სხვა რატომ არ უნდა განვსაჯოთ და განვიკითხოთ სხვა? 28 თებერვალი, 18:44 24 წლის ბიჭმა, რომელსაც მატარებლის ფანჯრიდან თავი ჰქონდა გადმოყოფილი, დაიძახა: -მამიი, ნახე ხეები უკან-უკან მიდიააან. მამას გაეღიმა. იქვე, შეყვარებული წყვილი გაკვირვებული უყურებდა ბიჭის ასეთ ქცევას...ბიჭმა ისევ დაიძახა: - მამიი, ნახე ღრუბლები ჩვენთან ერთად მოდიააან. შეყვარებულმა წყვილმა ჩუმად, დამცინავად ჩაიცინა...და მამას უთხრა: -რატომ არ მიგყავთ თქვენი შვილი ვინმე კარგ ექიმთან, კარგ საავადმყოფოში?- და ისევ ჩაიცინა... -იცით, ახლა ზუსტად საავადმყოფოდან მოვდივართ, ნიკა დაბადებიდან ბრმაა. მხოლოდ ახლა, დიდი შრომის შედეგად, აუხილეს თვალი ექიმებმა და პირველად ხედავს სამყაროს... მორალი: არასდროს დავცინოთ, არასდროს გავკიცხოთ, არასდროს ჩავერიოთ უხეშად სხვის საქმეში, არასდროს მივცეთ თავს სხვის პირად სივრცეში შეჭრის უფლება ... 55 შეფასება არ არის
|