x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138440
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512070
5 ვარსკვლავი, რომლებსაც მეტი მოკრძალება არ აწყენდათ

image


როცა საქმე ცნობილი ადამიანების გემოვნებასა და სტილს ეხება, მათი უნაკლო და განსაცვიფრებელი კოსტიუმებისგან აღფრთოვანებას უმრავლესობა ჩვენგანი ვერ მალავს, თუმცა ხანდახან ისეც ხდება რომ ყველაზე ცნობილი ადამიანებიც კი მოდური კონფუზების მსხვერპლი ხდებიან, რის გამოც სოციალურ ქსელებში მემებისა და დისკუსიის საგანი ხდებიან. მოდით, ჩავუღრმავდეთ შოუ - ბიზნესის სამყაროს და გავარკვიოთ რამ მიიყვანა ზოგიერთი ვარსკვლავი მოდურ მარცხამდე.



ემა უოტსონი


image


ფილმის პრემიერაზე ბრიტანელმა მსახიობმა ემა უოტსონმა წვიმიანი ამინდისთვის სრულიად შეუსაბამო ჩაცმულობა შეარჩია. ქარმა ვარსკვლავს კაბის კალთა მოულოდნელად აუფრიალა და საცვლები გამოუჩინა, რაც უხერხულობის მიზეზად იქცა, თუმცა სელებრითს სიტუაციიდან ღირსეულად გამოსვლაში მისივე ქარიზმა დაეხმარა.





ჯოან როულინგი


image


ჰარი პოტერის სამყაროს ცნობილი "დედა" ერთხელ შეხვედრაზე შვილებთან ერთად მივიდა კაბით, რომელიც მის ჩვეულ, უნაკლო სტილს სრულებით არ შეესაბამებოდა. მიუხედავად იმ ჯადოქრობისა, რომელსაც ის თავის წიგნებში ქმნის, მისმა იმ დღის მოდურმა "ლუქმა" ცოტა უხერხულობა გამოიწვია და, ალბათ, მისი სამოსის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით ბავშვების მხრიდან არაერთი კითხვაც გააჩინა.




ზენდაია


image


"ადამიანი - ობობას" ფილმის პრემიერაზე ზენდაია ობობის ქსელის ფორმის საოცარ კაბაში გამოცხადდა, თუმცა ფოტოსესიის დროს მისი დეკოლტე კიდევ უფრო თამამი გახდა, რაც უხერხულობის მიზეზად იქცა, თუმცა საკუთარი კოლეგის, ტომ ჰოლანდის ზრუნვის წყალობით ლამაზმანმა უსიამოვნო სიტუაციის თავიდან აცილება მაინც შეძლო.




პრიანკა ჩოპრა


image


ეფექტურმა მსახიობმა თავისი ღრმა დეკოლტიანი თამამი ჩაცმულობით წითელ ხალიჩაზე ფურორის მოხდენა გადაწყვიტა, თუმცა მისმა წინდაუხედაობამ ყველაფერი იქამდე მიიყვანა რომ ფოტოებზე მის მუცელზე არსებული ნაკეცები განხილვის მთავარ საგნად იქცა.




ემა სტოუნი


image


მსახიობის ულამაზესი კაბა მისი ფიგურის მოხდენილობას წითელ ხალიჩაზე შესანიშნავად უსვამდა ხაზს, თუმცა ვარსკვლავს გვერდზე არსებულმა საკმაოდ გრძელმა ჭრილმა უხერხულობა თავიდან მაინც ვერ ააცილა. კაბის კალთის აწევისას "ოსკაროსან" მსახიობს უნებლიედ საცვლები გამოუჩნდა, რაც ფოტოგრაფებს შეუმჩნეველი რაღა თქმა უნდა, არ დარჩენიათ.







0
641
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
641