x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რამდენიმე საინტერესო ფაქტი გაზაფხულზე
image


*ჩვეულებრივ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში როცა გაზაფხულია (მარტი, აპრილი, მაისი)ამ დროს სამხრეთ ნახევარსფეროში შემოდგომაა-გაზაფხული იქ სექტემბერში, ოქტომბერში და ნოემბერში უწევს ანუ, როცა ჩვენთან შემოდგომაა.



*ბუნიობა ანუ როდესაც თითქმის მთელ დედამიწაზე, დღისა და ღამის ხანგრძლივობა ტოლია პირველად გაზაფხულზე 20 ან 21 მარტს დგება, ამის შემდეგ დღე გამუდმებით იზრდება მზებუდობამდე(21 ან 22 ივნისი)



*გაზაფხულის ოფიციალური შემობრძანება შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში განპირობებულია კანტონის მთავრობის ფანჯრებთან გაზრდილი წაბლის ხის ყვავილობით. როგორც წესი, წაბლის პირველი ფოთოლი მარტში იფურჩქნება, მაგრამ იყო გამონაკლისებიც. ასე მაგალითად, 2002 წელს წაბლს პირველი ფოთოლი აყვავდა დეკემბრის ბოლოს, ხოლო 2006 წელს ორჯერ - მარტში და ოქტომბერში.




*საკურა პირველი ხეა, რომელიც გაზაფხულზე ყვავის. საინტერესოა, რომ ხის სამშობლოში, იაპონიაში, გამოქვეყნებულია კატალოგები, „ჰანამის“ანუ " ალუბლის ყვავილობის დღესასწაულის" საუკეთესო ადგილების სიები.



*გასაკვირია, რომ ფრინველები გაზაფხულზე სწავლობენ ჭიკჭიკს. რა თქმა უნდა, ფრინველებს შეუძლიათ იჭიკჭიკონ დაბადებიდან, მაგრამ იმისთვის, რომ დაეუფლონ თავიანთი სახეობის თანდაყოლილ გალობას, ფრინველებს დრო სჭირდებათ. შედეგად, ფრინველებს შეუძლიათ სრულყოფილად დაეუფლონ გალობას დაახლოებით 300 დღის შემდეგ, ანუ დაბადებიდან მომავალ გაზაფხულამდე.



*გაზაფხულზე ფრინველების და ცხოველების უმეტესობა იწყებს გამრავლებას.თბილ ქვეყნებში გაფრენილი ფრინველები ბრუნდებიან, ბუდეებს იკეთებენ და კვერცხებს დებენ.ცხოველები კი მეწყვილეს ეძებენ და შთამომავლობას ამრავლებენ.



*ბავშვები უფრო სწრაფად იზრდებიან გაზაფხულზე და ზაფხულში. ბრიტანელი მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ მარტიდან აგვისტომდე ბავშვები სამჯერ უფრო დაჩქარებულად სიმაღლეში და წონაში იმატებენ, ვიდრე შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. აქტიურ ზრდას ხელს უწყობს:


1)მზე, რომლის გავლენითაც წარმოიქმნება D ვიტამინი და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას;


2)თბილ ამინდში სხეული არ ხარჯავს ენერგიას გათბობაზე და ეს გადადის ზრდაში;


3)სუფთა ჰაერი, სადაც ბავშვები მეტ დროს ატარებენ და ახალი ხილი და ბოსტნეული, ასევე ხელს უწყობს დაჩქარებულ ზრდას.




* IX საუკუნის 20-იანი წლებიდან საქართველოში ახალი წლის ათვლა გაზაფხულის პირველი თვიდან –მარტიდან იწყებოდა. იანვარში კი ახალი წლის აღნიშვნა X საუკუნიდან დაიწყო, თუმცა, საბოლოოდ, XIV საუკუნეში დამკვიდრდა. სწორედ ამ პერიოდში დაიხვეწა უამრავი საახალწლო წეს-ჩვეულება და რიტუალი.

0
102
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0