საზოგადოებრივი ქალების და მამაკაცების პრინციპულად განსხვავებული ჩვევები 1 მარტი, 16:58 ***ქალი მამაკაცისგან განსხვავებით მაისურს ყოველთვის ხელების
გადაჯვარედინებით ქვემოდან იხდის და არა კისრიდან.
***ქალი მამაკაცისგან განსხვავებით ხველების დროს პირზე ხელისგულს იფარებს და არა მომუშტულ ხელს. ***მამაკაცი სიგარეტის მოწევის დროს ფერფლს ფილტრზე ცერა თითის ჩამოკვრით აშორებს, ხოლო ქალი საჩვენებელი თითის მეშვეობით. ***ქალს არასდროს არა აწუხებს მამაკაცისგან განსხვავებით დუნდულებში "გაჭედილი" საცვალი, პირიქით დიდი სიამოვნებით ატარებს "ბიკინს" თუ "ტანგას". ***ქალს, როდესაც რაიმეს გადაგდება სურს, ხელს გვერდზე კი არა სწევს და ისე ისვრის, არამედ უკან, სწორედ ამიტომაც ქალ-სამხედროებს არასოდეს აგზავნიან ტანკის ასაფეთქებლად. ***დაძახილზე ძირითადად ქალი მხოლოდ თავს ატრიალებს, ხოლო მამაკაცი თავთან ერთად მხრებსაც აყოლებს. ***თუ სთხოვთ მამაკაცს და ქალს გაჩვენოთ ხელები, როგორც წესი მამაკაცი ხელის გულებს გაგიშლით, ხოლო ქალი პირიქით ხელის ზურგს გაჩვენებთ. ***ციცაბო დაღმართზე დაშვებისას ქალები ცდილობენ გვერდულად დაეშვან მოკლე ნაბიჯებით, ხოლო მამაკაცები ფეხებს ფართოდ გაჩაჩხავენ და ისე ეშვებიან. ***სკამზე ჯდომისას ქალი ფეხებს ატყუპებს, ხოლო მამაკაცი ფეხებს შლის, ამიტომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მამაკაცს გვერდზე ქალი თუ უზის უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე მამაკაცი. ***ჩაცმის დროს ქალი პირველ რიგში ზედა სამოსს იცვამს, ხოლო მამაკაცი ქვედას, ანუ შარვალს. ***ტელევიზორი:კაცების უმეტესობას ეძინებათ ტელევიზორის ყურების დროს, სულ ერთია რა გადაცემა გადის, მთავარია ჩართული იყოს. ქალს თუ ჩაეძინა სერიალის ყურების დროს საკმარისია გადართოთ სხვა არხზე და უმალ დაგიყვირებთ:"რატომ გადართე? ვერ ხედავ რომ სერიალს ვუყურებ?" თუ ფეხბურთი გადის ტელევიზორში ქმარს ეჯიჯღინება "დამუნჯდი? გამეცი ხმა დამელაპარაკე(თან რაღაც ამბავს ყვება)..თუ სერიალი გადის თვითონაა დამუნჯებული, საკმარისია ხმა ამოიღოს კაცმა და "ჩუმად მომასმენინე". 353 3-ს მოსწონს
|