x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ყველა ზღვარს გადავიდნენ: 5 ვარსკვლავი, რომელმაც იმაზე მეტი აჩვენა ვიდრე საჭირო იყო

image


უხერხული სიტუაციებისგან დაზღვეული არავინაა, თვით მსოფლიო მასშტაბის ვარკვლავებიც კი, თუმცა რიგითი მოკვდავებისგან განსხვავებით სელებრთების კაზუსები სინათლის სიჩქარით ვრცელდება და ტაბლოიდური გამოცემების განხილვის მთავარ თემადაც იქცევა. წარმოგიდგენთ უხერხულ სიტუაციებს, რომლებშიც მსოფლიო შოუ - ბიზნესის ცნობილი სახეები აღმოჩნდნენ.




კეტი პერი


image


კეტი პერი კონცერტებისთვის ყოველთვის უჩვეულო ჩაცმულობას ირჩევს. ზოგჯერ ვერც კი ხვდები, ეს უხერხული დამთხვევაა თუ მომღერლის კარგად გააზრებული ნაბიჯი. დროდადრო კეტი დავიწყებას ეძლევა და საკუთარ თაყვანისმცემლებს თავს აი, ასეთი პროვოკაციული "ლუქებით" ახსენებს. ნაკლებ სავარაუდოა, რომ მსმენელი მის კონცერტზე სწორედ "ამის" სანახავად მისულიყო.





რიანა


image


რიანას მდიდრული კაბა ერთი შეხედვით არა მხოლოდ კომფორტული, არამედ უაღრესად მოკრძალებულიც ჩანდა, თუმცა კაზუსის თავიდან აცილება ვარსკვლავმა მაინც ვერ შეძლო: ბარბადოსელ ლამაზმანს მკლავის ცალი მხარე მოღალატურად ჩამოუცურდა და თაყვანისმცემლებს იმაზე მეტი აჩვენა, ვიდრე საჭირო იყო. რიანამ კაბის მხარი აუღელვებლად გაისწორა და პაპარაცებს ამ უხერხული მომენტის დაფიქსირების საშუალებაც მისცა.






ლედი გაგა


image


როგორც ჩანს, ლედი გაგას საკუთარ იმიჯში მეტი ექსცენტრულობის შეტანა სურდა, თუმცა საბოლოო ჯამში ის მაინც მეტისმეტად უცნაური გამოვიდა. მისი კაბის წინა მხარე რთული დეკორით იყო გაფორმებული, მაშინ როდესაც მისი უკანალი საჯაროდ იყო გამოფენილი. მიუხედავად იმისა, რომ ლედი გაგას უცნაურ ჩაცმულობას მსმენელი უკვე დიდი ხანია მიეჩვია, სელებრითის "ლუქი" მაინც უგემოვნოდ ჩათვალეს.




ჯენიფერ ლოურენსი


image


კიდევ კარგი რომ მსახიობს ბიუსტჰალტერი მანქანაში და არა წითელ ხალიჩაზე გაეხსნა, თუმცა ეპიკური დაცემის გმირს უკვე აღარაფრის რცხვენია - ყურადღების ცენტრში ყოფნას ის უკვე დიდი ხანია მიეჩვია.




ტეილორ სვიფტი


image


ამერიკელი მომღერალი "Billboard Music Awards"-ზე ღრმა ჭრილიან, მდიდრულ ღია ვარდისფერ კაბაში გამოჩნდა. ვარსკვლავი ღონისძიების ოფიციალურ ფოტოებზე უდაოდ ეფექტურად გამოიყურებოდა, თუმცა საღამოს განმავლობაში ტეილორს ექსტრავაგანტულმა ჭრილმა არაერთხელ უმტყუნა.







0
607
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
607