x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
აშშ-ში დამნაშავეს, რომელიც სიკვდილით დასჯას 41 წელი ელოდება, ინექცია ვერ შეუყვანეს - მისი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი არიან თავად ციხის თანამშრომლები

image

73 წლის თომას იუჯინ კრიჩის სიკვდილით დასჯა აიდაჰოში 28 თებერვალს იგეგმებოდა. თუმცა, ბოლო მომენტში ეს ვერ შეძლეს: მათ ვერ მოახერხეს საინექციო წვეთოვანის შეყვანა.


კრიჩს 41 წლის წინ მიუსაჯეს სიკვდილი, ჯამში კი ნახევარი საუკუნე გაატარა ციხეში.ახლა დამნაშავეს ისევ მოუწევს ლოდინი.ამ კაცის მთავარ საიდუმლოდ რჩება ის, რომ არავინ იცის, რამდენი დანაშაული ჩაიდინა სინამდვილეში.



Intermedia.ge მოგვითხრობთ ერთ-ერთი ყველაზე უცნაურ და იდუმალების მოსილ პატიმრის ისტორიას ისტორიას .



თომას კრიჩი ციხის პერსონალის მეგობარი გახდა



აიდაჰოს შტატში კრიჩის სიკვდილით დასჯა პირველი მსგავსი მოვლენა იქნებოდა ბოლო 12 წლის განმავლობაში.თუმცა, ციხის მრავალი თანამშრომელი, ისევე როგორც უფლებადამცველი, ბოლომდე იბრძოდნენ დამნაშავის სიცოცხლის გადასარჩენად.და მათი ლოცვები, როგორც ჩანს, ისმინა მამაზეციერმა.


კრიჩმა განაჩენის აღსრულების მოლოდინში 41 წელი გაატარა, -ეს არის რეკორდი, აქამდე მსგავსი რამ არ ყოფილა.


ციხის მცველებისთვის ის დიდი ხანია გახდა მშვიდი ხანშიშესული პატიმარი, რომელთანაც ისინი მრავალი წლის განმავლობაში კეთილგანწყობილ ურთიერთობაში იყვნენ.გისოსებს მიღმა ყოფნისას კრიჩმა ლექსების წერა დაიწყო და ზოგიერთი ციხის ზედმახედველებსაც მიუძღვნა.


სიკვდილით დასჯის გაუქმების მომხრეა ციხის ყოფილი უფროსიც კი, რომელიც მსჯავრდებულის მეგობარი იყო.


"არიან მცველები, რომლებიც ფაქტიურად ტომ კრიჩთან ერთად გაიზარდნენ.ციხის უფროსს მასთან დიდი ხნის თბილი ურთიერთობა აქვს.მათ შორის დროში გამყარებული ურთიერთგაგებაა "-ამბობს ჯოშ ტევალტი, აიდაჰოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორი.


ადვოკატები ბოლო წუთამდე ცდილობდნენ რაიმეს გაკეთებას.კერძოდ, ისინი უტრირებდნენ იმ ფაქტზე, რომ საინექციო ნივთიერება, რომელიც დამნაშავესთვის უნდა გაეკეთებინათ, უცნობი წყაროდან იყო მოპოვებული.



ამავე დროს, კრიჩს არ შეიძლება ეწოდოს უცოდველი მსხვერპლი.1981 წელს იგი რეალურად გაუსწორდა სხვა პატიმარს და ასევე აღიარა 40 მსგავსი დანაშაული.მართალია, გამოძიებამ მხოლოდ 5 შემთხვევაში შეძლო მისი დამტკიცება.


