საქართველო "ეს უთავმოყვარეო არარაობა რომ მსჯელობას ბედავს, ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა"- ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი 28 თებერვალი, 17:59 "ევროპული საქართველოს" წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" გიგი უგულავს სტუმრობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას "ქართველი ხალხის შეურაცხყოფას" უწოდებს":"ეს ჭკუასუსტი, უპირო, ადამიანებით მოვაჭრე, უთავმოყვარეო არარაობა რომ პოლიტიკაზე საჯაროდ მსჯელობას ბედავს, ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა."- წერს "ტაბულას" ყოფილი დამფუძნებელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე და გუშინ, "ტვ პირველის" ეთერში უგულავას მიერ გაკეთებული განცხადებიდან ამონარიდს აზიარებს."პოლიტიკური ლიდერების მოწონებით არ იქნება, ეს არ იქნება "სექსი" არჩევნები", – ამის შესახებ გიგი უგულავამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსთვის მთავარი მიზანია ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლა, რაც, უგულავას განცხადებით, ქვეყანაში ძალაუფლების შეცვლისა და კოალიციური მმართველობის შედეგად მოხდება.342 შეფასება არ არის |