საზოგადოებრივი ძველი რომაული ფეხსაცმლიდან – თავის ტვინზე ოპერაციამდე: საოცარი ისტორიული არტეფაქტები 27 თებერვალი, 13:07 არტეფაქტები უფრო მეტს ჰყვებიან წარსულზე, ვიდრე ისტორიის სახელმძღვანელოები. ზოგადად ისტორია, საუკეთესოდ, არა თარიღებით და ისტორიული მოვლენების შესახებ, მშრალი ფაქტებით ხასიათდება, არამედ სხვადასხვა ეპოქის საგნებით. ამიტომ, არქეოლოგები უდიდეს საქმეს აკეთებენ, როდესაც ძალისხმევას არ იშურებენ, არტეფაქტების აღმოჩენასა და შესწავლაში. უმარტივესი საყოფაცხოვრებო ნივთების აღწერა, იმის გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები წარსულში და რამდენად უძველესია ადამიანის კულტურა. შუბის პატარა წვერითაც კი, შეიძლება ითქვას, არაჩვეულებრივი ისტორიის მოყოლა შეუძლია, ადამიანების შრომისმოყვარეობის, მონდომების და ესთეტიკის სიყვარულის შესახებ... და რაღა უნდა ვთქვათ, წარსული ეპოქის ნაგებობების ნაშთებზე? ჭურჭელი სუნამოსთვის, ნაპოვნია ქ. ნორაში (სარდინია) გათხრები პომპეიში ფეხსაცმელი ფრინველით, ნაპოვნია ჰაარლემში, ნიდერლანდები. დამზადებულია XIV ს–ის პირველ ნახევარში. უძველესი ადამიანის შუბის წვერი, გამოკვეთილია ქანით, რომელშიც ნიჟარა არის განამარხებული. შუბი ეკუთვნოდა ადამიანის წინაპარს, რომელიც 300-დან – 500 ათასი წლის წინ ცხოვრობდა. ნაპოვნია ნორფოლკის საგრაფოში (დიდი ბრიტანეთი). ნეპტუნის და ამფიტრიტის სახლში აღმოჩენილი მოზაიკა, ჰერკულანუმი, პომპეის მახლობლად, (იტალია). ორივე ქალაქი ვეზუვიუსის ამოფრქვევის დროს, 79 წ. განადგურდა. სახლი აკროტირის დასახლებაში, სანტორინი (საბერძნეთი). ეს ორსართულიანი სახლი, ტროას ომამდე, ძვ. წ. აღრ. XIII ს. აშენდა. სოფელი მინოსური ამოფრქვევის დროს განადგურდა. კლდეში ნაკვეთი ქანდაკება, რომელზეც რომის იმპერატორი ქედს, სპარსეთის მეფის წინაშე იხრის, ნაკშე-რუსტამი (ირანი). რელიეფი შეიქმნა III საუკუნეში. ძველეგვიპტური ღვთაების, ამონი–რას თავი, აღმოჩენილია დატბორილ ჰერაკლიონში (საბერძნეთი). ნანგრევები ქ. მიტლაში, მექსიკა, 1875 წ. ქალაქი X-XV საუკუნეებში, ინდიელთა კულტურის მთავარი ცენტრი იყო. ძველი რომაული ტყავის ფეხსაცმელი, ნაპოვნია ვინდოლანდას სამხედრო ბანაკში (დიდი ბრიტანეთი). ბანაკი კელტებისგან თავდაცვის მიზნით, 85 წ. აშენდა. ინდის ცივილიზაციის სათამაშო კამათელი. აღმოჩენილია ინდის ხეობაში. დათარიღებულია ძვ. წ. აღრ. 2600-1900 წწ. ადამიანების თავის ქალები, რომლებსაც თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდათ, XV ს. ასეთ ოპერაციებს ინკები ატარებდნენ, სამხ. ამერიკა. სოფ. ჰაიდ ალ-ჯაზილი, რომელიც კლდეზე მდებარეობს, იემენი. აშენებულია 500 წლის წინ. სხვა სიახლეები:* სოციალური ქსელებით გავრცელებული სახალისო და უცნაური ფოტოები* განსხვავებული რასის წარმომადგენლები დედამიწაზე, სხვადასხვა თანავარსკვლავედიდან ჩამოვიდნენ (დედამიწის ქრონიკები – II ნაწილი)* შეიმოწმეთ ლოგიკური აზროვნების უნარი – მარტივი, რთული და გამოცანები ხრიკებით (პასუხები აქვს)* 5 ვარჯიში ხერხემლისთვის, რომელიც ტკივილისგან გაგათავისუფლებთ419 2-ს მოსწონს
|