მძიმე ბავშვობა



თომას იუჯინ კრიჩი დაიბადა 1950 წლის 9 სექტემბერს ჰამილტონში, ოჰაიო.მთელი ბავშვობა მშობლების ჩხუბს უყურებდა.საქმე განქორწინებით დასრულდა, რის შემდეგაც კრიჩი მამასთან დარჩა.რამდენიმე წლის შემდეგ მძიმედ დაავადებული მამამისი გარდაიცვალა და ეს მოხდა მისი შვილის თვალწინ.მიზეზები უცნობია, მაგრამ კრიჩი ამტკიცებდა, რომ ინციდენტის შემდეგ მან სასტიკად სცემა მომვლელ მედძმას. შემდეგ იწყება პერიოდი, რომელიც ცნობილია მხოლოდ ჭორებით და თავად კრიმინალის მოყოლილი ამბებით.


გამომძიებლები დღემდე ვერ ამბობენ დარწმუნებით, რა არის სიმართლე და რა არის გამოგონილი.ითვლება, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ კრიჩმა უგზო-უკვლოდ ხეტიალი დაიწყო.1969 წელს ის ძარცვისთვის დააპატიმრეს, ორი წლის შემდეგ კი პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.


1973 წელს ის დაქორწინდა 17 წლის თომასინა ლორენ უაითზე, რომელიც გამომძიებლების თქმით, მინიმუმ მისი ერთ-ერთი დანაშაულის თანამონაწილე გახდა. კრიჩი მასთან ერთად გაემგზავრა პორტლენდში, შტატი ორეგონი და ეკლესიაში მომვლელად მოეწყო მუშაობა.რამდენიმე ხნის შემდეგ ოთახში, სადაც ის ცხოვრობდა, 22 წლის უილიამ ჯოზეფ დინის ცხედარი იპოვეს.მოგვიანებით კრიჩი ამ დანაშაულში დამნაშავედ ცნეს.



2019 წელს ტელეარხ KIVI-TV-სთვის მიწერილ წერილში კრიჩი ამტკიცებდა, რომ მისი ცოლი თომასინა უაიტი 1974 წელს 11 მამაკაცმა გააუპატიურა და შემდეგ მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადააგდეს .ამის შემდეგ ის „პარლიზებულია დარჩა და გაგიჟდა“.



მანიაკის მეუღლემ ნადვილად თავი მოიკლა ფსიქიატრიულ კლინიკაში, თუმცა რამ გამოიწვია ეს, უცნობია. იმავე 1974 წელს მას ბრალი დასდეს ვინმე პოლ შრედერის მკვლელობაში ტუსონში, არიზონა.სასამართლომ კრიჩი გაამართლა.


იმავე წლის ნოემბერში, ის და მისი ახალმა შეყვარებული 17 წლის კეროლ სპოლდინგი, ავტოსტოპით გამეგზავრნენ მშობლიურ აიდაჰოში.გზად თომას არნოლდი და ჯონ ბრედფორდი დაიმატეს, რაღაც მომენტში კრიჩმა თოფი ამოიღო და ორივე მოკლა.დიდი ხნის განმავლობაში ის არ აღიარებდა თავის დანაშაულს, მაგრამ მოგვიანებით ამტკიცებდა, რომ მამაკაცები თითქოსდა მის შეყვარებულს ეჩალიჩებოდნენ და იმიტომ მოკლა.


image



გამოძიების დროს კრიჩმა მოულოდნელად აღიარა ათობით მძიმე დანაშაული.



1975 წელს კრიჩმა მოულოდნელად განაცხადა, რომ იგი იყო პასუხისმგებელი თითქმის ათობით ადამიანის სიცოცხლეზე, მაგრამ არა არნოლდსა და ბრედფორდზე. მისი თქმით, 26 ადამიანი მოკლა, თუმცა გამოძიებამ მხოლოდ 11 გარდაცვლილის ნაშთი იპოვა .



აიდაჰოს შტატის ადას ოლქის ყოფილმა პროკურორმა განაცხადა, რომ პოლიციელებმა კალიფორნიის მაღაროში, მრავალი ჩონჩხი იპოვეს იმ ადგილზე, რომელზეც კრიჩმა მიუთითა.

imageფოტოზე: კრიჩის დაკავება 1975 წელი




უცნაური კრიმინალის სასამართლო პროცესმა სერიოზულად შეაშფოთა ხელისუფლება.ამბობდნენ, რომ კრიჩი იყო ცნობილი ბაიკერთა ჯგუფის " ჯოჯოხეთის ანგელოზების"წევრი, რომლის წევრები, სავარაუდოდ, სასამართლოზე შეტევას და მის გათავისუფლებას გეგმავდნენ.



