეყანაში გაცილებით მეტია.


ჯერ არ გამომიქვეყნებია სოფლის მეურნეობის პროგრამების ფარგლებში შექმნილი ფერმების, სანერგე თუ სხვა მეურნეობების მონაცემები.


1977 საწარმო ბევრად მოეჩვენა. ახლა რომ წაიკითხავს, რომ 5 წლის განმავლობაში ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში 191 ათასზე მეტი ფერმერი დარეგისტრირდა, დაიჯერებს? არა. მისი კუმირის მთავრობა ფერმერებს, გლეხებს შავ მუშებად მუშაობისკენ მოუწოდებდა, მათ ცოლებს კი ქუჩისკენ აძლევდა გეზს.


2012 წელს ბიუჯეტი 7, 5 მილიარდი იყო, გაისად კი 28 მილიარდს მიაღწევს. ასეთმა ღვარძლიენებმა თუ იციან ბიუჯეტის შევსების წყაროები? საიდან ივსება ბიუჯეტი, თუ არაფერი მუშაობს? როგორ გაიზარდა 12 წელში ბიუჯეტი 7, 5-დან 28 მილიარდამდე?


2024 წლის ბიუჯეტში, თუ სწორად მახსოვს, გადასახადების სახით 22 მილიარდ ლარზე მეტია გათვალისწინებული. ვის შეაქვს ამდენი თანხები? ვის და საწარმოებს, მეწარმეებს.


საქატატის მონაცემებით 261 ათასზე მეტი აქტიური ეკონომიკური სუბიექტია (შპს, მეეარმე), ზოგი მსხვილი, ზოგი მცირე.


სახელმწიფო პროგრამები კი დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის, ეკონომიკის სტიმულირებას ახდენს.


4 წლის მანძილზე 200-ზე მეტი პოსტი მხოლოდ მე გამოვაქვეყნე რეალური საწარმოების ფოტო და ვიდეო მასალებით.


ოპოზიციას ნიჰილიზმის დანერგვა აწყობს. 11 წელია გაიძახიან ქვეყანა დაინგრაო. მეტი რომ გვინდა ყველას და პრობლემა რომ აურაცხელია, ამაზე ვთანხმდებით. უბრალოდ, ნიჰილიზმის თესვით და ნეგატივით ქვეყანა რომ შენდებოდეს, ესენი ვერ დამასწრებდნენ.


1977 საწარმოს ვერ მოვინახულებ, თუმცა სიას და რეალურ მასალებს ნელ-ნელა, თავისუფალი დროიდან გამომდინარე, გამოვაქვეყნებ ხოლმე. სოფლის მეურნეობის პროგრამები, ცალკე თემაა."-წერს სოციალურ ქსელში გენერალი და სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე.

0
417
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
417
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0