მსოფლიო ჩეზარე მორი, კაცი რომლის დახმარებითაც დაამარცხა სიცილიური მაფია ბენიტო მუსოლინიმ 26 თებერვალი, 18:35 1924 წლის მაისში, ბენიტო მუსოლინი რომელიც იმ დროს იტალიის სამეფოს პრემიერ-მინისტრი იყო, სიცილიაში ჩავიდა პალერმოს პროვინციის ქალაქ პიანა დეი გრაიჩის გავლით. აღნიშნულ ქალაქში მუსოლინი ქალაქის მერს და ადგილობრივი მაფიის ლიდერს ფრანჩესკო კუჩმას შეხვდა. ბენიტო მუსოლინი ფრანჩესკო კუჩმა ქალაქის მერმა, რომელიც ადგილობრივი მაფიის ლიდერიც იყო ბენიტოს მიმართა შემდეგი სიტყვებით: " შენ აქ არაფერში გჭირდება ამხელა ესკორტი, რადგან შენ ჩემი მფარველობის ქვეშ ხარ"! ბენიტომ მადლობა გადაუხადა ადგილობრივი მაფიის ლიდერს და ქალაქის მერ კუჩმას, თავისთვის კი გაიფიქრა: "ადგილობრივი მაფია ძალიან ძლიერია და ეს ხელს შეუშლის ფაშისტურ პარტიას კუნძულის კონტროლში". გაიფიქრა და სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება-გაენადგურებინა სიცილიური მაფია. ბენიტომ საკმაოდ რთული მისია დააკისრა პალერმოს პრეფექტს ჩეზარე მორის (რომელსაც ლამის მთელი იტალია "რკინის პრეფექტის" მეტსახელით იცნობდა). პრეფექტიც ასევე სწრაფად შეუდგა მისიის შესრულებას, მთელი იტალიიდან შეკრიბა მაფიის მოძულე "კარაბინერების" მცირე არმია და შეუდგა დავალების შესრულებას, მართლაც, რომ რკინის ხელით. ჩეზარე და მისი არმია ქალაქიდან ქალაქში გადაადგილდებოდა და აკავებდა ჩეზარეს მხარდამჭერების მიერ დასმენილ, მაფიასთან კავშირში შემჩნეულ ეჭვმიტანილებს. გაქცეული ეჭვიმატინელების ჩასაბარებლად კი ჩეზარე იყენებდა აპრობირებულ მეთოდს-აკავებდა ეჭვმიტანილის მთელ ოჯახს, რაც თავმოყვარე იტალიელებს აიძულებდა ოჯახის თავისუფლების სანაცვლოდ ჩეზარეს და მის ხალხს ჩაბარებოდა. ჩეზარე და მისი არმია მოქმედებდა უსასტიკესი მეთოდებით, მაფიოზებს ფერმებში მსხვილფეხა საქონელსაც კი უნადგურებდნენ, ქონებას კონფისკაციას უკეთებდნენ. დაკავებულების გამოსატეხად ყველაზე მძიმე ფორმის წამებასაც კი არ ერიდებოდნენ, რამაც შედეგი გამოიღო და მაფიასთან კავშირში მყოფი 11 000 ადამიანი იქნა დაკავებული და სასამართლოსთვის გადაცემული. 1200 ადამიანს სასამართლომ უმძიმესი განაჩენი გამოუტანა, ნაწილი გადაასახლეს ზედამხედველობის და მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნით. უამრავი გავლენიანი მაფიის ლიდერი და წევრი იტალიიდან გაიქცა, მათ შორის კარლო გამბინო და ჯოზეფ ბონანო, ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიქცნენ და საერთაშორისო კრიმინალური გაერთიანების "კოზა ნოსტრას" ერთერთი ლიდერები გახდნენ ამერიკაში, კერძოდ კი ნიუ-იორკში. 1929 წლის ივნისში მუსოლინიმ მორი გაიხმო რომში და სენატორად დანიშნა. მალე ფაშისტურმა პარტიამ სიამაყით განაცხადა, რომ სიცილიური მაფია განადგურებულია. 1929 წელს მორიმ დატოვა პალერმოს პრეფექტის პოსტი და სენატორი გახდა. 1930-იან წლებში სიცილიაში მკვეთრად იკლო ორგანიზებულმა დანაშაულმა, რაც ჩეზარე მორის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგი იყო. პარადოქსია, მაგრამ სიცილიაზე ანტიჰიტლერული კოალიციის შეტევამ დასაბამი მისცა სიცილიური მაფიის აღორძინებას, რადგან ანტიჰიტლერულ კოალიციას სძულდა ფაშისტური რეჟიმი და მოკავშირეებმა გადაწყვიტეს დაყრდნობოდნენ სიცილიური მაფიის ლიდერებს კუნძულის მართვაში. ჩეზარე მორი 1942 წელს ისე გარდაიცვალა, სიცილიაში მაფიის აღორძინებას არ მოსწრებია. 369 5-ს მოსწონს |