x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ეს საოცარი ცხოველები – ფოტოები კარგი განწყობისთვის

ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ შინაურ ცხოველებს შეუძლიათ დახმარება გაუწიონ მშობლებს ბავშვის აღზრდაში. და ამასთან ერთად, შინაური ცხოველი, ბავშვისთვის შეიძლება გახდეს, ყველაზე პირველი, საუკეთესო და ერთგული მეგობარი, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვის ნიჭისა და უნარის ყველა მიმართულებით განვითარებას. შინაური ცხოველები ყველაზე უკეთესად გრძნობენ და ესმით ბავშვის სურვილების და ამის გამო, ბავშვებიც უკეთესად გრძნობენ თავს მათ გარემოში.

შინაური ცხოველები ეხმარებიან ბავშვებს სამყაროს შეცნობაში – ის ხომ ბავშვისთვის უცხო სამყაროს ნაწილია. ცხოველთან პირველი ურთიერთობის შემდეგ, ბავშვი მოინდომებს მის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის გაგებას. ყოველდღიურად მასზე დაკვირვებით, ბავშვი ცნობისმოყვარე და დაკვირვებული ხდება ანუ დაკვირვების უნარ-ჩვევები გამოუმუშავდება. ხოლო თუ ბავშვს ცხოველის მოვლა დაევალება (რა თქმა უნდა, თუ თავად ექნება ამის სურვილი), ის დისციპლინას და დამოუკიდებლობას მიეჩვევა, გამოუმუშავდება პასუხისმგებლობის გრძნობა.

დამტკიცებულია, რომ თუ ბავშვს პატარაობიდანვე აქვს შინაურ ცხოველებთან ურთიერთობის გამოცდილება, ის განვითარების დონით, თავის თანატოლებს ბევრად უსწრებს. ასევე ბავშვები, რომლებიც ხშირად ეფერებიან ცხოველებს, უფრო მზრუნველები, გულკეთილები და მოწესრიგებულები არიან. მშობლებმაც, რა თქმა უნდა, უნდა აუხსნან, რომ ცხოველებისადმი ცუდი და აგრესიული მოპყრობა არ შეიძლება.

როდესაც ბავშვი შინაურ ცხოველთან თამაშობს, ის ამით დამოუკიდებლად, მშობლის ჩარევის გარეშე, თამაშს ეჩვევა, არ ჭირვეულობს და არ ხდება განებივრებული. ცხოველთან თამაშმა, მას შეიძლება, რამე წყენა დაავიწყოს, რომელიც თანატოლებისგან, ან უფროსებისგან მიიღო. ამ შემთხვევაში, ცხოველი მისთვის, ფსიქოთერაპევტის როლს ასრულებს. მას შეუძლია ბავშვი სტრესისგან გაათავისუფლოს და ოჯახის სხვა წევრებთან, ურთიერთობის მოგვარებაში დაეხმაროს.

აქ კი, ცხოველთა სამყაროს მომხიბვლელი წარმომადგენლების სურათების კოლექციას გთავაზობთ, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს... ხოლო, ფოტოების დათვალიერების შემდეგ, კარგი განწყობა, მთელი დღის მანძილზე გაგყვებათ!


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


P. S. ყველა ცხოველს, ისევე როგორც ადამიანს, საკუთარი ხასიათი და ჩვევები აქვს, რომლის გათვალისწინებაც უნდა მოხდეს, ოჯახის ახალი წევრის შერჩევისას.

კატებს შორის, ყველაზე თვინიერი და კარგი ხასიათი, ბრიტანულ და ყურებჩამოყრილ შოტლანდიური ჯიშის წარმომადგენლებს აქვთ. სფინქსებიც მოსიყვარულე კატები არიან, რადგან ბეწვის საფარი არა აქვთ და ყოველთვის უნდათ რომ ვინმემ აიყვანოს და მოეფეროს, რომ ხელის სითბოთი გათბნენ.

არ გამოდგება ბავშვის მეგობრად სიამის კატა და მისი მსგავსი ჯიშები. ასეთ კატებს არ უყვართ, როდესაც სიმყუდროვეს ურღვევენ და შეიძლება, აგრესია გამოხატონ. არც სპარსული ჯიშის კატები გამოდგებიან ბავშვებთან ურთიერთობისთვის. ისინი ახირებულები და ჯიუტები არიან და საერთოდ არ უყვართ თამაში.

ძაღლებს შორის, ბავშვის კარგი მეგობარი გახდება: პუდელი, მინიატიურული ტაქსა, მოპსი, იორკშირ ტერიერი, ან უბრალო ეზოს ძაღლი (ე. წ. მეტისი), იმ შემთხვევაში, თუ ცნობილია მისი მშობლების ვინაობა, ცხოვრების პირველი თვეების პირობები და ვეტერინარის მიერ არის გამოკვლეული.

დიდი ზომის ძაღლები, განსაკუთრებულად კეთილები არია, კარგი დამოკიდებულება აქვთ ბავშვებისადმი და ადვილად იწვრთნებიან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის, დიდი ძაღლი რეკომენდებული არ არის. ბავშვის დასაცავად და ძიძად გამოდგება ნაგაზი, ბოქსიორი, ნიუფაუნდლენდი, სენბერნარი, მაგრამ თამაშით, ისინი ბავშვს არ ეთამაშებიან.

არ გამოდგება ბავშვის მეგობრად ტოი ტერიერი, მინიატიურულ პინჩერი და ჩიხუახუა, რადგან ეს ძაღლები ძალიან ნაზები და ნერვიულები არიან.

ძაღლების და კატების გარდა, არის შინაური ცხოველების ალტერნატიული ვარიანტებიც. მაგ., წყნარი ბავშვებისთვის აკვარიუმის თევზები კარგი არჩევანია. თუ ბავშვი მაინცადამაინც აქტიურ ცხოველს ითხოვს, ხოლო საცხოვრებელი პირობები ამის საშუალებას არ იძლევა, ამ შემთხვევაში, ყველაზე კარგი გამოსავალი ზაზუნა არის.


imageსხვა სიახლეები:


* მატილდა ო`დონელი – მედდა, რომელმაც კატასტროფას გადარჩენილ უცხოპლანეტელთან კომუნიკაცია დაამყარა

* 8 კინოვარსკვლავი, რომლებმაც გმირული საქციელი რეალურ ცხოვრებაში ჩაიდინეს

* "ქუჩის ფოტოგრაფია" – საჭირო მომენტში გადაღებული სურათები

* 5 ვარჯიში ხერხემლისთვის, რომელიც ტკივილისგან გაგათავისუფლებთ



0
107
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0