ამავდროულად, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ჯერ კიდევ 1965 წელს იგი გახდა სატანისტი და მისი ზოგიერთი დანაშაული, სავარაუდოდ, მსხვერპლთშეწირვას უკავშირდებოდა. თუმცა, ითვლება, რომ სამართალდამცავებმა ბევრი ასეთი აღიარება თავად კრიჩისგან მოისმინეს, მას შემდეგ, რაც მას ეგრეთ წოდებული "სიმართლის შრატი" გაუკეთეს.ამჟამად, ასეთი ნივთიერებების გავლენის ქვეშ მიცემული "აღიარება" არ ითვლება საიმედოდ.



ბევრი უფლებადამცველი ეჭვობს, რომ კრიჩმა უბრალოდ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მოიგონა სისხლიანი ისტორიების უმეტესობა.. გარდა ამისა, როგორც ერთ-ერთმა დეტექტივმა განაცხადა 1975 წელს, კრიჩმა სისხლიანი სატანისტური რიტუალების აღწერილობა მთლიანად ისესხა ჟურნალ Playboy-ის სტატიიდან.


მაგრამ რაც შეეხება სწორად მითითებულ სამარხებს? საიდან იცოდა მან ამის შესახებ? ამავდროულად, მისი ჩვენების თითქმის ნახევერი აღმოჩნდა სიმართლე.



ახლა გამომძიებლები თვლიან, რომ კრიმინალს კავშირი ჰქონდა ცხრა მკვლელობასთან, თუმცა რეალურად 5 დაუმტკიცეს


ასეა თუ ისეა, 1975 წელს კრიჩს არნოლდ-ბრედფორდის საქმეზე სიკვდილი მიესაჯა. უფრო მეტიც, ნაფიც მსაჯულებს სჭირდებოდათ რამდენიმე დღიანი განხილვა, რადგან დანაშაულის გარემოებები ძალიან დამაბნეველი იყო.


1979 წელს სიკვდილი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.


ციხეში ყოფნის დროს კრიჩი დამლაგებლად დანიშნეს, 1981 წელს მან 22 წლის დევიდ ჯენსენი მოკლა, რომელიც მანქანის გატაცებისთვის იჯდა ციხეში, კონფლიქტი დანაგვიანების გამო მოხდა.


1983 წელს სამუდამო პატიმრობა ისევ სიკვდილით შეუცვალეს, მას მერე მოყოლებული-41 წელი იგი სიკვდილით დასჯას ელოდება.

imageფოტოზე:აიდაჰოს მკაცრი რეჟიმის ციხე


კრიჩის უცნაური რეპუტაცია ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ არავის შეუძლია დაასახელოს მისი დანაშაულების ზუსტი რაოდენობა. თავად მან სხვადასხვა დროს 26-დან 42-მდე მკვლელობა დაასახელა.



სასჯელის გამოტანის შემდეგ კრიჩი ძალიან წესიერად იქცევა და დაიმსახურა სამაგალითო თუ არა, საკმაოდ თვინიერი პატიმრის რეპუტაცია.


ამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში ის გახდა აიდაჰოს მკაცრი რეჟიმის ციხის ცოცხალი თილისმა. ბევრმა ზედამხედევლმა ამ ხნის განმავლობაში მოახერხა როგორც სამსახურში მოწყობა, ასევე პენსიაზე გასვლა და ამ წლების განმავლობაში მასთან თბილი დამოკიდებულება ჰქონდათ და არანაირი პრობლემა არ შეუქმნია.


image

image

სხვა კრიმინალური ამბები იხილეთ <<ამ ბმულზე>>

0
347
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
347
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0