x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134555
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508613
რატომ არ უნდა განვსაჯოთ და განვიკითხოთ სხვა?
image


24 წლის ბიჭმა, რომელსაც მატარებლის ფანჯრიდან თავი ჰქონდა გადმოყოფილი, დაიძახა:

-მამიი, ნახე ხეები უკან-უკან მიდიააან.

მამას გაეღიმა. იქვე, შეყვარებული წყვილი გაკვირვებული უყურებდა ბიჭის ასეთ ქცევას...ბიჭმა ისევ დაიძახა:


- მამიი, ნახე ღრუბლები ჩვენთან ერთად მოდიააან.

შეყვარებულმა წყვილმა ჩუმად, დამცინავად ჩაიცინა...და მამას უთხრა:

-რატომ არ მიგყავთ თქვენი შვილი ვინმე კარგ ექიმთან, კარგ საავადმყოფოში?- და ისევ ჩაიცინა...

-იცით, ახლა ზუსტად საავადმყოფოდან მოვდივართ, ნიკა დაბადებიდან ბრმაა. მხოლოდ ახლა, დიდი შრომის შედეგად, აუხილეს თვალი ექიმებმა და პირველად ხედავს სამყაროს...


მორალი: არასდროს დავცინოთ, არასდროს გავკიცხოთ, არასდროს ჩავერიოთ უხეშად სხვის საქმეში, არასდროს მივცეთ თავს სხვის პირად სივრცეში შეჭრის უფლება ...

0
53
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0