x
გულის ნაამბობი
იმ საღამოს სასეირნოდ გამოვედი, თითქოს წვიმას აპირებდა, ცა მოღრუბლულიყო, ხეები გატიტვლებულიყვნენ, აქა-იქ თუ გაიგებდი ჩიტების მიკნავებულ ხმას, თითქოს მათსაც ციოდათ როგორც მე, მაგრამ წინ მივიწევდი ...
- არ დანებდე ! _ მეუბნებოდა გული, თითქოს რქებით ვაწვებოდი სიცივეს, ისე მინდოდა იმ საღამოს, იმ უღიმღამო დღის გატარება გარეთ, ვერც კი ვამჩნევდი, როგორ დაჰკარგვოდა ფერი მთელ სამყაროს ...თითქოს ტილო დაძველებულიყო ან ფერები ჩამოერეცხა მხატვარს, მაგრამ მე მივდიოდი, მონაცრისფრო ცა მიღიმოდა უცებ აღელვება ვიგრძენი, თითქოს მთელი არსებით მომინდა იმ ადგილზე გაშეშება, გაქცევა უკან ... ჟრუანტელი მივლიდა და მთელი

image

სხეული ამიცახცახდა, პირისპირ აღმოვჩნდი ადამიანთან, რომელიც ვერ

გამერკვია ვინ იყო, თავი პატარა "კრავად" ვიგრძენი, მეგონა "მგლის" წინაშე ვიდექი და შეჭმას მიპირებდა მისი სახე უნდა გენახათ შავი თვალები და მოგრძო თმა, მისი ტუჩები .... მისი სხეული ..


არ გეგონოს , მისი ტანი ან მისი ძლიერი მკლავები მხიბლავდეს, უბრალოდ ჩემნაირი გოგოსთვის ძალიან დიდი იყო, შეუსაბამო და ყველასგან განსხვავებული . ხელი ჩამკიდა და წამიყვანა, მიმიყვანა იქ სადაც არ უნდა მივსულიყავი, თითქოს ფეხსაც მივითრევდი, მაგრამ მაინც მივდიოდი ! ერთ ადგილას მივედით ირგვლივ ყველაფერი გაყვითლებულიყო შემოდგომისგან, უეცრად იელვა და კოკისპირულად გაწვიმდა, მე დავსველდი, მან მხოლოდ გაიღიმა და ვიგრძენი ... ვიგრძენი მზემ როგორ შემიშრო წვეთები ... დამსცხა და ... ვიგრძენი საამო ნიავი, თმას ნჰაზად რომ ეალერსებოდა და აქეთ- იქეთ ნელ-ნელა არხევდა .
ის ისევ მიღიმოდა ! მანმ ფუნჯი აიღო და ხატვა დაიწყო, დავინახე მის ნახატში როგორ გაცოცხლდა ბუნება, თითქოს ხალხმაც დაიწყო სიარული და რაღაცას ბჭობდნენ, არ ვიცოდი რას, თუმცა არ მაინტერესებდა .... მან ამოსვარა საღებავში ფუნჯი და დამხატა, დამხატა მაგრამ ....
მაგრამ....
მაგრამ... ჩემი სხეული შიშველი იყო ....
შემრცხვა ! ისე სწრაფად და შეუცდომლად ხატავდა !
ის მხოლოდ იღიმოდა !
- ნუ იღიმი !!! _ თითქოს ცხოველმა გაიღვიძა ჩემში ! მან გაკვირვებით შემომხედა, ფუნჯი ისევ საღებავძში ამოსვარა და ჩემს შიშველ ნახატს ტანზე სამოსელი ჩააცვა, თმები გაუწეწა, სახეზე ღიმილი წაშალა და მხატვარი გაქრა ... შემეშინდა, თითქოს გულმა ძგერა შეწყვიტა, არ ვიცი ეს გრძნობა შიშისგან იყო თუ სიყვარულისგან, მაგრამ მე ჩემს თავს არ ვგავდი ! უბრალოდ წამებში გადავიქეცი სხვა ადამიანად, აღარ ვიყავი ის რაც აქამდე ვიყავი ! ფოთლები აშრიალდნენ, ბუნება ირგვლივ ახმაურდა, ნახატში ჩემი აწეწილი თმები ნელ-ნელა შეირხა, სახე ღიმილმა მოიცვა, უსასრულო ბედნიერება ვიგრძენი და ყურში ჩამსჩურჩულა ხმამ ... - "მიყვარხარ!" ირგვლივ მიმოვიხედე, ამ სიტყვების წარმომთქმელს ვეძებდი მაგრამ მხოლოდ მე ვიყავი განმარტოვებული იმ ადგილას და ჩემს გაცოცხლებულ ნახატთან ერთად, თავი დავხარე ... და ისევ მოისმა ხმა რომელიც კვლავ ამბობდა "მიყვარხარ" ს....
"მეც მიყვარხარ მარტოობავ " - ჩემი პასუხი გავეცი მას .... ვყვიროდი ... ! მინდოდა უსასრულობამდე წასულიყო ჩემი ხმა და გაეგონა მას ....

4
55
6-ს მოსწონს
ავტორი:ლანუ
ლანუ
55
  
0 1 4