x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
რატომ ადანაშაულებდა ნავალნი ომის დაწყებაში სააკაშვილს და რაში სდებდა ბრალს ქართულ მხარეს?
image.

ახლახან მოკლული რუსი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი საქართველოს მიმართ ყოველთვის მწვავე განცხადებებს აკეთებდა და მიიჩნევდა, რომ აფხაზეთი და ოსეთი რუსული მიწაა და რუსეთის ფედერაციამ დროულად უნდა აღიაროს ისინი.. სააკაშვილის მიმართაც მწვავე განცხადებები ხშირად გაკეთებულა.

.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ალექსეი ნავალნი ქართველებს ომის პროვოცირებაში ადანაშაულებდა და ფიქრობდა, რომ რუსეთს საქართველოზე ფრთოსანი რაკეტა უნდა დაეშინა. 2013 წელს, ალექსეი ნავალნიმ, კრიტიკის საპასუხოდ, „ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს თქვა:


.
„ვწუხვარ ჩემი არასწორი განცხადებების გამო, როდესაც ქართველები მოვიხსენიე „გრიზუნებად“ (მღრღნელი), მე არასწორად მოვიქეცი და ეს იყო შეცდომა. პოლიტიკოსი ვარ და შეცდომის აღიარება შემიძლია, მაგრამ ჩემი პოლიტიკური შეხედულებები არ შეცვლილა. 2008 წლის ომი საქართველოსა და რუსეთს შორის, საქართველოს მთავრობის ქმედებებს მოჰყვა. სამხრეთ ოსეთი და
აფხაზეთი დე ფაქტო რეგიონები იყო, წლებია. ისინი არ იმართებოდნენ წლების განმავლობაში თბილისის მიერ, მათი მთავარი დამფინანსებელი/ სპონსორი კი, წლებია, რუსეთია. მე თუ პრეზიდენტი გავხდები, რაღაც პერიოდის
განმავლობაში, რუსული ბაზები შენარჩუნდება ამ ტერიტორიებზე, მაგრამ დარჩება თუ არა სულ, ამაზე ახლა მზად არ ვარ პასუხისთვის. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს სამსჯელო და კომპლექსური საკითხებია. მაგრამ რუსეთმა ხვალ რომ შეწყვიტოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაფინანსება, რა მოხდება, რა შეიცვლება? საქართველოს დაუბრუნდებიან?“ - აღნიშნავდა ნავალნი.

.
სხვათა შორს, თავიდან, როცა პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო და მარშებს უკეთებდა ორგანიზებას, ნავალნი წერდა: „დაგვღალეს უკვე ჩეჩნებმა. ხან რას ითხოვენ და ხან – რას. ხან მეტი ფული უნდათ, ხან ფილმები არ მოწონთ, ასე არ გამოვა... ეს კი იმ ფონზე, როცა თათრები არაფერს ამბობენ, არადა, მათ რეალურად აქვთ მოთხოვნების უფლება, თუმცა ნორმალურად იქცევიან“.

2
796
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
796
  
"მოკლული" საიდან იცით რო მოკლულია? თუნდაც ეგრე იყოს,რატომ არის საინტერესო საქართველოსთვის? ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე წერეთ,პრობლემების მეტი რა არის და შეშვით ამ გაწუწკებულ რუს პოლიტიკოსებს თუ გენერლებს,რა თქვენი საქმეა. თუ პუტინი ყველა ნორმალურ კონკურენტს მოიშორებს,ეს რატომ არის საქართველოსთვის ცუდი? ადრე იქნება თუ გვიან,ცელიანი კაცი მიაკითხავს ვოვას,თუ მაგ დროისთვის რუსეთში ნორმალური არავინ იქნება ან შიდა ბრძოლები დაიწყება ეს იქნება ძალიან კარგი. მასე ეგონა კარლოს დიდს თავის დროზე,გვრიგვინი თავისით დაიდგა თავზე და იმპერატორად გამოაცხადა თავი,თუმცა მერე მოკლვდა და მისი ფრანკთა სამეფო დაიშალა. ასე იყო ნაპოლეონიც და ასეთი ბედი ელის პუტინსაც და რუსეთსაც. ერთი კი არის,როცა ეს მოხდება ასანთის გაკვრა იქნება საჭირო და საინტერესოა,ვის ექნება ტრ... ამის გაკეთების
4 მარტი, 23:04
სულით დამპალი+მყრალი რუსები სულ სხვა ხალხის ტერიტორიებს იპყრობდნენ მე-10 საუკუნიდან,განადგურებული ყავთ 9 ერი და +აფხაზების განადგურება დაიწყეს 1820 წლიდან რაც გაგრძელდა 1864-მდე და ჩამოასახლეს აფსუები ხოლო 1867-ში ქართული დამწერლობა და ენა შეცვალეს რუსულით,სატანისტები ხართ რუსებო+ხუთქიმიანი ვარსკვლავის=მასონთა ხროვის მონა-მორჩილნი.
0 1 2