x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
იცით, რატომ ატარებდნენ საბჭოთა კავშირში ქალები სამოსის ქვეშ პერანგებს?

image


თანამედროვე გოგონებმა არ იციან რა არის "კომბინაცია" (კომბინაცია - გახლავთ ელეგანტური, მჭიდროდ მორგებული ქალის პერანგი, რომელიც საცვლებზე, პირდაპირ კაბის ქვეშ იცმეოდა, რათა ფიგურის "ღირსებებისთვის" ხაზი კიდევ უფრო მეტად გაესვა. ჩვეულებრივი პერანგისგან განსხვავებით მას ჰქონდა გრძელი სიგრძე, წვრილი თასმები ან მხრები, ვიწრო წელი და გაშლილი ბოლო).


image


იყო დრო როცა ის ქალის საცვლების ყველაზე მოდურ ელემენტს წარმოადგენდა. სსრკ-ში მშვენიერი სქესის ყველა წარმომადგენელს, რომელიც საკუთარი გარეგნობის მიმართ გულგრილი არ იყო, ამ კომბინაციებში იწონებდა თავს. მათ შორის შეხვდებოდით როგორც ბამბის, საბჭოთა წარმოებისას, ასევე "გასაპრანჭს", იმპორტირებულს, მაქმანებით გაწყობილს. რატომ იყო მაშინ კომბინაციები ასეთი პოპულარული და რატომ არის ისინი დღეს სრულიად მივიწყებული? დღევანდელ სტატიაში სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ.


image


დღესდღეობით, ბევრი ამტკიცებს, რომ კომბინაციები საბჭოთა გამოგონებაა, რომელიც ძირითადად, სსრკ-ში და "სოციალისტური ბანაკის" ქვეყნებში იყო გავრცელებული, მაგრამ ეს ასე არ არის - ამ ტიპის საცვლები პოპულარული ბევრ კაპიტალისტურ ქვეყანაშიც იყო, მაგალითად, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ავსტრიაში.


image


საბჭოთა კავშირში განსაკუთრებული მოთხოვნა უფრო აბრეშუმისა და სინთეტიკურ კომბინაციებზე იყო. გდრ-ში, პოლონეთსა და იუგოსლავიაში წარმოებული ტანსაცმელი, რომელიც მაქმანებით იყო გაწყობილი და მაღალ ხარისხს განეკუთვნებოდა, ყოველთვის დეფიციტში იყო. კომბინაციები პოპულარული, პირველ რიგში, მიმზიდველი ვიზუალური მხარის გამო იყო. სსრკ-ში ლამაზ საცვლებთან დაკავშირებით ყველაფერი არც იმდენად კარგად იყო, ამიტომ თუნდაც ყველაზე უბრალო კომბინაციაც კი ნაქსოვ გამაშებთან შედარებით ბევრად უფრო სექსუალურად გამოიყურებოდა.


image


ამ ტიპის თეთრეულზე მოთხოვნის მეორე მიზეზი წმინდა ესთეტიკური იყო. საბჭოთა საზოგადოებაში სასტიკად იგმობოდა თამამი და სექსუალური სამოსი. ამიტომ საჭირო იყო არა მხოლოდ სხეულის შიშველი ნაწილების, არამედ ტანსაცმლის შიგნიდან მომზირალი ბიუსტჰალტერის დამალვაც კი. თუ ბლუზა გამჭირვალე იყო, საიდანაც თეთრეული მოჩანდა, ასეთი კომბინაცები სიტუაციას ერთმნიშვნელოვნად შველოდა.



image


მესამე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი იყო პრაქტიკულობა. სსრკ-ს ეპოქაში მოდური, სინთეტიკური ქსოვილისგან დამზადებული კაბები და ქვედაბოლოები სხეულს საშინლად ეწებებოდა. იმ დროს ადვილი არ იყო ანტისტატიკური საშუალებების ჩვეულებრივ, საყოფაცხოვრებო ქიმიკატების მაღაზიაში შეძენა. კომბინაციები კი ტანსაცმელსა და სხეულს შორის დამატებით ფენას ჰქმნიდა, რითაც ის მოდისმოყვარულებს გარკვეული დისკომფორტისგან იცავდა.


image


ქალები კომბინაციებზე უარს არც ზამთარში ამბობდნენ, მიზეზი კი მარტივი იყო, კომბინაციები შალის უსიამოვნო სამოსის შეხებისგან კანს იცავდა და მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა კომფორტზეც ზრუნავდა. როგორც ირკვევა, სსრკ-ს ქალებს არაერთი მიზეზი ჰქონდათ რომ მაშინდელი გარდერობის ეს მნიშვნელოვანი ელემენტი განსაკუთრებულად ჰყვარებოდათ.




რატომ იქცა კომბინაცია ისტორიად


image


ახლა, როდესაც ბევრი ქალი უკვე სექსუალური იმიჯის შექმნას მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით ცდილობს, მსგავსი კომბინაციები უკვე სრულიად შეუფერებელი და არააქტუალურია. ბევრ გოგონას კი პირიქით, ის უფრო ადარდებს ჩანს თუ არა მისი ლამაზი ქვედა საცვლები ტანსაცმლიდან. სპეციალურმა სარეცხმა საშუალებებმა, სპრეებმა თუ აეროზოლებმა ტანსაცმლის განმუხტვის პრობლემაც მოხსნა და ახლა უკვე სინთეტიკური სვიტერიც კი კანის აღარანაირ გაღიზიანებას აღარ იწვევს. კომბინაციები წარსულს ჩაბარდა. ლამაზ, მაცდუნებელ თეთრეულთან დაკავშირებით პრობლემებიც აღარ არსებობს. ვინ იცის, იქნებ ოდესღაც კომბინაციები კვლავ შემოვიდეს მოდაში, როგორც ეს ფართეტოტიან შარვალებთან დაკავშირებით არაერთხელ მოხდა.









0
489
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
489